32 გასაღები მიმდინარე სიტუაციის ანალიზისთვის

32 გასაღები მიმდინარე სიტუაციის ანალიზისთვის

1. გარეგანი სიტუაცია შინაგანის ანალოგიურია.

2. მსგავსი იზიდავს მსგავსს.

3. დაიწყეთ ყურადღების მიქცევა იმისთვის, რაც თქვენს გარშემო და თქვენს შიგნით ხდება.

4. თუ თქვენ გარშემო რაიმეს ამჩნევთ, რაც თქვენში გარკვეულ აზრებს და ემოციებს აღძრავს, ეს არსებობს თქვენში; ამ სიტუაციიდან გაკვეთილი უნდა მიიღოთ.

5. თუ თქვენ რაიმე არ მოგწონთ სხვებში, ეს ნაკლი თქვენშიც არსებობს.

6. თუ რაიმეს გავურბივართ ე.ი. ამის გამო განვიცდით ტკივილს ან შიშს.

7. რაიმეს კეთება ნიშნავს იმ მოცემულობაში ყოფნას, რასაც აკეთებთ.

8. რაიმე სიტუაციაში მოხვედრა ნიშნავს იმ მოვლენაში არსებობას, რაც ხდება.

9. თუ გაქცევის სურვილი გაგიჩნდებათ, წარმოიდგინეთ ამას როგორ გააკეთებთ.

10. რაიმეს ჩადენის შემდეგ ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს, გააანალიზეთ ყველაფერი, რაც მანამდე და მას შემდეგ ხდებოდა – თქვენი აზრების, გრძნობებისა და წინათგრძნობების ჩათვლით და თქვენთვის ეს სიტუაცია გაკვეთილი იქნება.

11. სიტუაციას აფუჭებს ან მოიზიდავს თქვენი აზრები და ბლოკები.

12. ჩვენი ბლოკები — ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავიგოთ და შევიმეცნოთ სამყაროზე.

13. თუ თქვენ ერთი და იგივე სიტუაციაში ხვდებით ან მუდმივად ავად ხდებით, სავარაუდოდ რაღაც გაკვეთილს გადიხართ. დაფიქრდით, რა უნდა გაიგოთ ამ სიტუაციიდან?

14. თქვენ — ხართ მიზეზი იმისა, რაც თქვენს თავს ხდება.

15. ნუ შეეცდებით სამყაროს ან თქვენს გარშემო არსებული ადამიანების შეცვლას, ჯერ საკუთარი თავი შეცვალეთ. როცა ამას გააკეთებთ, თქვენს გარშემო ადამიანებიც და სამყაროც თავისით შეიცვლება.

16. თუ თქვენ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს ეუბნებით, რომ უკვე შეიცვალეთ, ეს ნიღაბია და თქვენ საერთოდ არ შეცვლილხართ.

17.
თუ თქვენ საკუთარ თავს და სხვებს ეუბნებით, რომ ცხოვრების რაღაც ნაწილში ყველაფერი კარგად გაქვთ, სავარაუდოდ იქ სრული ქაოსია. ამას მიუთითებს ნიღაბი, რომელსაც თქვენ იფარებთ. სწორედ ასეთ დროს არის საჭირო საკუთარ თავში ღრმად ჩახედვა.

18. ნუ განიხილავთ თქვენთვის მოცემულ რჩევებს ან გაწეულ დახმარებას როგორც თქვენს ნაკლზე ან უუნარობაზე მინიშნებას.

19. როცა რაღაც არ გაქვთ, რისი ქონაც გსურთ — სავარაუდოდ თქვენ ან არ გინდათ ეს რაღაც, ან სხვა რამ გინდათ. რაიმე განსაზღვრულის მისაღებად საკუთარ თავს აღუწერეთ ზუსტად რა გინდათ. ისწავლეთ აზროვნების კრისტალურად განსაზღვრა.

20. არასოდეს არ იფიქროთ იმაზე რისი მოცემა შეუძლიათ ადამიანებს ან თქვენ რისი მიღება გსურთ მათგან. ასეთი მოქცევით მომხიბვლელობას კარგავთ.

21. დაივიწყეთ მისწრაფება სიძლიერისკენ. ნამდვილი ძალა მდგომარეობს საკუთარი თავის და გარშემომყოფების სიყვარულში და ყურადღებაში.

22. იფიქრეთ იმაზე, რაც გინდათ და არა იმაზე, რაც არ გინდათ.

23. კმაოფილება არ მოდის იმით, როცა თქვენ უკმაყოფილებაში ცხოვრება მოგწონთ.

24. საკუთარ ცხოვრებაში კეთილდღეობის შექმნის სწავლა — თქვენი ზრდის პროცესია.

25. ნეგატიურ ემოციებს არ მოაქვთ ის, რაც თქვენ გინდათ, მათ მხოლოდ ის მოაქვთ, რაც თქვენ არ გინდათ.

26. თქვენი ოცნებები და ფანტაზიები ასახავენ თქვენს პოტენციალს.

27. წარმოსახვას გაყავხართ შეზღუდვებს მიღმა და ათავისუფლებს თქვენს პოტენციალს.

28. თუ მუდმივად გაუმეორებთ საკუთარ თავს, რატომ არ შეგიძლიათ იქონიოთ სასურველი და საოცნებო ნივთი, თქვენ ვერასოდეს მიიღებთ მას. საკუთარ თავს უთხარით რატომ შეგიძლიათ გქონდეთ სასურველი ნივთი.

29. მატერიალური საგნები და ფული განიხილეთ არა როგორც პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება, არამედ როგორც თვითშემეცნების, საკუთარი პოტენციალის და შესაძლებლობების გამოხატვის ინსტრუმენტი.

30. ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რაც გინდათ და არა იმისგან გათავისუფლებაზე, რაც არ გინდათ. ბევრმა არ იცის ზუსტად რა უნდა, სამაგიეროდ ზუსტად იცის რა არ უნდა.

31. თუ რაიმეს შესაძლებლობას ვერ იჯერებთ, მაშინ ის არასოდეს გექნებათ.

32. კეთილდღეობის ქონა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მისი შექმნის პროცესის მართვის შესაძლებლობა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like