32 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლის გათავისებაც ღირს 32 წლის ასაკში

32 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლის გათავისებაც ღირს 32 წლის ასაკში

ეს არის ის, რისკენაც ზოგი ადამიანი წლობით მიდის, ზოგი კი ვერასოდეს გაიგებს მის მნიშვნელობას. 32 წელი აღებულია პირობითად, როგორც ზღვარი, როცა ცხოვრებისგან უკვე გინდა ცოტა მეტი. მეტი სიღრმე, მეტი გაცნობიერება. ქვემოთ მოცემული საკითხების ერთობა შეგახსენებთ ამ ყველაფერს, როგორც გაკვეთილს:

1. ბედნიერება – შინაგანშია. ჩვენ დიდ დროს ვხარჯავთ სხვებისგან მოწონების და ნუგეშისცემის ძიებაში და ყოველთვის ხდება ისე, რომ არასწორ ადგილას ვეძებთ. შეიხედეთ შიგნით.
2. იყავით მადლობელი ყელაფრისთვის. კარგისთვისაც და ცუდისთვისაც. ცხოვრება თავისთავად არის შეუფასებელი საჩუქარი, ხოლო კმაყოფილება და ტკივილი – ჩვენს მიერ გასავლელი გზის ნაწილია.
3. შეიცვალეთ აღქმა და თქვენი ცხოვრებაც შეიცვლება. როცა თქვენ გრძნობთ შიშს, ბრაზს, წყენას – უბრალოდ შეეცადეთ სიტუაციას სხვა კუთხით შეხედოთ.
4. შეუძლებელია ყველა გააბედნიეროთ ისე, რომ საკუთარი თავის ერთგული დარჩეთ. და მაინც სჯობს დარჩეთ ბოლომდე ამოუცნობი, ვიდრე იყოთ საყვარელი და თავი მოჩვენებით წარმოაჩინოთ სხვაგვარად, ვიდრე სინამდვილეში ხართ.
5. გარესამყარო სარკეა. ის, რაც სხვებში გვიყვარს გამოხატვაა იმისა, რაც საკუთარ თავშიც გვიყვარს. ის, რაც სხვებში გულს გვტკენს არის ინდიკატორი იმისა, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საკუთარ თავში.
6. ყოველი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება გარკვეული მიზნით. ხოლო ჩვენ თავად ვწყვეტთ ვისწავლოთ თუ არა გაკვეთილებზე, რომლებსაც ისინი გვიტარებენ. რაც უფრო ცუდია ამა თუ იმ ადამიანის როლი ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო სერიოზულია გაკვეთილი.
7. გჯეროდეთ. უბრალოდ იცოდეთ, რომ ყველაზე რთულ პერიოდში სამყარო ზურგს გაგიმაგრებთ და ყველაფერი წესრიგში იქნება.
8. ნუ მიიტანთ გულთან ახლოს ყველაფერს. სხვა ადამიანების ქცევა, გამოხატვაა იმისა, თუ რა ხდება მათ პირად ცხოვრებაში და როგორც წესი, ამას თქვენთან არანაირი კავშირი არ აქვს.
9. ბუნება კურნავს. სუფთა ჰაერზე გასეირნება და ლამაზი პეიზაჟები თავს „ასუფთავებს“ უსარგებლო ფიქრებისგან, გიბრუნებთ ცხოვრების ხალისს და გიმაღლებთ განწყობას.
10. განანაწყენებული ადამიანები აწყენინებენ სხვებს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გიყვარდეთ ისინი, თუნდაც შორიდან.
11. რომ განიკურნოთ, საჭიროა შეიგრძნოთ. დააყენეთ თქვენი შიში და სისუსტე თქვენს წინაშე და მიუშვით მათზე სინათლის შუქი, რადგან მათგან გათავისუფლების ერთად-ერთი საშუალება არის მათში გავლა. სიმართლისთვის თვალებში ყურება მტკივნეულია. მაგრამ პერსპექტივაში ის ნამდვილად ღირს ამად.
