30 რამ, რაც აგახლგაზრდობისას უნდა გააკეთოთ

30 რამ, რაც აგახლგაზრდობისას უნდა გააკეთოთ

გთავაზობთ 30 აუცილებელ საკითხს, რომლებზე მუშაობაც შეგიძლიათ დღეიდანვე დაიწყოთ:

  1. მიიღეთ ყველა საკუთარი უნიკალურობა — ბედნიერებისა და წარმატების საიდუმლო საკუთარი თავის მიმღეობაშია. თქვენ არასოდეს გახდებით ის, ვინც გინდათ რომ იყოთ თუ სხვებს ეყრდნობით და გჯერავთ, რომ ისინი დაგეხმარებიან გახდეთ სასურველი ადამიანი. მიიღეთ საკუთარი თავი სრულად, ისეთი, როგორიც ხართ, ყველა ნაკლით და უარყოფით ნიშნით. მას შემდეგ, რაც თქვენ მიიღებთ და შეიყვარებთ საკუთარი თავის ყველაზე ცუდ მახასიათებლებსაც კი თქვენ გახდებით თავისუფალი ადამიანი. ამიტომ, ყოველთვის მოუსმინეთ საკუთარ თავს და არასოდეს არ წახვიდეთ მის წინააღმდეგ. იყავით ის ადამიანი, როგორადაც დაიბადეთ და თქვენ შეძლებთ „მთვარე ჩამოხსნათ ციდან“.
  2. იყავით პრიორიტეტი საკუთარი თავისთვის — სიმართლე რომ ითქვას, მსოფლიოში სულ რამოდენიმე ადამიანი შეიძლება იყოს ისეთი, ვინც 100%-ით საკუთარი თავის ერთგული რჩება და თქვენ ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოთ. გახადეთ საკუთარი მოთხოვნები პრიორიტეტული ყოველდღიურ აუცილებელ საკითხებს შორის.
  3. იმოქმედეთ აქტიურად — ნუ იქნებთ გულზეხელდაკრეფილი და ნუ მისცემთ ამა თუ იმ საქმეს თავისთავად მიმდინარეობას. გადით ქუჩაში და თავად შექმენით მოვლენა საკუთარი თავის გარშემო. თქვენ ხართ ის, რასაც აკეთებთ და არა ის, როგორ საუბრობთ ან როგორ გააკეთებთ. გადაეჩვიეთ შემდეგი სიტყვების გამოყენებას: „სამწუხაროა, რომ…“ და თქვით „მე მინდა…“. თქვენი „არ შემიძლია“ გახადეთ „შემიძლია“, ხოლო თქვენი ოცნებები აქციეთ სამომავლო გეგმებად.
  4. იმუშავეთ — თქვენ არ შეგიძლიათ არ დააფასოთ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის თავდაუზოგავად შრომობს. გახდით ასეთი ადამიანი. ცხოვრებაში ვერ მიიღებთ ყველაფერ იმას რაც გინდათ, მიიღებთ მხოლოდ იმას, რისთვისაც იშრომეთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ამოცანა, რომელიც თქვენს წინაშე დგას, არასოდეს არ აღემატება თქვენს შინაგან შესაძლებლობას. გააკეთეთ ის, რაც სწორია და არა ის, რაც მარტივია. თქვენი ოცნებები ღირს ამად.
  5. ფოკუსირება გააკეთეთ პრიორიტეტებზე — ნუ იქნებით დაკავებული, იყავით პროდუქტიული. ცხოვრების მიზანი არის იმაში, რომ იცხოვროთ და მიაღწიოთ მიზნებს. დაიწყეთ საკუთარი დროის დათვლა. მობილიზდით იმაზე, რაც მნიშნველოვანია და შეეშვით ყველაფერს, რაც უმნიშვნელოა.
  6. წადით გამართლებულ რისკზე – რატომ არ უდნა გარისკოთ? ეს ის მომენტია, როცა შეგიძლიათ მიაღწიოთ მნიშვნელოვან რეზულტატებს. თქვენ ეს მშვენივრად იცით. ცხოვრებაში ისე ხდება, რომ თუ თქვენ არაფრით არ რისკავთ, ფაქტიურად რისკავთ ყველაფრით. ნებისმიერი ზრდა ან განვითარება იწყება თქვენი კომფორტის ზონის ბოლოდან. ასე რომ, გადადგით ნაბიჯი წინ იმ მიმართულებით, რისიც გჯერათ უკვე დღეს. თქვენ არ უნდა დაინახოთ მთლიანი კიბე წინ, უბრალოდ გადადგით პირველი ნაბიჯი.
