32 ბრძნული პრინციპი ყოველი შემთხვევისთვის

32 ბრძნული პრინციპი ყოველი შემთხვევისთვის

1. არ იწუწუნოთ და უკმაყოფილება არ გამოთქვათ ცხოვრებაზე. უხმოდ ადექით, წადით და გააკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც საჭიროა.
2. შეწყვიტეთ მცდელობა და გამოცდა. გააკეთეთ ან არ გააკეთოთ. წერტილი. შეეცადეთ ტუალეტში შეხვიდეთ. გამოვიდა?
3. იმოგზაურეთ! წელიწადში ორჯერ გაემგზავრეთ იქ, სადაც არასოდეს ყოფილხართ. მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
4. საკუთარ თავს შეცდომების უფლება მიეცით.
რაიმე გამოტოვეთ – არ გამოტოვოთ ამ შეცდომის მაგალითი. შეცდომა – განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
5. განივითარეთ ინდივიდუალურობა.
თქვენ ხართ ის, რაც ხართ. არასოდეს შეეჯიბროთ ვინმეს, საკუთარი თავის გარდა.
6. გადაწყვეტილებები მიიღეთ დამოუკიდებლად, არასოდეს მოამზადოთ სხვისი რეცეპტის მიხედვით.

7. დარჩით უმაღლეს ძალასთან, თაყვანისცემასთან. ნუ მოიხსენიებთ მას უბრალოდ.
8. ნუ იქნებით მომაბეზრებელი.
სამყარო დიდია – მასში ნამდვილად არის ის, ვინც იქნება ბედნიერი თუ თქვენს მზერას და ღიმილს დაიმსახურებს.
9. მიეჩვიეთ მოდუნებას და კონცენტრირებას.
10. გაიღიმეთ, თუ რამე ისე არ გამოვიდა, როგორც გეგმავდით.
გახსოვდეთ, გამართლება ზოგჯერ სწორედ ის არის, რომ ვერ იღებთ სასურველს.
11. ისწავლეთ თქვათ «არა».
ნუ შეგეშინდებათ უარის თქმის!

12. ზოგ ადამიანს და სიტუაციას მიეცით წასვლის საშუალება.
ნუ დაიწყებთ მოვლენების შესაძლო ვარიანტების განხილვას. მოხდა ისე, როგროც მოხდა. როცა გიჭირთ ამ გადაწყვეტილების მიღება, დასვით ორი შეკითხვა:
«ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის 5 წლის შემდეგ?»,
«ამ საღამოს მე მივფრინავ ბუენოს-აირესში (ან ნებისმიერ სასურველ ადგილას), მინდა ამ პრობლემის თან წაღება?»

13. ყოველი წარმოთქმული სიტყვა შეამოწმეთ სინამდვილეზე, სარგებელზე და სიკეთეზე. ისაუბრეთ არსიდან გამომდინარე და არაფერი ზედმეტი. უარი თქვით ჭორაობაზე, სიცრუეზე და წუწუნზე! სჯობს საერთოდ ჩუმად იყოთ, როცა სათქმელი არაფერია.
14. იფიქრეთ მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, შეაფასეთ მისი მნიშვნელობა.
15. თუ ვინმეზე ძალიან გაბრაზება გინდათ, მოიცადეთ 24 საათი, სანამ ამას გააკეთებთ.
16. იყავით დამოუკიდებელი. თქვენი ბედნიერბა მხოლოდ თქვენს ხელშია და არა იმაში, როგორ და რას ფიქრობენ სხვები.
17. პატივი ეცით საკუთარ თავს და სხვებს. ადამიანები თავად ირჩევენ. ნუ ჩაერევით სხვის საქმეში, სხვის ცხოვრებაში ფიქრებით და სიტყვებით, ნურაფერში, რაც არ გეხებათ – არ დაგავიწყდეთ საკუთარი არჩევანი!
18. იმოქმედეთ საკუთარი შინაგანი გავლენის სფეროში. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რაზეც გავლენას ვერ ახდენთ.
19. ყოველ დღე სუფთა ჰაერზე იყავით, მიუხედავად იმისა, რა განწყობა გაქვთ და როგორი ამინდია.
20. გჯეროდეთ ოცნებების და იდეების. დრო სწორხაზოვანი არ არის. ისინი უკვე განხორციელდა!

