27 რჩევა მოსიყვარულე მშობლებს
1490 Views

27 რჩევა მოსიყვარულე მშობლებს

1. საკითხი №1: «მე ვზრდი დამჯერეს თუ წარმატებულს?»
2. როცა ბავშვი არ გვიჯერებს, ვიხსენებთ №1საკითხს.
3. ყველაზე პატარამაც კი დედაზე უკეთ იცის სცივა თუ ცხელა, ჭამა უნდა თუ აღარ უნდა, მოსწონს რამე, თუ არ მოსწონს.
4. ბავშვები ახდენენ მშობლების კოპირებას. აზრი არ აქვს იმ ნაკლისთვის ჩხუბს, რომლებიც თქვენგან გამოჰყვათ.
5. ხშირად მიეცით ბავშვს არჩევანის საშუალება. მაგალითად: რა ან რამდენი შეჭამოს, სად ითამაშოს, სად ისეირნოს… ასე ის სწავლობს.
6. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ არ შეუშალოთ ხელი ნეგატიური გამოცდილების მიღებაში. ნება მიეცით შეეშალოს.
7. სჯობს ბავშვი დააზღვიოთ საშიშროებისგან, ვიდრე დააშინოთ მოსალოდნელი საფრთხეებით. საკითხი №1, გახსოვთ?
8. იზურნეთ ბავშვზე იმ მხრივ, რა მხრივაც თავად არ შეუძლია ზრუნვა და ნუ წაართმევთ უფლებას საკუთარი თავისთვის გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია.
9. სწავლების საუკეთსო მეთოდი – ერთად კეთება.
10. გაუზიარეთ ტექნოლოგიები: რა როგორ კეთდება.
11. როცა ბავშვი ცუდად არის, მას კი არ უნდა ასწავლოთ, უნდა დაანახოთ, რომ გიყვართ: ჩახუტება და თბილი სიტყვები – ეს არის ყველაფერი, რაც ამ დროს სჭირდება.
12. ის, რომ თქვენ უფრო ძლიერი ხართ, სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მართალი ხართ.
13. ეკრანთან გატარებული დროის შესაზღუდად საუკეთესო საშუალებაა – სხვადასხვა წრეები და სექციები. ყველაზე კარგი და საინტერესო.
14. ძიძის, მასწავლებლის, მწრთვნელის შერჩევის პირველი კრიტერიუმი – ბავშვების სიყვარულია. ოღონდ ნუ აურევთ ამას უაზრო ფერებაში.
15. ჯიბის ფული სჯობს არ აჩუქოთ, მიეცით ის ხელფასის ან ბონუსის სახით, რაიმეს მიღწევის ან შესრულების სანაცვლოდ.
16. რაც უფრო აფასებთ საკუთარ შვილს, მით მეტი შანსი აქვს პატივცემულ ადამიანად გაიზარდოს. საკითხი №1.
17. საბედნიეროდ, მშობლები ყოველთვის ერთდროულად ცუდები არიარიან, ამიტომ, რომელსაც ახსოვს საკითხი №1, მას შეუძლია ბავშვი დაიცვას მეორესგან.
18. თქვენ უფლება გაქვთ რაღაც არ იცოდეთ. თქვენ უფლება გაქვთ შეგეშალოთ. ნუ მოჩვენებთ თავს უცოდველად – ეს სასაცილოა.
19. თუ ვინმეს თანამდებობიდან გამომდინარე უფლება აქვს დასაჯოს ან გაუჯავრდეს თქვენს შვილს, ნუ მოახდენთ მისი სამუშაოს დუბლირებას. მაგრამ შეაქეთ ბავშვი იქ, სადაც სათანადოდ არ აქებენ.
20. ასწავლეთ შეკითხვებით, დამოუკიდებლად მოძებნილი პასუხი გამზადებულად მირთმეულზე ფასეულია.
21. თქვენც ადამიანი ხართ: ნუ გაიღებთ მსხვერპლს ბავშვის გამო. თქვენი უნარი საკუთარი ინტერესები დაიცვათ და იზრუნოთ საკუთარ თავზე – მშვენიერი მაგალითია თავად ბავშვისთვის! საკითხი №1.
22. თუ ბავშვს აქვს თვენი ყურადღება მხოლოდ მაშინ, როცა ავად ხდება, ის ამას ხშირად გააკეთბს. ეთამაშეთ, როცა კარგად არის!
23. «მათრახი და ნამცხვარი» – საუკეთესო საშუალებაა დამჯერე ადამიანის გასაზრდელად.
24. ნუ აიძულებთ ბავშვს თქვენი ოცნებების რეალიზებას – ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. გვიანი არ არის არც თქვენთვის! ბავშვები გადააკოპირებენ ან ერთს, ან მეორეს.
25. გადაამლაშეთ? ბოდიში მოუხადეთ ბავშვ და ნუ დაამსგავსებთ ამყველაფერს მორალის კითხვის მორიგ სეანსს.
26. თუ დაპირდით რაიმეს გამო დასჯას – დასაჯეთ. დასჯის გადადება – ეს მოტყუებაა. ეს კი იმაზე არანაკლებ მტკივნეულია, რასაც დაპირდით.
27. ფსიქოტიპი აღზრდაზე ძლიერია, ვისაც ბევრი ბავშვი ჰყავს მან ეს იცის.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like