  7. გააგრძელეთ სიარული — მობილიზდით იმ წვრილმან საკითხებზე, რომელთა გაკეთებაც ახლავე შეგიძლიათ და არა იმ დიდ საკითხებზე, რომელთა განხორციელება ჯერჯერობით შეუძლებელია. მცირერიცხოვანი ცვლილებები საბოლოოდ დიდ გარდატეხებამდე მიგიყვანთ. თუ ეჭვი გეპარებათ რამეში, უბრალოდ კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი გადადგით წინ. ზოგჯერ სწორი მიმართულებით გადადგმული პატარა ნაბიჯი, ხდება ყველაზე დიდი თქვენს ცხოვრებაში.
  8. საკუთარ თავს მიეცით ყველა ის თანხმობა, რომელიც გჭირდებათ — თუ თქვენ წარმატების მიღწევა გსურთ, შეეშვით გარშემომყოფი ხალხისგან რაიმეზე თანხმობის მიღების ლოდინს. თქვენ ეს არ გჭირდებათ იმისათვის რომ იყოთ ბედნიერი ან საკუთარ გულისთქმას მიყვეთ.
  9. დაუნდობლად იბრძოლეთ იმისთვის, რისიც გწამთ — უდიდესი ძალა არის იმის გადალახვაში, რაც სხვებს შეუძლებლად მიაჩნიათ. ზოგჯერ საჭიროა წააგოთ ერთი ბრძოლა, რომ შემდეგ მოიგოთ ომი. ასე რომ, თუ თქვენ ღრმად გწამთ რაიმესი, იბრძოლეთ ამისთვის. დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება… შეიძლება დღეს არა, მაგრამ საბოლოოდ ასე იქნება… შეიძლება მთლად ისე არა, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, ოღონდ ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს.
  10. მიეცით ცხოვრებას საშუალება წავიდეს ისე, როგორც უნდა წავიდეს — თქვენ ამა თუ იმ მოვლენას ვერ აიძულებთ რომ შეგემთხვეთ (ამის მცდელობით მხოლოდ გაგიჟება შეიძლება). ყველაფრისთვის თავის დრო და ადგილი არსებობს. ამიტომ ნუ აიძულებთ მოხდეს ისეთი რამ, რაც ჯერ თქვენს ცხოვრებაში ვერ ჩაჯდება. უბრალოდ იშრომეთ და იქონიეთ მოთმინება.
  11. გამოიყენეთ თქვენი ნებისმიერი გამოცდილება, რახან ასე გახდა საჭირო – იმის სანაცვლოდ, რაც დაკარგეთ, უცილებლად მიიღებთ რამეს. სინამდვილეში ცხოვრება ხშირად იმას არ გაძლევთ, რაც გსურთ, რადგან თქვენ რაღაც სხვა გჭირდებათ და რაც თქვენ გჭირდებათ, მოდის მაშინ, როცა მას არ ეძებთ.
  12. რთულ პერიოდში იყავით ყურადღებიანი. — შეინარჩუნეთ სიმშვიდე, როცა საქმეები ცუდად მიდის. თქვენ შეიძლება თავი სუსტად იგრძნოთ, მაგრამ თქვენი სული ძლიერია. გახსოვდეთ, რომ ტკივილის ორი სახეობა არსებობს: ტკივილი, რომელიც გტკივათ და ტკივილი, რომელიც გცვლით. მაგრამ როცა თქვენ წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად მიიღებთ ცხოვრებას, ტკივილის ორივე სახეობა გეხმარებათ პიროვნულ ზრდაში.
  13. აღიარეთ საკუთარი იმედგაცრუება და პირდაპირ შეხედეთ თქვენს შიშებს — ზოგჯერ ის, რაც არ გსურთ არის ზუსტად ის, რაც თქვენ გჭირდებათ. ზოგჯერ ის, რისი გაკეთებისაც ყველაზე მეტად გეშინიათ, არის სწორედ ის, რაც თქვენ თავისუფალს გხდით.
  14. ისიამოვნეთ — იყავით პოზიტიური და გაიღიმეთ ახლავე, არა იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ, არამედ იმიტომ, რომ შეგიძლიათ ყველაფერში კარგი მხარე დაინახოთ.