12. პერფექციონიზმი — ეს ილუზიაა. შეიძლება ითქვას ყველაზე მტკივნეულიც კი. მოდუნდით. იქონიეთ მისწრაფება სრულყოფილებისკენ, მაგრამ საკუთარ თავს მიეცით შეცდომების დაშვების უფლებაც და იყავით ბედნიერი, მიუხედავად იმისა, თუ რა რეზულტატი გაქვთ.
13. მოიშორეთ ბინდი თვალებიდან. ნუ იქნებით კონცენტრირებული მხოლოდ საკუთარ მიზნებზე. ამით თქვენ რისკავთ, რომ ხელიდან გაუშვათ ამ ცხოვრების სილამაზე და თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. სამყარო გასაოცარია, როცა თქვენ მას მიჰყვებით ფართოდ გახელილი თვალებით.
14. აღნიშნეთ საკუთარი, თუნდაც ძალიან პატარა გამარჯვება.
15. ისწავლეთ პატიება. პირველ რიგში ეს თქვენ გჭირდებათ და არა მათ, ვინც გაწყენინათ. პატიებით იმ სიმშვიდეს და თავისუფლებას მოიპოვებთ, რომელსაც იმსახურებთ. აპატიეთ მარტივად და უბრალოდ.
16. ჩვენ ყველას გვაქვს წარმოუდგენელი ინტუიცია. თუ გავჩერდებით, გავჩუმდებით და მივაყურადებთ, შესაძლებელია გავიგოთ საკუთარი სიბრძნის შინაგანი ხმა. მოუსმინეთ თქვენი გულის ჩუმ ხმას. მან იცის გზა.
17. მიეცით სულს სიმღერის საშუალება! იყავით ნამდვილი. დედამიწაზე არავინაა ისეთი, როგორიც თქვენ ხართ. იყავით გულწრფელი, იცოცხლეთ და ისუნთქეთ სავსე მკერდით, იმოძრავეთ დასახული მიზნებისკენ.
18. ჩვენ ყველა შემოქმედი ვართ. სერიოზულად! შეუპოვრობის, კონცენტრაციის და სიმტკიცის შემთხვევაში შესაძლებელია ყველაფრის მიღწევა. გახსოვდეთ ეს.
19. გარშემო შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ და მხარს გიჭერენ. თქვენც გიყვარდეთ ისინი და დაუჭირეთ მხარი. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა ამაზე ნაკლები რამისთვის.
20. ცხოვრებაში იყავით ისე, როგორც თავისუფალი ცეკვის დროს. თუ თქვენ დიდი ოცნება გაქვთ, მაშინ მიჰყევით მას მთელი ვნებით. მაგრამ ნაზად და განსაზღვრული მანძილით, რათა იყოთ საკმარისად მოქნილი და მოძრავი იმისათვის, რომ აეწყოთ ცხოვრების ცვალებად რითმზე.
21. რაც უფრო მეტს გასცემთ, მით უფრო მეტს ღებულობთ. გაანაწილეთ გონივრულად, სიყვარულით, ნიჭიერად. გაანაწილეთ მარტივად და თქვენ დაინახავთ რამდენი მშვენიერი რამ არის ცხოვრებაში, რაც უკან გიბრუნდებათ.
22. მთავარია ბოლომდე არ გასცეთ საკუთარი თავი. რადგან, თუ ადამიანის შინაგანი სამყარო დაცარიელდება, მაშინ გასაცემიც არაფერი იქნება. საჭიროა ბალანსის დაცვა.
23. ზოგჯერ ჩვენ გადავიზრდებით მეგობრობას. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ან ჩვენი მეგობრები ცუდები ვართ. უბრალოდ ჩვენი გზები იყრება. შეინარჩუნეთ ყველა თქვენს გულში, მაგრამ თუ ისინი გულს გტკენენ, ეს ნიშნავს, რომ მოვიდა დრო დაადგინოთ დისტანცია და დაივიწყოთ მათთან მეგობრობა.
