3 ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება

3 ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება

ადამიანები დილით გაღვიძებისთანავე იწყებენ იმაზე ნერვიულობას თუ რა უნდა ჭამონ, რა უნდა გააკეთნ, ვის შეხვდნენ და ა.შ. ნერვიულობენ იმაზე თუ რას იფიქრებენ სხვები მათზე. ქუჩაში გასვლისას განიცდიან იმას, თუ როგორ გამოიყურებიან სხვების თვალში.

ადამიანები ნერვიულობენ მაშინაც, როცა საკუთარ თავს სხვებს ადარებენ, ნერვიულობენ როცა ფიქრობენ რამდენი რამ დარჩა უკან, ნერვიულობენ იმაზე, თუ რა ელით მომავალში – მნიშვნელობა არ აქვს ცუდი თუ კარგი, რა დარჩათ ყურედღების მიღმა, დანაშაულის გრძნობა უჩნდებათ იმის გამო, რომ უკეთესები, უფრო ლამაზები და ჭკვიანები არ არიან – ადამიანები ნერვიულობენ ყველაფრის გამო, რაზეც პრიცნიპში არ უნდა ინერვიულონ.

დრო კი გადის…
ამ მდგომარეობაში მარტო არავინ არის, შესაბამისად ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ფიქრებით. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თქვენ უნდა გააცნობიეროთ ერთ რამ: მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში, ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი დალაგდება.

გაიხსენეთ, რაზე ნერვიულობდით ბოლო დროს. დიახ, შესაძლოა ბევრი მათგანი რეალობად იქცა, მაგრამ თქვენ ხომ შეძელით მათთან გამკლავება და ამით არ დანგრეულა თქვენი ცხოვრება? პირიქით, თქვენ კარგი მაგალითი მიიღეთ, რამაც საბოლოო ჯამში უფრო გაგაძლიერათ.

გარემოებები და ადამიანები ხშირად დააპირებენ თქვენს გატეხვას. მგრამ თუ თქვენ მომართული იქნებით პოზიტივზე, გულს გაუხსნით სიყვარულს და ასე გააგრძელებთ გზას მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ აუცილებლად მოუყრით თავს ძალებს, აღიდგენთ ენერგიას, გახდებით უფრო ძლიერი და ბედნიერი, ვიდრე აქამდე იყავით.

1. ცვლილებები ხდება ახლა. არ არსებობს რაიმე კონკრეტული. თქვენ თავისუფალი ხართ.
ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია. არაფერი არ გრძელდება მარადიულად. ყოველი მომენტი გვაძლევს ახალ დასაწყისს და ახალ დასასრულს. ჩვენ მეორე შანსი გვეძლევა ყოველ წამს.

წვიმის შემდეგ ყოველთვის მზე ანათებს. ღამის შემდეგ დგება დილა – ჩვენ ამას ყოველ დღე გვახსენებენ, მაგრამ რატომღაც ამის შემჩნევა არ გვინდა.

ადამიანები მუდმივად ყვებიან ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ გადაყვა მთელი მათი ცხოვრება ერთ უსამართლო ისტორიასთან გამკლავებას, რომ ყველა შესაძლებლობა, რაც მათ მიეცათ, დაიხარჯა იმასთან ბრძოლაში რისი შეცვლაც შეუძლებელი იყო. მთავარია გააცნობიეროთ, რომ თქვენ არ ხართ ვალდებული ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდეთ.

თქვენ უნდა გაუშვათ წარსული და მიიღოთ მომავალი, უნდა მიიღოთ ის, რომ არ იცით როგორ აეწყობა თქვენი ცხოვრება – ამ ყველაფრის მიღების შემდეგ კი შეეცადეთ შეიყვაროთ და დააფასოთ ეს თავისუფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჰაერში გამოეკიდებით იმ გრძნობით, რომ წარმოდგენა არ გექნებათ რა იქნება შემდეგ, შეძლებთ ფრთების გაშლას და მომავალთან შესახვედრად გაფრენას. მნიშვნელობა არ აქვს იმას, იცით თუ არა რა მოხდება და რას შეხვედებით წინ, მთავარია, რომ ბოლოს და ბოლოს გაშალეთ ფრთები, რომლებიც მხოლოდ წინ წაგიყვანთ.

