მიზიდულობის კანონი: 28 საშუალება იმისთვის, რომ მიიზიდოთ ის, რაზეც   ოცნებობთ
2282 Views

მიზიდულობის კანონი: 28 საშუალება იმისთვის, რომ მიიზიდოთ ის, რაზეც ოცნებობთ

მიზიდულობის კანონი — ძალიან გონივრული კანონია, რომლის მიხედვითაც იგება ცხოვრება. ამიტომ, მნიშვნელოვანია გამოიმუშაოთ ინტუიტიური უნარები ცხოვრებაში და მიიზიდოთ ის, რაზეც ოცნებობთ.

შესაძლოა თქვენ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობთ, ან წიგნის დაწერა გსურთ. შეიძლება სულაც საკუთარი კაფეს გახსნა გინდათ. ყველა ადამიანს უნიკალური ოცნებები აქვს, მაგრამ ცოტას თუ სწამს, რომ მათი ასრულება შესაძლებელია. არასოდეს მისცეთ უფლება ვინმეს გითხრათ, რომ რაიმეს გაკეთება არ შეგიძლიათ. გჯეროდეთ საკუთარი თავის.

საჭიროა ფრთების გაშლა! ეძებეთ თქვენი მიზანი და ცხოვრების აზრი. მთავარია ისინი რეალურად ჩათვალოთ და თვალყური ადევნოთ როგორ ხორციელდება თითოეული მათგანი. ამის შემდეგ შეგიძლიათ სხვებს დაანახოთ, რომ ცხოვრება არც ისეთი მკაცრია, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. აუხსენით, თუ რამდენად გაგვიმართლა ადამიანებს, ამ მშვენიერ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა რომ გვაქვს, სამყაროში, სადაც საოცრებები ყოველ დღე ხდება.