24. საკუთარი შიშის გადალახვა ყველაზე სასარგებლო რამ არის, რაც საკუთარი თავისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ. ამით საკუთარ თავსაც უმტკიცებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ. ეს საკუთარ თავში რწმენის გენერატორია.
25. ჩვენი სხეული არის ტრანსპორტი, რომელსაც მივყავართ ჩვენი ოცნებისკენ. გიყვარდეთ ის, მოექეცით მას სიფრთხილით და მზრუნველობით, თუ გინდათ, რომ თავი იგრძნოთ ენერგიულად და ჯანსაღად. მაგრამ ნუ ჩაიციკლებით ამაზე. გარეგნობა სუბიექტურია და დროთა განმავლობაში ასე თუ ისე იცვლება. უმთავრესია, რომ საკუთარ სხეულში კომფორტულად იგრძნოთ თავი.
26. რაც შეიძლება ხშირად უთხარით და აჩვენეთ ახლობლებს, რომ ძალიან გიყვართ. ეს ზედმეტი არ იქნება. თქვენი სიახლოვე, სიყვარული და მათთან ერთად დროის გატარება ყველაზე კარგი საჩუქარია.
27. იცხოვრეთ აწმყოთი. ეს ერთად-ერთია, რაც ჩვენ ახლა გვაქვს. ისწავლეთ წარსულის შეცდომებზე და დატკბიბით სასიამოვნო მოგონებებით, მაგრამ ნუ გაიხდით მიზნად და ნურც თქვენი თვალთვალის უფლებას მისცემთ მათ. იოცნებეთ მომავალზე ფანატიზმის და აკვიატების გარეშე. გიყვარდეთ აწმყო.
28. ცხოვრება წინსვლისა და დაცემის მონაცვლეობაა. იმისათვის, რომ სრულად გახსნათ თქვენი პოტენციალი, საჭიროა ერთიც და მეორეც. უბრალოდ გამაგრდით და ისიამოვნეთ მოგზაურობით.
29. ყველა ჩვენ ერთი დიდი ადამიანური ოჯახი ვართ. არც ერთი ჩვენგანი არაა სხვებზე უკეთესი ან უარესი. უბრალოდ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. შემდეგში ეს ვიღაც სხვა იქნება.
30. ყოველდღიურად გამოხატეთ მადლიერება იმისათვის, რაც ცხოვრებაში გაგაჩნიათ. ამგვარად თქვენ საკუთარი თავის გარშემო ქმნით სივრცეს კიდევ უფრო მეტი სიუხვისთვის, სიხარულის მოზიდვისთვის, სიყვარულისთვის, ჯანმრთელობისა და აყვავებისთვის.
31. ბედნიერების თქვენებური განსაზღვრება განსხვავდება სხვა ადამიანების განსაზღვრებისგან. ის, რაც მუშაობს თქვენზე სავალდებულო არაა მუშაობდეს სხვებზეც. თქვენ არ ხართ მსოფლიოს მოსამართლე, რომ ყველა ადამიანის მიერ მიღებული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება განსაჯოთ. ბიბლიაშიც სწორედ ეს წერია: „ნუ განიკითხავ და არ განიკითხები“.
32. თქვენ თავად ხართ საკუთარი თავის გურუ. ცხოვრების უმეტეს ნაწილში ჩვენ გვეუბნებიან რა გავაკეთოთ, რა არის კარგი და როგორ მივაღწიოთ წარმატებას. არ ღირს ყოველივე ამას უსიტყვოდ დავუჯეროთ. თავად იაზროვნეთ. როცა დაიწყებთ საკუთარი ინტუიციის მიყოლას, თქვენ იგრძნობთ სიცილამდე ბედნიერებას.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