2. თქვენ უამრავი გასაოცარი ვარიანტი გაქვთ
როგორც წესი, ადამიანები ვცდილობთ ცხოვრებაში ძალიან ვიწრო გამოცდილებით დაკმაყოფილებას. გვინდა გვქონდეს სიმშვიდე, კომფორტი, ბედნიერება. თუმცა ის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეჯახებით, სრულიად საპირისპიროა. ცხოვრება სხვადასხვა ტიპის განცდების სპექტრს გვაძლევს, რაც ჩვენში ხან ბრაზს, ხან სიყვარულს, ხან კიდევ დაბნეულობას იწვევს… ეს ემოციები განუწყვეტლივ ცვლიან ერთმანეთს. ისინი ჩვენი რეალობის – კაცობრიობის კოლექტიური მდგომარეობის ნაწილია.

შეკითხვა: როგორ მოახდენთ ამ ყველაფერზე რეაგირებას?
თქვენ შეგიძლიათ წინ აღუდგეთ უსამართლობას, რამდენადაც თქვენ ვერ იღებთ იმას, რაც გინდათ. შეგიძლიათ გაბრაზდეთ მთელ სამყაროზე იმ ტკივილისა და უბედურების გამო, რისი გადატანაც მოგიხდათ. შეგიძლიათ შეეწინააღმდეგოთ ან უარყოთ დარდი, იმედგაცრუება, აღშფოთება და ა.შ. უბრალოდ გახსოვდეთ, თუ თქვენ აირჩევთ ნეგატივს, ეს მხოლოდ დაამძიმებს თქვენს არსებულ მდგომარეობას და სამომავლოდაც კარგს არაფერს მოგიტანთ.

გაცილებით ეფექტური ვარიანტია იმ რეალობის და ცხოვრებისეული განცდების სრულად მიღება, რასაც ცხოვრებაში შეეჯახეთ. ეს მოიცავს ყველა თქვენს ემოციას, ყველა თქვენს აღმასვლას და დაცემას, ყველა ბედნიერ და მწუხარე მომენტს და იმას, რაც მათ შორის ხდება.

ეს ნიშნავს, რომ არ გექნებათ მოლოდინი მუდმივად კანონზომიერი, მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების, თქვენ ყოველთვის მიიღებთ რეალობას ისეთს, როგორიც ის არის, მიიღებთ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ხართ და გექნებათ უკეთსობისკენ სწრაფვა.

3. თქვენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ გადადგათ პატარა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ
არ არის საჭირო გრანდიოზული ფიქრების ქონა მაგალითად სამყაროს დაპყრობაზე. როცა თქვენ ეძებთ მომენტალურ კმაყოფილებას, თქვენი ცხოვრება ხდება მტკივნეული და იმედგაცრუებებით სავსე. როცა თქვენ იღებთ ყოველ მომენტს ისე, როგორც ნაბიჯის წინ წადგომის შესაძლებლობას, საკუთარ თავში ჩადებულ სასარგებლო ინვესტიციას – შედეგი ნამდვილად არ დაიგვიანებს.

თუ ახლავე გსურთ რაიმეს დაწყება, ნუღარ გადადებთ, გამოიწვიეთ საკუთარი თავი. აირჩიეთ საკუთარი ცხოვრების გარკვეული სფერო, რომლის გაუმჯობესებაც გსურთ და დაიწყეთ!

რეალობა თქვენთან ყოველწამიერად მოდის. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ თქვენ მისი შეცვლა შეგიძლიათ. უბრალოდ უნდა გადაწყვიტოთ რისი გაკეთება გინდათ. ყველაზე დიდი შეცდომა არის უმოქმედობა მხოლოდ იმის გამო, რომ მოცემულ მომენტში ცოტა რამის გაკეთება შეგიძლიათ. გაცილებით ეფექტურია მცირედის გაკეთება და ნაბიჯების წინ წადგმა, ვიდრე ერთი ადგილის ტკეპნა.

მიზნისკენ მიმავალი გზა შედგება უამრავი ძალიან პატარა ნაბნიჯებისგან, რომლებიც სწორი მიმართულების უნდა გადადგათ. საჭირო არ არის დიდი ნაბიჯებით სიარული, სირბილი ან ნახტომის გაკეთბა – ასე შეიძლება ფეხი წამოკრათ, დაეცეთ და ვეღარასოდეს ადგეთ. განსაზღვრეთ სად გინდათ ყოფნა, გადადგით პირველი ნაბიჯი და არ გაჩერდეთ! მხოლოდ შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობა მოგცემთ მიზნის მიღწევის საშუალებას.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like