  1. იყავით პოზიტიური
    იცხოვრეთ დადებითი დამოკიდებულებით. როცა რამეს ამბობთ, ამას უნდა ჰქონდეს კეთილი მიზნები. მოიზიდეთ პოზიტიური აზრები, მიუხედავად იმისა, თუ რით ხართ დაკავებული. რაც უფრო მეტი დადებით ენერგია იქნება თქვენს ფიქრებში, მით უფრო ნაკლები ნეგატივი იქნება თქვენს ცხოვრებაში.
  2. იყავით მადლიერი
    ამ სამყაროში ბევრია ისეთ რამე, რის გამოც ჩვენ შეიძლება მადლიერი ვიყოთ. იყავით მადლიერი თქვენი ოჯახისთვის. იყავით მადლიერი თქვენი მეგობრების გამო, თქვენი სახლის გამო, საკვების გამო, თავგადასავლების გამო.
    ამ პლანეტაზე ბევრი ადამიანია, რომლებსაც შეუძლიათ მხოლოდ იოცნებონ იმაზე, რისი ქონის ბედნიერებაც თქვენ უკვე გაქვთ.
  3. გჯეროდეთ საკუთარი ოცნებების
    მოიზიდეთ ის, რაზეც ოცნებობთ. სწორედ თქვენს ოცნებებს შეუძლიათ გადააქციონ ცხოვრება დაუსრულებელ სასწაულად. ეჭვს გარეშე უნდა გწამდეთ ყველაფრის, რაც გსურთ და გინდათ.
  4. ენდეთ საკუთარ ინტუიციას
    თქვენ ერთადერთი ხართ, ვისაც კონტროლი აქვს იმაზე, რაც თქვენს გონებაში ხდება. თუ რამე კარგ გრძობას იწვევს, ის აუცილებლად უნდა გააკეთოთ. საჭიროა ყუარდღებით მოუსმინოთ შინაგან ხმას. თქვენ უნდა იცოდეთ და მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ თქვენი ინტუიცია დაგეხმარებათ.
  5. გაბედეთ მოუსმინოთ გულის სურვილს
    მიზიდულობის კანონი იმოქმედებს თქვენს გულზე. თუ თქვენი გულის წადილი ტკივილს იწვევს, მაშინ უნდა შეგეძლოთ ტანჯვას ამაყად შეხვდეთ. გამბედაობა ძალას შეგმატებთ.
    ნუ მისცემთ უფლებას სხვებს ჩაგითრიონ. გარშემო შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ყველაფერი გამოგდიოდეთ და არ დაგავიწყდეთ მათაც დაუჭიროთ მხარი.
  6. მოუსმინეთ საკუთარ ინსტინქტებს
    ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ინტუიცია სწორ მინიშნებებს გვაძლევს. ჩვენს ინსტიქტებს კი შეუძლიათ პირიქით, დაგვასუსტონ. ყუარდღება მიაქციეთ ამ „სუსტ რგოლს“  და გახსოვდეთ ის ყოველთვის. არ დანებდეთ, იყავით ტონუსში!
  7. მოგზაურობა შთაგაგონებთ და ახალ დონეზე გადაყავხართ
    მოგზაურობა — ეს ერთ-ერთი უძლიერესი აქტივატორია ცხოვრებაში ცვლილებების შესატანად. ყოველ ჯერზე, როცა მოგზურობთ, ნახულობთ ახალ ადგილებს, ახალ ადამიანებს, გრძნობთ ახალ პერსპექტივებს. ყველაფერი ეს მშვენიერ “საწვავს” წარმოადგენს ჩვენი “მექანიზმისთვის”, რაც ცხოვრებას ცვლის.
  8. მოძებნეთ იმის დრო, რომ აკეთოთ რაც მოგწონთ
    მიზიდულობის კანონი ითვალისწინებს, რომ ჩვენ ვიზიდავთ იმას, რაც გვინდა. თუ გინდათ, რომ გქონდეთ მეტი დრო საყვარელი საქმის საკთებლად, ნურასოდეს იტყვით, რომ ეს შეუძლებელია, ამის ნაცვლად შეეცადეთ დღეში 10 წუთი გამონახოთ საყვარელი საქმისთვის. გამოხატეთ საკუთარი მისწრაფება.
  9. იყავით ყველასთან ის, ვინც ხართ.
    არავის არ უყვარს მოჩვენებითი პიროვნებები.
    იყავით ნამდვილი, კეთილი, აღიარეთ შეცდომები, აპატიეთ და სთხოვეთ პატიება.
  10. ნუ იქნებით თვალთმაქცი
    დაანახეთ სხვებს, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რისი გაკეთება სხვებისთვისაც არ არის პრობლემა. თუ გინდათ კარგის მოზიდვა, თავადაც კარგის უნდა აკეთოთ.
  11. გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმოსახვა ძალიან ძლიერია
    წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოცნებები სრულდება. მიზიდულობის კანონი მოქმედებს ყველაფერზე, რისი რეალობად გადაქცევაც გსურთ. თუ თქვენ ყოველთვის ფიქრობთ თქვენს ოცნებაზე და წარმოიდგენთ მას, ამით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ მის ასრულებას.
  12. დაკავდით იმით, რაც გაინტერესებთ
    გამოხატეთ ენთუზიაზმი იმისათვის, რომ გაიგოთ რა გაინტერესებთ. თუ ნამდვილად გატაცებული ხართ რაიმეთი, ამის შესახებ უნდა გაიგოთ რაც შეიძლება მეტი.
  13. დაივიწყეთ წარუმატებლობა
    არ არის საჭირ თავში ატრიალოთ ფიქრები წარუმატებლობაზე. კონცენტრირდით წარმატებასა და ბედნიერებაზე.
  14. გახსოვდეთ: შფოთვას, სტრესს და შიშს მნიშვნელობა არ აქვს
    დაივიწყეთ შიში. თუ ჩვენ მოვბილიზდებით შფოთვის, სტრესისა და შიშის მოცილებაზე, ჩვენი ცხოვრება უფრო მეტად ბედნიერი იქნება. გაურკვევლობა იწვევს შიშს, მაგრამ გული ელის, რომ ცხოვრება სავსე იყოს თავგადასავლებით.
  15. აღიარეთ, რომ ყველაფერი ხდება განსაზღვრული მიზეზის გამო
