26 რამ, რაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ

26 რამ, რაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ

ცხოვრების ყველა სფეროზე სრული კონტროლი რა თქმა უნდა, ვერ გვექნება და ეს არც არის საჭირო, თუმცა არსებობს 26 რამ, რისი კონტროლიც  შეგვიძლია და ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.

მაშ ასე, ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ:

1.ჩვენი რწმენა – რისი გვწამს და გვჯერა;
2.ჩვენი ქცევები – ნებისმიერ სიტუაციაში;
3.ჩვენი ფიქრები, აზრები – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია!
4.ჩვენი ხედვა – როგორ ვუყურებთ ჩვენს მომავალს;
5.რამდენად კეთილი ვართ – მეგობრების და საყვარელი ადამიანების მიმართ;
6.ვინ არიან ჩვენი მეგობრები – როგორ ადამიანებს ვირჩევთ ცხორებაში.
7.რა წიგნებს ვკითხულობთ – 5 წლის შემდეგ იმ წიგნების ჯამი ვიქნებით, რასაც წავიკითხავთ.
8.რამდენად ხშირად ვვარჯიშობთ – ვირჩევთ თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესს
9.როგორ საკვებს მივირთმევთ – ჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთ.
10.რამდენჯერ წავალთ რისკზე – რისკზე წასვლა იმის ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ ცოცხლები ვართ!
11.როგორია ჩვენი მოლოდინები ყველაფერზე – მოლოდინებს თვითაღსრულებადი ფუქნცია გააჩნია;
12.როგორი ვართ საკუთარ თავთან მარტო – სინამდვილეში როგორი ადამიანი ვართ;
13.როგორ გამოვიყენებთ ჩვენს სიცოცხლეს;
14.ვის ვეტყვით: ”მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ.”
15.რამდენად ხშირად ვიტყვით: -”მადლობა, მადლიერი ვარ.”
16.როგორ გამოვხატავთ გრძნობებს – დადებითს, უარყოფითს;                                                                              17.როგორი შვილები ვართ და ჩვენ როგორ შვილებს გავზრდით;
18.რამდენად ხშირად გამოვხატავთ მადლიერებას – მოქმედებებით;
19.დღის განმავლობაში რამდენჯერ გავუღიმებთ სამყაროს და ადამიანებს;
20.რამდენ ძალისხმევას ჩავდებთ ჩვენი ოცნებების ასასრულებლად;
21.რაში დავხარჯათ ფულს;
22.რამდენ დროს დავუთმობთ წარსულზე წუწუნს და დარდს;
23.რამდენჯერ შევძლებთ იმედგაცრუების გადალახვას;
24.რას დავტოვებთ სიცოცხლის ბოლოს – საამაყო შთამომალობა, უკვდავი სახელი, წვლილი მსოფლიოს შეცვლაში…;
25.მარცხების შემდეგ ავდგებით თუ არა კიდევ ერთხელ;
26.რამდენად დავაფასებ იმ ყველაფერს რაც გვაქვს და ვინც გვერდით გვყავს.

თუ შევეცდებით ვიფიქროთ მოცემული თემების შესახებ და ნელ-ნელა, ყოველდღიურად დავიწყებთ ჩვენი ცხოვრების სრულ კონტროლს ზემოთ ჩამოთვლილ 26 საკითხში, ვიგრძნობთ, რომ ვიცვლებით ჩვენც და ჩვენთან ერთად იცვლება ჩვენი რეალობაც.

გახსოვდეთ, ”რასაც ჩვენ არ ვაკოტროლებთ, ის ჩვენ გვაკონტროლებს.”

გისურვებთ წარმატებებს!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 67 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