  15. ყოველ დილით საკუთარ თავს გამამხნევებელი სიტყვები უთხარით. — ერთ პატარა, დადებით აზრს დღის პირველ ნახევარში, შეუძლია შეცვალოს მთელი თქვენი დღე. გაიხადეთ ეს წესად.
  16. მიმოიხედეთ, რომ შეაფასოთ თქვენი შესანიშნავი ცხოვრება – კარგია ის თუ ცუდი მაინც გაიღიმეთ. თქვენ ბევრი რამ გაქვთ, რისთვისაც შეგიძლიათ იყოთ მადლობელი. არასოდეს არ დაივიწყოთ ეს… ნუ იქნებით არაკეთილგანწყობილი, როცა თქვენ ამდენი მიზეზი გაქვთ პოზიტივისთვის. ცხოვრება „გვაძლევს და გვართმევს“. იყავით მისი მადლიერი და არაფერი არ მიიღოთ, როგორც სავალდებულო. დარწმუნებული იყავით, რომ ხლა ვიღაც ნატრობს მიიღოს ის, რასაც თქვენ ცხოვრებისგან სავალდებულოდ თვლით.
  17. საკუთარ თავს მოუწყვეთ ცხოვრების დანაშაულის გრძნობის განცდისგან თავისუფალი პერიოდები – რამდენად თავისუფლად შეიძლება იგრძნოს ადამიანმა თავი საჭირო რომ არ იყოს თავის დამნაშავედ გრძობა იმ საკითხების შეუსრულებლობის გამო, რომლებიც ყოველწამს არის საკეთებელი? დიახ, შესანიშნავი იქნებოდა მხოლოდ მნიშვნელოვანი მიზნებისთვის შრომა. მაგრამ ნუ უსაყვედურებთ საკუთარ თავს იმის გამო, რომ უფრო მეტს არ აკეთებთ, ვიდრე შეგიძლიათ აკეთოთ. მოძებნეთ ბალანსი აქტივობასა და დასვენებას შორის. ისწავლეთ დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლება, როცა შესვენება გჭირდებათ.
  18. მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი — როცა ზოგიერთი რამ აღარ ეტევა თქვენს ცხოვრებაში, დაიწყეთ იმის გამოყოფა, რაც არ გჭირდებათ. ცხოვრება უფრო მარტივი ხდება, როცა თქვენ ათავისუფლებთ მას ზემდეტი ადამიანების, საკითხებისა და საგნებისაგან, რაც მას ართულებს. გახსოვდეთ, რომ რაიმეზე უარის თქმა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ სუსტი ხართ. ზოგჯერ ეს ნიშნავს თქვენს სიძლიერესა და სიჭკვიანეს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მოიშოროთ და გააგრძელოთ წინსვლა, სწორი მიმართულებით.
  19. დაივიწყეთ ის ადამიაენები, რომელბიც უკვე წავიდნენ თქვენი ცხოვრებიდან — ზოგიერთი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ხანმოკლე დროით ჩნდება, ვიდრე ჩვენ გვქონდა იმედი. ეს იმისათვის, რომ გვასწავლონ ის, რასაც ვერასოდეს ვერ შეძლებლდნენ ერთად დარჩენის შემთხვევაში. აღიარეთ ეს, როცა მსგავსი რამ შეგემთხვევათ და მიიღეთ როგორც ფაქტი.
  20. დატკბით იმ საზოგადოებით, რომელიც თქვენ უკეთესს გხდით — იცოდეთ, რომ ბევრი მეგობრის ყოლა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც რეალური მეგორების ყოლა. ადრე თუ გვიან, თქვენ უბრალოდ მოინდომებთ იყოთ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გაღიმების საშუალებას გაძლევენ. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ მათ გვერდით, ვინც გეხმარებათ საკუთარი თავი კიდევ უფრო გიყვარდეთ.
  21. მოისმინეთ დაახოებით იმდენი, რამდენსაც თავად საუბრობთ — სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ერთი წესი იმის შესახებ, თუ როგორ გახდეთ კარგი თანამოსაუბრე და მეგობარი: საჭიროა გქონდეთ ყურადღებით მოსმენის უნარი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბრისას ჩვენ ჭკუა კი არა მოთმინების მქონე გული გვჭირდება, რომელსაც შეუძლია მოსმენა.
  22. მიეცით სიყვარულს გამარჯვების საშუალება — სიყვარული იმარჯვებს ყველაფერზე. გაუნაწილეთ სხვებს თქვენი სიყვარული. ამისათვის საჭირო არ არის იყოთ სრულყოფილი. უბრალოდ აუცილებელია იყოთ გულახდილი.
