30 ძალიან მარტივი წესი იმისათვის, რომ თავი ყოველთვის კარგად იგრძნოთ
1870 Views

30 ძალიან მარტივი წესი იმისათვის, რომ თავი ყოველთვის კარგად იგრძნოთ

1. გაიღიმეთ. 
2. ყოველ დღე დაალაგეთ საკუთარი ოთახი, გადაყარეთ უსარგებლო და ზედმეტი ნივთები.
3. სახე გვირილას ხსნარით გაიწმინდეთ.
4. უარი თქვით ე.წ. ფასტ-ფუდზე.
5. დილაობით ივარჯიშეთ. 
6. ყოველ დღე დაიძინეთ და გაიღვიძეთ ერთი და იგივე დროს.
7. ისაუზმეთ, ისადილეთ და ივახშმეთ ასევე ერთი და იგივე დროს — ორგანიზმი ამის გამო მადლობას გეტყვით.
8. იძინეთ არანაკლებ 8 საათი. 
9. დაზოგეთ თანხა. 
10. იფიქრეთ მხოლოდ კარგზე — ყველაფერი აუცილებლად ახდება!
11. ღამით ერთი ჭიქა კეფირი დალიეთ. 
12. ფეხები გაივლეთ ცივ წყალში — ესეც თავისებური გაკაჟებაა.
13. ინტერნეტით ნუ ისარგებლებთ დღეში ერთ საათზე მეტხანს.
14. ზაფხულის ყოველი დღე დააფიქსირეთ ფოტოზე.
15. ირბინეთ. 
16. იყიდეთ რგოლი (ე.წ. ჰულაჰუპი) და ივარჯიშეთ დღეში მინიმუმ 15 წუთი.
17. ყოველ დღე ისწავლეთ უცხო ენიდან 5 სიტყვა.
18. უარი თქვით უცენზურო გამონათქვამებზე და სიტყვა-პარაზიტებზე. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მეტყველებას.
19. ყოველ დღე გააკეთეთ ერთი კეთილი საქმე მაინც.
20. დაიზეპირეთ ლამაზი, შთამაგონებელი ლექსები.
21. იარეთ გამართულად. ყურადღება მიაქციეთ სხეულის პოზას.
22. უარი თქვით ყველანაირ მავნე ჩვევაზე. 
23. ჩაატარეთ მედიტაცია — უბრალოდ მოეშვით, ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა და არ იფიქროთ არაფერზე.
24. ყოველ დღე გაიგეთ რამე ახალი.
25. იკითხეთ. დღეში მინიმუმ 15-20 გვერდი.
26. დღის მანძლზე ერთი საათი მაინც დაუთმეთ მშობლებს.
27. ადამიანებს უთხარით სასიამოვნო სიტყვები და კომპლიმენტები.
28. დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი დალიეთ. 
29. შეეცადეთ ყოველ დღე ჭამოთ ხილი, ბოსტნეული, კენკროვანი.
30. აწარმოეთ თქვენი წარმატებების დღიური.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like