30 ცხოვრებისეული პრინციპი

30 ცხოვრებისეული პრინციპი

1. მიეცით საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლება. თუ რაიმე გამოტოვეთ – არ გამოტოვოთ ამით მიღებული გაკვეთილი. შეცდომა – განვითარების მშვენიერი შესაძლებლობაა.
2. თუ გაქვთ საქმე, რომელზე მუშაობაც 3 წუთზე ნაკლებს წაიღებს, მისი შესრულება საჭიროა შეუჩერებლად. ნუ გადადებთ შორეული საქმეების ყუთში. იქ უკვე დიდი ხანია აღარ ეტევა არაფერი.
3. გადაწყვეტილებები მიიღეთ დამოუკიდებლად. ნუ მოამზადებთ სხვისი რეცეპტის მიხედვით.
4. ნუ ჩაიციკლებით. სამყარო უზარმაზარია. მასში აუცილებლად არის ის, ვინც ბედნიერი იქნება სწორედ თქვენი ღიმილით და მზერთ.
5. იმოგზაურეთ! წელიწადში ორჯერ გაემგზავრეთ იქ, სადაც არასდროს ყოფილხართ. მოგზაურობა დაგეხმარებათ საკუთარი თავის აღმოჩენაში.
6. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია. ნუ დაიწყებთ მოვლენების შესაძლო ვარიანტების განხილვას. მოხდა ისე, როგორც მოხდა. როცა გიჭირთ შეეშვათ, დასვით ორი შეკითხვა:
«იქნება თუ არა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი 5 წლის შემდეგ?»,
«დღეს საღამოს მე მივფრინავ ბუენოს-აირესში (ან ნებისმიერ ადგილი, სადაც წასვლა გინდათ), წავიყოლებ მე ამ პრობლემას თან?»
7. განივითარეთ ინდივიდუალურობა. თქვენ ისეთი ხართ, როგორიც ხართ. ნუ შეეჯიბრებით ვინმეს საკუთარი თავის გარდა.
8. ყურადღება მიაქციეთ გარეგნობას. ყოველთვის მზად იყავით ახალი მიღწევებისთვის და მოულოდნელი შეხვედრებისთვის.
9. ნუ იწუწუნებთ და დაიჩიველებთ ბედზე. უხმოდ ადექით და გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა.
10. დაგეგმეთ ყოველი დღე. მიეჩვიეთ მოდუნებას და კონცენტრირებას.
11. თუ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც თქვენ გეგმავდით – გაიღიმეთ. გახსოვდეთ, სასურველის მიუღებლობა ზოგჯერ ნამდვილი გამართლებაა.
12. ისწავლეთ თქვათ «არა». ნუ შეგეშინდებათ უარის თქმის!
13. ყოველი წარმოთქმული სიტყვა შეამოწმეთ სიმართლეზე, სარგებლიანობასა და სიკეთეზე. ისაუბრეთ აზრიანად, ზედმეტს ნუ იტყვით ნურაფერს. უთხარით „არა“ ჭორებს, სიცრუეს და საჩივრებს! სჯობს ჩუმად იყოთ, თუ სათქმელი არაფერი გაქვთ.
14. იფიქრეთ. სანამ გადაწყვეტილებას მიირებთ, შეაფასეთ მისი ღირებულება.
15. ყოველი კვირის ბოლოს უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:
«რა ვისწავლე გასულ კვირას?»
«ყველაზე დიდი მიღწევა კვირის მანძილზე?»
«რომელი მომენტი იყო ამ კვირაში ყველაზე დაუვიწყარი და რატომ?»
«დავხარჯე თუ არა ფუჭად დრო რამეზე? თუ კი, რაზე?»
16. იყავით დამოუკიდებელი და სრულყოფილი. თქვენი ბედნიერება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და არა იმაზე, რას ფიქრობენ და როგორ იქცევიან სხვები.
17. პატივი ეცით საკუთარ თავს და სხვებს. ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს. ნუ ჩაერევით ისეთ საკითხებში, რაც თქვენ არ გეხებათ. ნუ ჩაიხედავთ სხვის ცხოვრებაში აზრებით და თვალებით – არ დატოვოთ ყურადღების მიღმა საკუთარი არჩევანი!
18. იმოქმედეთ საკუთარი გავლენის სფეროში. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რაზეც გავლენის მოხდენა არ შეგიძლიათ.
19. ყოველ დღე გადით სუფთა ჰაერზე. ამინდისა და განწყობის მიუხედავად.
20. გწამდეთ ოცნებების და იდეების. დრო არასწორხაზოვანია. ისინი უკვე განხორციელდნენ!
21. განავითარეთ ნიჭები. გახსოვდეთ, თქვენ ისინი გაქვთ! უბრალოდ გაახილეთ თვალები.
22. პასუხისმგებელი იყავით საკუთარ სიტყვებზე. თქვენს სიტყვებს უდიდესი ძალა აქვთ.
23. იყავით ადამიანების, პრინციპების და არჩევანის ერთგული. «ერთგულება – არ არის თანდაყოლილი თვისება. ეს არის გადაწყვეტილება!»
24. თუ თქვენ ვინმეზე ძალიან გაბრაზდით – პასუხის გაცემამდე მოიცადეთ 24 საათი.
25. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ის ერთია. წინ მიღწევები გელით – ჯანმრთელობა დაგჭირდებათ მათი რეალიზაციისთვის. სპორტი, იოგა, მედიტაცია ამაში დაგეხმარებათ. დაგვიჯერეთ!
26. შეიძინეთ შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია. ადამიანის ჭეშმარიტი ძალა ვლინდება არა სიფიცხისას, არამედ სიმშვიდისას.
27. მიიღეთ ფაქტი, რომ წარსული დარჩა წარსულში. ის არ არსებობს! გამოიყენეთ გამოცდილება, შეეშვით წარსულს და იარეთ წინ.
28. დააყენეთ პრიორიტეტები. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
29. მოერიეთ შიშს. ის მხოლოდ ილუზიაა.
30. არასოდეს არ დანებდეთ! პრინციპულობა და შეუპოვრობა ყოველთვის ჯილდოვდება.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