  23. მიეჩვიეთ პატიებას შინაგანი წინააღმდეგობის გარეშე — არასოდეს არ მისცეთ კამათს იმის უფლება, რომ მუდმივად გაგრძელდეს და არასოდეს ჩაიდოთ გულში წყენა, თორემ ეს ყველაფერი ქვასავით დაგაწვებათ გულზე. პატიება ბედნიერების მოპოვების ერთ-ერთი გასაღებია. როცა თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას აპატიოთ მათ, ვინც გაწყენინათ, თქვენ თავისუფლდებით მათი გავლენისგან. ამიტომ, მოდითი გადადგით ეს ნაბიჯი და თქვით: „მე გპატიობ“, ან სჯობს წინასწარ აპატიოთ მათაც, ვისაც ტკივილი ჯერ არ მოუყენებია და შემდეგ, როცა ამას გააკეთებენ, წყენას ნაკლებად მიიტანთ გულთან.
  24. იმოქმედეთ ისე, თითქოს თქვენს გულში სიკეთის უსაზღვრო რაოდენობაა — მხოლოდ თავდაჯერებულობა არ გხდით უკეთესს, ეს მოდის თქვენი ნამოქმედარიდან. საკუთარი ხმა ყოველთვის სიკეთის გამოხატვისთვის გამოიყენეთ, ყურები თანაგრძნობისთვის, ხოლო ხელები ქველმოქმედებისთვის. ისწავლეთ გაცემა რაიმე მიზეზის კარეშე. აქციეთ ეს ყოველდღიურ რიტუალად.
  25. იქონიეთ ძლიერი ხასიათი – ხასიათი ეს არის იმის გამოხატვა, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ იმ ადამიანებთან, ვისაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია თქვენთვის. ასე რომ, დღეს და ყოველთვის გააკეთეთ რაიმე კარგი მათთვის, ვინც ვერასოდეს შეძლებს იგივე გააკეთოს თქვენთვის.
  26. მიეცით თქვენს გარშემო მყოფ უცნობებს შანსი — იყავით მეგობრული. უბრალო „გამარჯობა“-მ შეიძლება უამრავ რამემდე მიგიყვანოთ. ყველას, ვისაც ოდესმე შეხვედრიხართ, აქვთ თავიანთი დანიშნულება თქვენს ცხოვრებაში, ზოგი მათგანი გამოგცდით, ზოგი გასწავლით, ზოგი კი საუკეთსოს აღმოაჩენს თქვენში.
  27. არ დაკარგოთ რეალობასთან კავშირი — სიცრუე არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მისი გვჯერა. ჭეშმარიტებას შეუძლია თქვენი გათავისუფლება. ყოველთვის, როცა ნეგატივი შემოიპარება თქვენს ცნობიერებაში, საკუარ თავს დაუსვით შეკითხვა: ეს სიმართლეა? შემიძლია აბსოლიტურად დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ ეს ნამდვილად სიმართლეა?
  28. ისწავლეთ წარსრულის საფუძველზე, მაგრამ ნუ იცხოვრებთ იქ — ნუ ინერვიულებთ დახურულ კარზე, იმაზე, რაც უკან დარჩა. ახალი კარი იხსნება ყოველ წუთს და თქვენ დაინახავთ მას, თუ გააგრძელებთ წინსვლას. ზოგჯერ თქვენ უნდა მიიღოთ ის ფაქტი, რომ სიტუაცია არასოდეს გახდება ისეთი, როგორიც ადრე იყო და რაიმეს დასრულება არის ახლის დასაწყისი.
  29. ნაკლებად განიცადეთ – შეეშვით ყველაფერზე ფიქრს და ნერვიულობას. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა ამისათვის. შფოთვა და მუდმივი განსჯა აწმყოში ბედნიერად ცხოვრების დიდი მტერია.
  30. ყურადღება მიაქციეთ აწმყოს — უნდა გაიგოთ, რომ თქვენი იმედგაცრუების და ღელვის მიზეზი არის იმის შედეგი წარსულში ცხოვრობთ თუ აწმყოში. თქვენი ცხოვრება ახლაა, ის ერთად-ერთია, რომელიც გაქვთ და ნუ გაუშვებთ მას ხელიდან.

თქვენ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობთ. ესაა მთავარი. ამიტომ დაკავდით იმით, რაც გაბედნიერებთ და ხშირად იყავით იმათ გვერდით, ვინც გაღიმების საშუალებას გაძლევთ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