21. განავითარეთ თქვენი ნიჭი. გახსოვდეთ, ღმერთმა ყველაფერი გაჩუქათ ზრდისა და განვითარებისთვის. დიახ, ნიჭი ნამდვილად გაქვთ – უბრალოდ თვალები გაახილეთ.
22. პასუხისმგებლობა იქონიეთ საკუთარ სიტყვებსა და ქცევაზე. გახსოვდეთ, თქვენს სიტყვებს უდიდესი ძალა აქვთ.
23. იყავით ადამიანების, პრინციპების და არჩევანის ერთგული.
«ერთგულება – ეს არ არის თანდაყოლილი თვისება. ეს გადაწყვეტილებაა!»
24. თუ ისეთი საქმე გაქვთ, რომლის შესრულებაც 3 წუთზე ნაკლებს საჭიროებს – ის დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოთ.
ნუ გადადებთ სახვალიო ყუთში, იქ უკვე დიდი ხანია აღარაფერი არ ეტევა.
25. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. წინ ბევრი რამ გელით, რისთვისაც ჯანმრთელობა დაგჭირდებათ. სპორტი, იოგა, მედიტაცია ამაში დაგეხმარებათ. შეამოწმეთ!
26. ყურადღება მიაქციეთ გარეგნობას. ყოველთვის იყავით მზად ახალი მიღწევებისა და შეხვედრებისთვის.
27. მიაღწიეთ შინაგან სიმშვიდეს და ჰარმონიას. ადამიანის რეალური ძალა ვლინდება სიმშვიდეში.
28. მიიღეთ ფაქტი, რომ წარსული – წარსულშია. ის არ არსებობს! გამოიმუშავეთ დავიწყების და წინსვლის უნარი.
29. დაალაგეთ პრიორიტეტები – ყველაფერი თავის ადგილზე!
30. დაამარცხეთ შიში – ის ილუზიაა!
31.ყოველი კვირის ბოლოს უპასუხეთ შეკითხვებს: «რა ვისწავლე წინა კვირას?»
«რა იყო ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა კვირის მანძილზე?»
«რომელი მომენტი იყო ჩემთვის ამ კვირაში ყველაზე დაუვიწყარი და რატომ?»
«დავკარგე თუ არა ფუჭად დრო და რაზე?»
32. არასოდეს არ დანებდეთ! შეუპოვრობა ყოველთვის იმსახურებს ჯილდოს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

დედა ტერეზა ცხოვრებასა და ბედნიერებაზე

თქვენ ვერ ნახავთ სამყაროში თქვენს გარშემო ვერაფერს, რაც თქვენს სულში არ არის. არ არსებობს ადამიანები, რომლებშიც კარგის მეტი არაფერია, ისევე როგორც არ არსებობს აბსულუტურად ცუდი ადამიანები. ყოველ სულში არის კარგიც

Print Friendly, PDF & Email

ვპოულობთ იმას რასაც ვეძებთ

ბუზი თუ ფუტკარი?

აღარც კი მახსოვს სად და როდის ამოვიკითხე უსაყვარლესი ანდაზა ბუზისა და ფუტკარის შესახებ, ერთი კი გავიფიქრე მაშინ – ამდენ ბუზებს რა დათვლის მეთქი!

Print Friendly, PDF & Email

13 სასარგებლო რჩევა

1. ჩვევა – ისწავლა-გამოიყენა თქვენს ანგარიშზე ალბათ საკმაო რაოდენობით წაკითხული წიგნებია, შეიძლება ათეულობითაც კი. მაგრამ რა გაიგეთ მათი წაკითხვით, რას იყენებთ ცხოვრებაში? ცოდნა და კეთება – ეს ორი სხვადასხვა რამ

Print Friendly, PDF & Email

შეწყვიტე სხვების დადანაშაულება და გახდი წარმატებული ადამიანი

არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ მიზნები და ოცნებები, მაგრამ რადგან ეპარებათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში და უძნელდებათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, საკუთარი სისუსტეებს სხვებს აბრალებენ და ნებისმიერ მარცხს გარემოებებს და სირთულეებს მიაწერენ.გახსოვდეთ საკუთარ თავზე

Print Friendly, PDF & Email

ნუ დაუწერთ ნაცნობებს დაბალ ქულებს

ულამაზეს ხედს- ლურჯ ზღვაში მიმოფანტულ თოლიებს და გარშემო მთებს, კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და შთაგონებით სავსემ წერა გავაგრძელე. გემმა  გააპო კვლავ ტაატით ლურჯი ტალღები და ჰორიზონტისკენ ავიღეთ გეზი ახალი თავგადასავლების

Print Friendly, PDF & Email

წიგნი “შეჭამე ბაყაყი”

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email