30 რჩევა განწყობის გასაუმჯობესებლად

30 რჩევა განწყობის გასაუმჯობესებლად

ჩვენი განწყობა ამინდს ჰგავს – გამუდმებით იცვლება. იმისათვის, რომ ჩვენი მოღრუბლული ცხოვრება მუდამ მზიანი და ენერგიული გავხადოთ, ამ რჩევებიდან რამის გამოყენება შეგვიძლია.

  1. თუ ყოველ დღე ძალიან ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი, დაყავი რამდენიმე ნაწილად და აკეთე ნაბიჯ-ნაბიჯ.
  2. შეამცირე შენი ყოველდღიური გეგმა. ამით მეტი დრო დაგრჩება მოდუნებისთვის.
  3. აიღე ფურცელი და დაწერე რას გრძნობ, რას განიცდი..
  4. მოუსმინე საყვარელ მუსიკას.
  5. ძილის წინ გაიხსენე, მთელი დღის განმავლობაში რა გააკეთე. თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვს გაკეთებული, მიულოცე შენს თავს. შენ ეს შეძელი!
  6. ყოველ დღე მიიღე 3 ტიპის ჯანსაღი საკვები.
  7. შეამცირე ალკოჰოლის მიღება მინიმუმამდე.
  8. დაისახე მიზანი.
  9. დაგეგმე შენი მომავალი. დაფიქრდი: ვინ გინდა იყო მომავალში? მწერალი? მაშინ შეუდექი საქმეს და აკეთე ის საქმე, რაც ნამდვილ სიამოვნებას განიჭებს
  10. გამოცადე შენი თავი მხატვრობაში.
  11. გაინებივრე თავი და ისიამოვნე. ბავშვი გინდა იყო? – იყავი!
  12. იპოვე ბალანსი გადაღლილობასა და დასვენებულ მდგომარეობას შორის.
  13. სახლიდან გასვლისთანავე იფიქრე მომავალზე.
  14. იზრუნე იმაზე, რომ 100%-ით კარგ ხასიათზე იყო და დატკბი ცხოვრებით.
  15. თუ ყოველ დღე იმეორებ, რომ შენ მოწყენილი ვარსკვლავი ხარ, უიმედო და ნამდვილი დრამა, დაფიქრდი, ეს ისტორია ნამდვილად გარგად მოქმედებს შენზე?
  16. უყურე კომედიას.
  17. გააკეთე რამე საკუთარი თავისთვის – მიიღე აბაზანა, მიირთვი საყვარელი კერძი, გაიკეთე მასაჟი..
  18. მოუყევი შენს მეგობარს შენი გრძნობების შესახებ. რას გრძნობ, რას განიცდი.. ოღონდ ეცადე ნამეტანი ბევრი არ მოგივიდეს და თავი არ მოაბეზრო. მასაც მოუსმინე, იქნებ მარტო შენ არ გაქვს პრობლემა და მასაც უნდა რამის თქმა.. შეიძლება აღმოაჩინო, რომ შენი პრობლემა სულაც არაა უდიდესი კატასტროფა კატასტროფათა შორის.
  19. თუ არ გყავს მეგობარი – დროა შეიძინო.
  20. ივარჯიშე, ბუნებაში გაისეირნე.
  21. იყავი მათთან ვისაც უყვარხარ. ოჯახთან, მეგობრებთან..
  22. მიიღე აბაზანა ყოველ დღე.
  23. ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს დაწექი. იკითხე ბიბლია ან ჩაი დალიე – ძალიან ამშვიდებს!
  24. იპოვე ის სიყვარული, რომელიც შენში იმალება და გაანთავისუფლე. დაივიწყე სიძულვილი და გამოხატე სიყვარული..
  25. ნუ ცდილობ ტელევიზორით ან ინტერნეტში ხეტიალით დროის გაყვანას. არსებობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც შეგიძლია აკეთო.
  26. ყოველ დღე ილოცე.
  27. როცა რამის ნაკლებობას იგრძნობ, ეცადე ეს რაღაც შენთვითონ გააკეთო. მაგ: თუ სიყვარული გაკლია, გახდი მოსიყვარულე. თუ მეგობარი გაკლია – გახდი მეგობრული.
  28. ყოველ დღე აკეთე ხალხისთვის რამე სასიამოვნო. კომპლიმენტებით აავსე, ან დაეხმარე რამე საქმის კეთებისას.
  29. თუ მზიანი ამინდია, გადი სახლიდან გარეთ და მზეს მიეფიცხე.
  30. გაიღიმე. როცა ვიღიმებით, ბედნიერებას ვგრძნობთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

8 რჩევა, თუ როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება

1. მოინდომეთ შეცვლა ცვლილებებისადმი მზადყოფნა ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს თქვენი ცხოვრებაა და მას ვერავინ შეცვლის თქვენს გარეშე. თუ თქვენ თვითონ არ მოისურვებთ შეცვლას, ამქვეყნად ვერაფერი გაიძულებთ ამას. 2. იკისრეთ პასუხისმგებლობა თქვენ

Print Friendly, PDF & Email

როგორ გამოვიყენოთ პრობლემა ჩვენ სასიკეთოდ – 5 ნაბიჯი

როცა აცნობიერებ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენთვის ხდება და არა ჩვენს წინააღმდეგ, მერე გაცილებით მარტივია ნებისმიერი წინაღმდეგობის და სირთულის გადალახვა. მაგრამ… ადამიანებს ყოველთვის გვაქვს გარკვეული მოლოდინები და არც საკმაოდ მორიდებული. მოლოდინი

Print Friendly, PDF & Email

მხოლოდ წინ, წინ წარმატებისკენ!

დღეიდან დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და არ დაგავიწყდეთ, რომ ბედი მხოლოდ გამბედავ ადამიანებს უღიმის…. ალბათ დაკვირვებიხართ, რომ უბრალო ადამიანებს, სჯერათ გამართლების და კიდევ, რატომღაც მუდმივად ვიღაცის, ვინც უნდა მოვიდეს

Print Friendly, PDF & Email

7 რამ, რაც არ უნდა უთხრათ გარშემომყოფებს

თითოეული ადამიანის წარმატება და კეთილდღეობით სავსე ცხოვრება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, თუმცა ეზოთერიკოსები და პრაქტიკოსები ამტკიცებენ, რომ წარმატებისთვის ხელის შეშლა და ბედნიერებისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ერთდროულად შეუძლია 7 საკითხს, რომელთა ხმამაღლა

Print Friendly, PDF & Email

სტატია, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის

1. აკეთეთ ის, რაც გიყვართ გაიგეთ თუ რა მოგწონთ რეალურად, ეს ყველაზე მთავარია და ამავდროულად ყველაზე რთული. ოქროს წესი გვეუბნება – აკეთე ის, რაც ნამდვილ სიამოვნებას განიჭებს და მაშინ ბევრად

Print Friendly, PDF & Email

სიუხვე მიეცემათ მათ, ვინც მას თავად განკარგავს

სცადეთ შეასრულოთ ერთი მარტივი პრაქტიკა და თქვენ დაინახავთ როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ თქვენს თვალწინ … მიეცით ადმაიანებს ყველაფერი ის, რაც თქვენი შეხედულებით მათგან გაკლიათ (მზრუნველობა, პატივისცემა, დახმარება, სიყვარული, მადლიერება,

Print Friendly, PDF & Email