    მარცხს და წაგებასაც თავისი დანიშნულება აქვთ. ცხოვრებას მივყავართ იდუმალი, მაგრამ საინტერესო გზით.
  16. თქვით სიმართლე, სიცრუით მაინც ვერაფერს გახდებით
    თუ ცხოვრებაში რაიმე ჭეშმარიტი გინდათ რომ მოიზიდოთ, ყოველთვის თქვით სიმართლე და არასოდეს არაფრის დამალვა არ მოგიწევთ. თუ რაიმეს გამო გრცხვენიათ, აღიარეთ ეს. ნურასოდეს დაადანაშაულებთ ვინმეს არასწორი ქცევისთვის. გააკონტროლეთ საკუთარი წყენა და ისწავლეთ საკუთარი შეცდომების დანახვა.
  17. იცხოვრეთ ყოველდღიური ცხოვრებით — ეს სასწაულია
    იცხოვრეთ ისე, თითქოს თქვენი ოცნებები ყოველდღიურად სრულდება. იცხოვრეთ ისე, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობს და თქვენს გარშემო სასწაულები მოხდება.
    ალბერტ ეინშტეინი ამბობდა: “ცხოვრების ორი გზა არსებობს. პირველი — თითქოს არანაირი სასწაული არ ხდება და მეორე — თითქოს გარშემო სულ სასწაულია”.
  18. იყავით გახსნილი
    იმის მოსაზიდად, რაც გსურთ, თქვენ უნდა გქონდეთ გახსნილი გონება. ამ გზით თქვენ გექნებათ მოსაზრების რამოდენიმე წერტილი. 
  19. ნუ მისცემთ სკოლას იმის უფლებას, რომ ხელი შეუშალოს თქვენს განათლებას 
    ასე თქვა ოდესღაც ერთ-ერთმა პროფესორმა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სკოლა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანები განათლებას იღებენ. ძალიან ბევრის გაგება შეგიძლიათ სხვა წყაროებიდან და პირადი გამოცდილებით.
  20. ისწავლეთ ყველასგან
    ჩვენ უნდა ვისწავლოთ არამარტო საკუთარ გამოცდილებაზე. სხვებისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ყველას აქვს რაღაც, რისი სწავლაც ღირს. ეს ამტკიცებს, რომ ერთად უფრო მეტი შეგვიძლია.
  21. დაინახეთ ადამიანებში დადებით მხარეები
    თუ ჩვენ ვხედავთ სხვებში რაიმე კარგს, სხვებიც დაინახავენ იგივეს ჩვენში. ესეც მიზიდულობის კანონია. დაიწყეთ მცირედით, მიეცით სხვას “უდანაშაულობის პრეზუმპცია”. თუ ადამიანი იმედს აღარ გიცრუებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენც უკეთესი გახდით მისთვის.
  22. ირწმუნეთ კეთილდღეობის და თავისუფლების
    თავისუფლებასთან ერთად მოდის კეთილდღეობა. თავისუფლების მიღწევასთან ერთად თქვენ გააკეთებთ ყველაფერს, რაც გსურთ. უფლება მიეცით საკუთარ თავს იყოთ ბედნიერი და უანგაროდ დაეხმაროთ სხვებს. გათავისუფლებას მოაქვს ცხოვრებაში კეთილდღეობა.
  23. მობილიზდით სურვილებზე
    მოიზიდეთ ის, რაც გსურთ და თქვენი სურვილები იქნება ნაყოფიერი. მოთხოვნები ეტაპობრივად მოდის, დათქმულ დროს.
  24. ნუ ჩაიციკლებით იმაზე, რომ ფულით ბედნიერების ყიდვა შესაძლებელია
    ფულით ჩვენ ვყიდულობთ მატერიალურ ნივთებს. მაგრამ სიხარულისა და სიყვარულის შეძენა წარმოუდგენელია. წარმატებასა და პატივმოყვარეობასაც ვერ შეიძენ ფულით. ფულზე არავინ მოგყიდით ლამაზ სიზმრებს ან ცხოვრებისეულ მიზანს. უფრო მეტიც, ვინმესთვის ბოლო ფულის მიცემით, თქვენ შეგიძლიათ სრულიად შეცვალოთ მისი ცხოვრება, თქვენი კი შეიცვლება სულ სხვა მიზეზით.
  25. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არის შანსი სრულყოფისთვის
    ამ სამყაროში არავინ არის სრულყოფილი. თქვენ ვერ დაიბადებით ვუნდერკინდად ან ნიჭით, რომელიც გინდათ რომ გქონდეთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ განვითარდეთ. რატომ არ უნდა მიიღოთ ცოდნა ყველაფრის შესახებ, რაც გაინტერესებთ, ხოლო შემდეგ გააუმჯობესოთ ის, რაც უფრო მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ რომ იცოდეთ?
  26. არ დანებდეთ
    არ დანებდეთ! არსად, არასოდეს და არანაირ ვითარებაში!
  27. იყავით მომთმენი
    მოთმინება ჭეშმარიტი ფასეულობაა. ყველა ოცნებობს საკუთარი მიზნების სწრაფად მიღწევაზე, მაგრამ ყველაზე მეტად საჭიროა მოთმინება იმისათვის, რომ გაიაროთ გზა.
  28. შთააგონეთ სხვები!
    იქონიეთ მისწრაფება სხვების შთაგონებისთვის. თქვენი ამბიცია და ენთუზიაზმი შესაძლოა კარგი მოტივატორი იყოს სხვებისთვის. დაანახეთ ადამიანებს, რომ თქვენი ცხოვრება დიდი მოგზაურობაა. ჩვენი წარმოსახვის წყალობით ოცნებები კონტროლის ქვეშ არის და სწორედ ამიტომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მივანიჭოთ მათ თავისუფლება, რის შემდეგაც ისინი დაიწყებენ ასრულებას!
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like