30 მარტივი საშუალება იმისათვის თუ როგორ დაანახოთ თანამშრომლებს, რომ აფასებთ

30 მარტივი საშუალება იმისათვის თუ როგორ დაანახოთ თანამშრომლებს, რომ აფასებთ

1. მოქნილი გრაფიკი – ორგანიზაციების უმრავლესობა თანამშრომლებისგან მოითხოვს მთელი სამუშაო დროის მანძილზე ოფისში ყოფნას. თუმცა, არის კომპანიები, რომლებიც საშუალებას აძლევენ თავისზე მორგებული გრაფიკით იმუშაონ და კიდევ არის ისეთი ორგანიზაციები, სადაც გრაფიკის თავიდანვე მენეჯერებთან შეთანხმებას ითხოვენ, რომ შემდეგ მათ შეძლონ სამუშაოს დაგეგმვა. გრაფიკის კორექტირების შესაძლებლობასაც იძლევიან პირობებიდან გამომდინარე.

2. ინოვაციის დღეები – გამოყავით წელიწადში რამოდენიმე დღე იმისათვის, რომ თანამშრომლებს საშუალება მისცეთ მოსწყდნენ ყოველდღიურ მოვალეობებს და დრო დაუთმონ პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო პროცესის ორგანიზებასთან და სამუშაო ადგილების მოწყობასთან. შემდეგ დღეს, დილით დანიშნულ კრებაზე შეიძლება განიხილოთ შედეგები.

3. ბონუსი ყოველთვიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის – შესთავაზეთ ყოველთვიური დოტაცია გარკვეული თანხის რაოდენობით მათ, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს.

4. კომპანიის სამზარეულოს გამოყენება – უზრუნველყავით უფასო ყავა, უალკოჰოლო სასმელი, წასახემსებლად რამე თანამშრომლებისთვის მთელი სამუშაო დღის მანძილზე. გინდათ მეტი გააკეთოთ? იქონიეთ ორგანული რძის მარაგი, ხილი და ჯანსაღი საკვები.

5. ჯანსაღი ცხოვრების სტილის მხარდაჭერა – თქვენ შეგიძლიათ თანამშრომლებისთვის გამოყოთ ფიტნეს-კლუბის აბონემენტის თანხა ან თავად მოაწყოთ სპორტ-დარბაზი ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა თუ ამის სახსრები გაქვთ.

6. უფასო სადილი – კვირაში ერთხელ მოაწყვეთ უფასო სადილი თქვენი თანამშრომლებისთვის. ამით ხელს შეუწყოთ გუნდის დაახლოებას.

7. ძაღლური სამსახური – ოფისში შინაური ცხოველების მოყვარულები გყავთ? მაშინ შეგიძლიათ ორგანიზაციაში მიიწვიოთ გაწვრთნილი ძაღლები ან კატები, გუნდთან ერთად სამუშაოდ.

8. დეკრეტული შვებულება – თქვენ მალევე შეგიძლიათ განსაკუთრებული გახადოთ თქვენი კომპანია, თუ თანამშრომლებს დეკრეტულ შვებულებაში გასვლისას ხელფასს სრულად შეუნარჩუნებთ.

9. დრეს-კოდის გაუქმება.

10. საზაფხულო საათები – მაგალითად შეგიძლიათ პარასკევობით სამსახურის ცოტა ადრე დასრულების საშუალება მისცეთ თანამშრომლებს, ეს მათ დაეხმარება სიცხეს და საცობებს ადვილად გაუმკლავდნენ ან შეძლონ დასასვენებლად ქალაქგარეთ გასვლა.

11. უფასო სავარძელი მასაჟისთვის – კვირაში ერთხელ, ასეთ სავარძელში 15 წუთით ჩაჯდომა თქვენს თანამშრომლებს გამოაცოცხლებს, ენერგიას აღუდგენს და ახალი მუხტით სავსეებს დააბრუნებს სამუშაო ადგილებზე, რაც რთული ამოცანების მარტივად გადაჭრაში მათ ნამდვილად დაეხმარებათ.

12. დისტანციურად მუშაობა – თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში, თქვენს თანამშრომლებს თავისუფლად შეუძლიათ სახლიდან მუშაობა ნაწილობრივ ან სრული სამუშაო დღით.

13. ტექნოლოგიური პლატფორმის შერჩევა – შესთავაზეთ თანამშრომლებს პლატფორმის შერჩევა: PC თუ Mac-ი.

14. ანაზღაურებადი შვებულების მოქნილობა – თანამშრომლებს უნდა მისცეთ შესაძლებლობა აირჩიონ ანაზღაურებადი შვებულების დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიკმაყოფილონ პირადი საჭიროებები და მოთხოვნები, გადაწყვიტონ სხვადასხვა პრობლემები.

15. პირადი ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსის კულტურა – ოფისში შექმენით ატმოსფერო, სადაც ოფისიდან გასვლა ნორმალური იქნება საღამოს 8 საათზე.