განიხილეთ საქმიანი წინადადება დეტალურად

ჯონის ძალიან მოსწონდა ერთი გოგო თავის ოფისში, მაგრამ ის უკვე სხვას ეკუთვნოდა… ერთხელ, მან ვეღარ გაუძლო, მივიდა მასთან და უთხრა: „მე 1000 დოლარს მოგცემ, თუ დამნებდებიო“. მაგრამ გოგნამ უარით გაისტუმრა.

Print Friendly, PDF & Email

ცხოვრების რიტმი: ექო

ერთხელ მამამ შვილი სასეირნოდ მთებში წაიყვანა. ბავშვმა შემთხვევით ქვას ფეხი წამოკრა და ტკივილისგან შეჰყვირა: — ა-ა-ა-ა-ა-ა! და გაოცებულმა გაიგონა: — ა-ა-ა-ა-ა-ა! ბიჭმა იკითხა: — ვინ ხარ? პასუხად მიიღო: — ვინ

Print Friendly, PDF & Email

ადამიანს ყველაფერი შეუძლია

ადამიანს ყველაფერი შეუძლია: მიაღწიოს, ააშენოს, შექმნას, გამოიგონოს, აპატიოს, გაახაროს, შეიყვაროს, პატივი სცეს, იზრუნოს, მოიკითხოს, მოეფეროს, გაუგოს, დაეხმაროს, გაუღიმოს, აკოცოს, მხარი დაუჭიროს, დააფასოს, გააძლიეროს, შთააგონოს, დააიმედოს… მაგრამ არ შუძლია ამ ყველაფრის

Print Friendly, PDF & Email

დალაი ლამას 18 ცხოვრებისეული პრინციპი

1. ყურადღება მიაქციეთ, რომ დიდი სიყვარული და დიდი წარმტება დაკავშირებულია დიდ რისკთან. 2. როცა მარცხს განიცდით, დაგროვილი გამოცდილება არსად არ გეკარგებათ. 3. იხელმძღვანელეთ სამი მუდმივი წესით: a) პატივი ეცით საკუთარ

Print Friendly, PDF & Email

აზროვნება, რომელიც ცხოვრებას ცვლის

მხარი დაუჭირეთ და შეაქეთ ადამიანები ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა გაქვთ. ეს მოქმედებს როგორც ადამიანის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი. არასოდეს დასცინოთ და დაამციროთ. ადამიანზე მხოლოდ კარგი თქვით. თუ რაიმე დადებითის თქმა არ

Print Friendly, PDF & Email

8 რჩევა დიდი გურუებისგან

1. უოსტონ უფროსი, IBM-ის დამფუძნებელი – იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ როგორც მის, ისე სხვა კომპანიაში ის გირჩევთ: «გააორმაგეთ შეცდომების რაოდენობა». 2. თომას ედისონი – როგორც ცნობილია, მან გამოიგონა ელექტრო ნათურა.

Print Friendly, PDF & Email