27 წლის გოგო გახდება პირველი ქალი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის ნამყოფი

27 წლის გოგო გახდება პირველი ქალი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის ნამყოფი

რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც ერთხელ მაინც არ უფიქრია მიეტოვებინა ჩვეული ცხოვრება და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წასულიყო. თუმცა მსოფლიო ისეთი დიდია… არის თუ არა შესაძლებელი ყველა ქვეყნის მოვლა?

ეს სიცოცხლით სავსე გოგო, კესი დე პეკოლია (Cassie DePecol) კონექტიკუტიდან, რომელმაც ყველას დაუმტკიცა, რომ მსოფლიოს მოვლა შესაძლებელია და GoodTravel.Ge ამ სტატიაში გაგაცნობთ მისი შთამაგონებელი ცხოვრების ისტორიას.

 

After a 1 hour and 15 minute fast paced uphill trek, I arrived at Paro Taktsang. The pilgrimage was like something out of Avatar, a dream to trek, through low hanging clouds with a harrowing drop at any given moment on either side. Prayer flags swayed through the pines, prayer wheels spinning in the breeze, and tsa-tsas (ashes of the dead) wedged between crevices of stone. Passing over a bridge and waterfall and up the last flight of stairs, I entered one of the chambers where I was completely alone. Tip-toeing past the glowing butter candles and sacred relics, I kneeled on a rug, cracked open an aged window and rested my head on the windowsill to reflect and admire the massive 2,000ft plunge into the vast Himalayan valley below, as clouds swiftly passed. Without my phone or camera equipment, I was able to consciously enjoy this moment in peace. ???? • • • #expedition196 #everycountryintheworld

A photo posted by ᶜᴬˢˢᴵᴱ ᴰᴱ ᴾᴱᶜᴼᴸ| ᴼᶠᶠᴵᶜᴵᴬᴸ ᴾᴬᴳᴱ (@expedition_196) on

კესის მოგზაურობა დაიწყო 2015 წლის ივლისში, როცა ის 25 წლის იყო. მან სულ რაღაც 17 თვეში მოასწრო მოენახულებინა 180 ქვეყანა და თვითმფრინავით ეფრინა 254-ჯერ. ეს კიდევ ყველაფერი არ არის. კესი ოცნებობს, რომ გახდეს მსოფლიოში პირველი ქალი, რომელსაც ყველა ქვეყანა ექნება მოვლილი. ის გეგმავს დაასრულოს თავისი უპრეცენდენტო მოგზაურობა 45 დღეში.

კესი აცხადებს, რომ ყოველთვის უნდოდა ამის გაკეთბა, სკოლის ასაკში გადაწყვიტა მიეღწია ამ მიზნისთვის. მას უნდოდა, რომ მოენახულებინა ყველა ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს რუკაზე იყო, გაცნობოდა მათ კულტურას, ტრადიციებს, ბუნებას, ისტორიას და რელიგიას. ახალი თავგადასავლებისა და შთაბეჭდილებების მიღების სურვილი მოსვენებას არ აძლევდა.

რა თქმა უნდა ამ სურვილის შესრულებას კესის მხრიდან მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯები დასჭირდა და მთლიანობაში თანხამ 198 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რომლის დიდი ნაწილი მან მრავალრიცხოვანი სპონსორებისგან მიიღო. სპონსორების დახმარებით მონდომებულმა გოგომ გადაიღო დოკუმენტური ფილმი თავის უნიკალურ მოგზაურობაზე. მისი Instagram-ის გვერდზე შეგიძლიათ ასევე იხილოთ კესის ინვესტორების კეთილმოწყობილი ეკოსასტუმროების ფოტოები, რომელთა რეკლამირებაშიც კესის სთავაზობდნენ უფასო საცხოვრებელს.

 

Don’t wait for the perfect moment, take the moment and make it perfect. • •• New Vlog is up!! Go check it out, link in bio ???????? • • • #Expedition196 #EveryCountryinTheWorld

A photo posted by ᶜᴬˢˢᴵᴱ ᴰᴱ ᴾᴱᶜᴼᴸ| ᴼᶠᶠᴵᶜᴵᴬᴸ ᴾᴬᴳᴱ (@expedition_196) on

ინვესტორების მოზიდვა რა თქმა უნდა იოლი საქმე არ იყო, რამდენადაც კესის დაფინანსების მოძებნა მოგზაურობის დროს უხდებოდა.

ამ მშვენიერმა გოგომ მოახერხა გამხდარიყო მსოფლიოს ელჩი და მისი ამოცანა ახლა არის სხვადასხვა ქვეყნების ტურიზმის სფეროს უნივერსიტეტების პროფესორებთან და სტუდენტებთან შეხვედრები. ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში კესი წყლის ნიმუშებსაც კი აგროვებს მეცნიერებისთვის, რათა მათ მოახდინონ მისი შემადგენლობის გამოკვლევა.

 

Each day is a journey of adventure, as we endeavor to understand the problem and whom we are fighting for. – Krishan Meetoo • • • #IOnlyHaveThisOneOutfit ???? #Expedition196 #EveryCountryinTheWorld #Sponsored

A photo posted by ᶜᴬˢˢᴵᴱ ᴰᴱ ᴾᴱᶜᴼᴸ| ᴼᶠᶠᴵᶜᴵᴬᴸ ᴾᴬᴳᴱ (@expedition_196) on

კესისთვის მნიშვნელოვანი იყო კომფორტის ზონიდან გასვლა და გარესამყაროს წარმოუდგენლად საოცარ სივრცეში შერწყმა, ასევე იმის დამტკიცება, რომ ქალს შეუძლია მარტო მოიაროს მთელი პლანეტა. მას ძალიან უნდა რომ მსოფლიო რეკორდი დაამყაროს და შთააგონოს თავისი მაგალითით ათასობით ადამიანი, რომ ნებისმიერი, ყველაზე გიჟური მიზანიც კი მიღწევადია!

 

#fbf to Angkor Wat

A photo posted by ᶜᴬˢˢᴵᴱ ᴰᴱ ᴾᴱᶜᴼᴸ| ᴼᶠᶠᴵᶜᴵᴬᴸ ᴾᴬᴳᴱ (@expedition_196) on

საშუალოდ, კესიმ ყოველ ქვეყანაში რამოდენიმე დღე გაატარა. ბოლო მონაცემების მიხედვით ის ახლა კუბაში უნდა იყოს.

წარმატებები ვუსურვოთ კესის! რეკორდამდე მას ძალიან ცოტა დარჩა.

Print Friendly, PDF & Email

About author

Good Travel
Good Travel 9 posts

შეამოწმეთ ჩვენი სერვისი და დაისვენეთ... ტელ: 2 300-700; 2 307-007; 592 307-007 ელ-ფოსტა: info@goodtravel.ge www.goodtravel.ge - ჩვენთან მუდამ სეზონია!

View all posts by this author →

You might also like