16. ლგოტები ნახევარ განაკვეთზე მომუშავეთათვის – ბევრი ორგანიზაცია ასეთ თანამშრომლებს ექცევა, როგორც დროებით დაქირავებულებს. უზრუნველყავით თანამშრომლები დამატებითი ლგოტებით და ისინი იმუშავებენ, როგორც სრული განაკვეთის მქონე პერსონალი, თან უმოკლეს ვადებში.

17. კულტურული ბონუსები – თანამშრომლები წაახალისეთ თეატრის, კინოს, კონცერტის, ექსკურსიის ან სპროტული შეჯიბრებების ბილეთებით. მათ, ვისაც ძიძა ჰყავთ გამოუყავით დანამატი.

18. შემოქმედებითი შვებულება – თქვენ შეგიძლიათ თანამშრომლებს გამოუყოთ დამატებით ერთთვიანი შვებულება მუშაობის 5 წლისთავზე, ან ორთვიანი შვებულება მუშაობის 10 წლისთავზე.

19. სამრეცხაოს მომსახურება – მოძებნეთ კომპანია, რომელიც ეწევა სამრეცხაო და ქიმწმენდის მომსახურებას იმისათვის, რომ თანამშრომლების უნიფორომა წაიღონ და გარეცხილ-დაუთოვებული დააბრუნონ.

20. მანქანის მოვლა – თქვენ ასევე შეგიძლიათ ბონუსის სახით თანამშრომლებს, ვისაც მანქანები ჰყავთ, გადასცეთ ავტოტექმომსახურების ვაუჩერები ან ფასდაკლების ბარათები.

21. ქველმოქმედება – კომპანიას შეუძლია მხარი დაუჭიროს თანამშრომლების მიერ გაწეულ ქველმოქმედებას და დაამატოს შესაძლებლობების ფარგლებში არსებული თანხა.

22. ბავშვის შვილად აყვანის საკითხში დახმარება – ფინანსური სახსრები, რომლებსაც ამ დროს გამოუყოფთ თანამშრომელს, შესაძლოა გამოადგეს იურიდიული, შვილად აყვანის საკითხების მომგვარებელი სააგენტოების ან სხვა პროფესიული მომსახურების ხარჯებისთვის.

23. ქეითერინგი – თანამშრომლებისთვის, რომლებიც შვილის დაბადების გამო პირველ სამ თვეს სახლში ატარებენ, გამოყავით დანამატი, რათა შესაძლებელი იყოს მზა საკვების გამოძახება და ამით მათი ცხოვრების შემსუბუქება.

24. რეკომენდაციის პროგრამა თანამშრომლებისთვის – კარგი ადამიანები იცნობენ სხვა კარგ ადამიანებს და საუკეთესო თანამშრომლებს სწორედ ნაცნობების წყალობით ქირაობენ. ის, ვინც სამსახურში მიღებულ კანდიდატს რეკომენდაცია გაუწია, შესაძლოა სახელფასო პრემიასაც კი ელოდეს. გაითვალისწინეთ ეს.

25. «მწვანე» ინიციატივები – განსაკუთრებული პარკირების ადგილები ან სუბსიდიები მათთვის, ვინც სარგებლობს ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებებით.

26. ანაზღაურებადი შვებულება საველე სამუშაოებისთვის – თანამშრომლებისთვის უდნა გამოყოთ დროის გარკვეული ნაწილი, რათა მათ შეძლონ ნებაყოფლობითი დახმარება გაუწიონ სხვადასხვა ადამიანებს საკუთარ, თუ უცხო წრეში.

27. დასუფთავების მომსახურებები – დაიქირავეთ პროფესიული დასუფთავების კომპანია იმისათვის, რომ ოფისშიც და თანამშრომლების სახლებშიც კვირაში ერთხელ გენ-დასუფთავება ჩაატარონ. თუ ამის ფინანსური სახსრები გაქვთ რა თქმა უნდა.

28. განათლების ხარჯების დაფინანსება.

29. იზრუნეთ ვახშამზე – იზრუნეთ მათზე, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია, იზრუნეთ ასეთი თანამშრომლებისთვის მზა, ჯანსაღი საკვებით მომარაგებაზე, დაიქირავეთ კომპანია, რომელიც შეძლებს მზა საკვების მოწოდებას საღამოს, რათა თანამშრომლებმა შეძლონ ყიდვა და სახლში წაღება, რომ მისულებს წვლება არ დასჭირდეთ.

30. ოჯახის წევრებზე ზრუნვა… – როცა თანამშრომლებმა უნდა იმუშაონ გვიანობამდე, მეუღლეებს ორმაგი დატვირთვა აქვთ. აღნიშნეთ მათი შრომა და გაუგზავნეთ ყვავილები ან სასაჩუქრე ბარათები, მიწერეთ, როგორ აფასებთ მათ მოთმინებას და თანამონაწილეობას.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like