3 ძირითადი შეცდომა საქონლის წარდგენისას

3 ძირითადი შეცდომა საქონლის წარდგენისას

ბევრი სავაჭრო პრეზენტაცია წარუმატებელია იმის გამო, რომ პერსპექტიულ მყიდველთან საუბრის და მისთვის საქონლის წარდგენის პროცესში გამყიდველი უშვებს სამი მარტივი შეცდომიდან ერთ-ერთს. საბედნიეროდ მათი გამოსწორება ადვილია:

1. თქვენ აწვდით ზედმეტ ინფორმაციას

ფუნქციებისა და შესაძლებლობების დემონსტრირება — იგივეა, რომ აღწეროთ პლასტმასი, რომლისგანაც დამზადებულია ტელეფონი და არა ის, თუ როგორ ცვლის ეს ტელეფონი ცხოვრებას. რას წარმოადგენს თქვენი საქონელი და როგორ ფუნქციონირებს ის ნაკლებად აინტერესებს მყიდველს, ვიდრე ის, თუ რა გავლენას მოახდენს ახალი გამოგონება მის ცხოვრებაზე.

გადაწყვეტა: საქონლის პრეზენტაცია შეზღუდეთ სამი კონკურენტული შეთავაზებით. პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ უნიკალურები; მეორე – ყოველი მათგანი სწორედ ამ მყდველისთვის. ხაზი გაუსვით თქვენი შეთავაზების უნიკალურ ფასეულობას – იმას, რისი მიცემაც შეუძლია მხოლოდ თქვენს პროდუქტს და კომპანიას, რადგან სხვებს მსგავსი რამ არ აქვთ. გააცოცხლეთ აბსტრაქტული «უნიკალურობა» და «ფასეულობა» — აუხსენით ეს ყველაფერი მყიდველს კონკრეტული და გასაგები მაგალითებით.

2. თქვენ საუბრობთ სხვა რამეზე

თუ თქვენი საქონლის პრეზენტაცია ტრიალებს იმის გარშემო, თუ როგორი გამოცდილი ხართ, რომ ასი წელია ბიზნესში ხართ, ბევრი მყიდველი გყავთ, უამრავი ფილიალი გაქვთ მსოფლიოს მასშტაბითაც კი – კლიენტის თავში გაჩენილი ყველაზე რეალური რეაქცია იქნება: «მე რა მესაქმება ამ ყველაფერთან?»

გადაწყვეტა: საკუთარი თავი დააყენეთ კლიენტის ადგილზე და საუბარი წაიყვანეთ მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ისე, რომ მისთვის გასაგები იყოს როგორ დაეხმარება თქვენი შეთავაზება დაალაგოს პირადი ცხოვრება. საქონლის წარდგენისას, ყურადღება გაამახვილეთ მყიდველების საჭიროებებზე, პრობლემებსა და სურვილებზე, იმაზე, თუ როგორ შეცვლის თქვენი წინადადება მათ პირად ცხოვრებას. თუ ოდნავი ინტერესი მაინც გაგიჩნდათ იმის მიმართ, რაზეც საუბრობთ – შეჩერდით და მყიდველს სთხოვეთ თავისი აზრის და შეხედულების დაფიქსირება, რომ დაამყაროს უკუკავშირი.

3. თქვენ არ უხსნით რით გამოირჩევით სხვებისგან

პოტენციურ დამკვეთს ისედაც უჭირს გადაწყვეტილების მიღება — ნუ გაართულებთ უფრო ამ პროცედურას. თუ თავად არ შეგიძლიათ გასაგებ ენაზე აუხსნათ ის სხვაობა, რაც თქვენსა და კონკურენტებს შორის არის, მაშინ როგორ შეიძლება იმის ლოდინი, რომ ამ ყველაფერს დამკვეთი გააკეთებს თქვენს ნაცვლად?

გადაწყვეტა: თადარიგში იქონიეთ ერთი მარტივი შეთავაზება, რომელიც ნათლად გამოხატავს რას აკეთებთ კონკურენტებზე უკეთესად. დაიზეპირეთ სამი-ხუთი პრობლემა, რომელთა გადაჭრას ნამდვილად ახერხებს თქვენი საქონელი/მომსახურება, ხოლო დანარჩენებს არ შეუძლიათ. გამოიყენეთ მყიდველთა გამოხმაურებები «იყო — გახდა»-ს ჟანრში, როგორც დასაბუთება იმისა, რომ თქვენი წინადადება მუშაობს.

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1538 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნეს რჩევები

მესინჯერში ბიზნეს-ურთიერთობის 5 წესი

მეწარმეებისთვის განკუთვნილი ჟურნალის Entrepreneur-ის რედაქტორმა ჟაკლინ უიტომორმა დაწერა მასალა, რომელშიც აღწერა მესინჯერში მიმოწერის რამოდენიმე წესი ბიზნეს-ურთიერთბისას. უიტმორი დარწმუნებულია, რომ ტექსტური შეტყობინებები წარმოადგენს გაცილებით უფრო «ჩქაროსნულ» ბიზნეს-კომუნიკაციის საშუალებას — ისინი ელ-ფოსტაზე

მიზნები და ფინანსები

10 მიზეზი, თუ რატომ ღირს იყო მდიდარი და წარმატებული

1. უზრუნველყოფა რაიმეს ფლობის შეგრძნება ბედნიერს ხდის ადამიანების უმრავლესობას იქამდე, ვიდრე ისინი მიხვდებიან, რომ მათ მდგომარეობას არ შეუძლია ბევრი ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრა. სხვა მხრივ უზრუნველყოფა მიზეზთა შორის პირველ, კანონზომიერ ადგილს

ცხოვრებისეული

50 საუკეთესო ჩვევა, ბედნიერი ცხოვრების სტილით ცხოვრებისთვის

მზად ხართ ცხოვრებისგან მხოლოდ საუკეთესო მიიღოთ და ყოველ დღეს გრძნობდეთ, რომ ეს თქვენი საუკეთესო დღეა? გსურთ სამყაროსგან სრულ მხარდაჭერას გრძნობდეთ და სურვილები თქვენგან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სრულდებოდეს? თუ ეს ასეა,