25 წარამატებული ბიზნეს-სტატისტიკა

25 წარამატებული ბიზნეს-სტატისტიკა

ბიზნესი – მარტივი ნამდვილად არ არის. საჭიროა პრინციპულობა, მოთმინება და მახვილი გონება იმისათვის, რომ საბაზრო ეკონომიკის მღელვარე ზღვაში „ცოცხალი“ გადარჩეთ.

1. ყოველ დღე დაახლოებით 65 ადამიანი ხდება მილიონერი.
2. კომპანია «McDonalds»-ის ძირითადი შემოსავალი სასმელების რეალიზებით იღებს, მიუხედავად იმისა რომელ ქვეყანაზეა საუბარი.
3. ბენზინის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი არის ყავა.
4. სტატისტიკის მიხედვით რესტორნების 90% გახსნის პირველივე წელს იხურება.

5.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული თოჯინების 80% დამზადებულია ჩინეთში.
6. ყოველდღიურად მსოფლიოში დაახლოებით 33 ახალი პროდუქტი ჩნდება, მათ შორის 13 სათამაშოა.
7. კომპანია «American Airlines»-მა შეძლო გაეკეთებინა 40 000 აშშ დოლარის ეკონომია მხოლოდ იმით, რომ ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის განკუთვნილი სალათიდან ამოიღო ზეითისხილი.
8. სასიამოვნო სურნელი მაღაზიებში ხშირ შემთხვევაში ხელოვნურია, ისინი იქმნება ჰაერის არომატიზატორების წყალობით, რაც მყიდველს უღვიძებს გრძნობებს პროდუქტის მიმართ და უბიძგებს შენაძენის გაკეთებისკენ. განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს ეს მეთოდი მაშინ, თუ სტუმარი/კლიენტი მშიერია.
9. ე.წ. „Fast-Food“-ის ტიპის კვების ობიექტებში ხშირად რთავენ ჩქარ მუსიკას, რადგან ასეთი მუსიკის ფონზე სტუმრები უფრო სწრაფად ჭამენ, რაც ნიშნავს, რომ სწრაფად ათავისუფლებენ დაკავებულ ადგილებს ახალი კლიენტებისთვის.

10.
«Google»-ის დამფუძნებლებს ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინს 1998 წელს უნდოდათ «Google»-ი მიეყიდათ კომპანია «Yahoo»-თვის 1 მლრდ. აშშ დოლარად, მაგრამ «Yahoo»-მ მაშინ უარი თქვა ასეთ შენაძენზე. ხოლო 7 წლის შემდეგ, უკვე 2005 წელს «Google»-ი 80 მლრდ. აშშ დოლარი ღირდა – წლიური 1,5 მლრდ. აშშ დოლარის შემოსავლით.
11. მე-20 საუკუნეში რუსი მეწარმე ნიკოლაი შუსტოვი შეეცადე პოპულარული გაეხადა მისი კონიაკი მოსკოვის „დუქნებში“. ამისათვის მან დაიქირავა ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ ამ დაწესებულებებში და ითხოვდნენ „შუსტოვის კონიაკს“. მოთხოვნილი პროდუქტის მიუღებლობის დროს დაქირავებული სტუმრები აწყობდნენ სკანდალებს და დებოშს, გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, რომ დაწესებულებას არ ჰქონდა ეს სასმელი. შედეგად მოსკოველმა მედუქნეებმა შეიტყვეს ახალი პროდუქტის შესახებ და დაიწყეს მისი შესყიდვა კრეატიული მეწარმისგან.
12. სარეკლამო ბაზრის წლიური ბრუნვა შეადგენს ნახევარ ტრილიონ დოლარს. შედარებისთვის, მსოფლიოს მასშტაბით თამბაქოს წლიური ბრუნვა შეადგენს დაახლოებით 400 მლრდ. აშშ დოლარს, რაც 100 მლრდ-ით ნაკლებია.
13. ბრენდი «Nike»-ის შემქმნელს დიზაინში მხოლოდ 35 $ გადაუხადეს.
14. პირველი რეკლამა დაიბეჭდა ინგლისში 1477 წელს. ეს იყო ლოცვების წიგნის რეკლამა.

15.
პირველი პროდუქტი, რომელიც კომპანია «Sony»-ის მიერ იქნა გამოშვებული იყო სამზარეულოს ქურა.
16. Microsoft-მა მუშაობის პირველ წელს მიიღო 16 005 $-ის ოდენობის შემოსავალი.
17. ნავთობმაგნატი ჯონ როკფელერი იყო მსოფლიოში პირველი მილიარდერი.
18. ელექტრო ბატარეების მწარმოებელმა კომპანია «Duracell»-მა თავისი საერთაშორისო ოფისის ნაწილი ააშენა საკუთარი წარმოების ნარჩენებისგან.
19. საშუალო სტატისტიკის ბანკომატი წელიწადში 250$-ის ცდომილებას უშვებს, თან არა თავის სასარგებლოდ.

20. «Tide»-ს სარეცხი საშუალებების ბაზრის დაახლოებით 70% უკავია.
21. ჩინური ანდაზა: «ის, ვისაც არ შეუძლია გაღიმება, არ უნდა ყიდდეს».
22. პირველი შტრიხკოდიანი პროდუქტი იყო საღეჭი რეზინი «Wrigley’s».
23. მსოფლიოში უძველესი ბანკი – «Banca Monte dei Paschi di Siena» (იტალია) დაარსდა 1472 წელს.
24. პირველი, ნამდვილი რესტორანი გაიხსნა პარიზში 1764 წელს. მისი მეპატრონე – ბუანჟე, მთელი ღამის მანძილზე ყიდდა მზა საკვებს.
25. «HP»-ის დამფუძნებლებმა ბილ ჰიულეტმა და დეივ პაკარდიმ მონეტა ააგდეს იმისათვის, რომ განესაზღვრათ ვისი გვარის ინიციალი იქნებოდა პირველი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ბიზნესი

11 მარტივი ლაიფჰაკი, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობისას პროდუქტიულობის გაზრდა

1. ნუ გააკეთებთ ერთი და იგივე საქმეს ორჯერ პროდუქტიული ადამიანები არასოდეს არ გადადებენ საქმეს, რადგან არ მოუწიოთ ერთი და იგივე საქმის ორჯერ კეთება – ეს დროის უდიდესი დანაკარგია. ნუ გადადებთ

ბიზნეს რჩევები

10 წესი კომპანიის საიტისათვის

საიტის მთავარი გვერდი კომპანიის სახეს წარმოადგენს. სწორედ ამ გვერდის საშუალებით იწყებს ე.წ. ინტერნეტ-ექსკურსიას მომხმარებელთა უმეტესობა კომპანიის საიტზე. ხარისხიანი დიზაინი და კარგი სტრუქტურა – ეს საიტის ფასეული მხარეებია, რაც ხელს უწყობს

ბიზნეს რჩევები

12 საქმე, რომელთა შესრულებას წარმატებული ადამიანები სადილობამდე ასწრებენ

თუ გსურთ უფრო წარმატებული და ჯანმრთელი იყოთ, მაშინ შეეცადეთ გააკორექტიროთ თქვენი სამუშაო გრაფიკი ისე, რომ ეს 12 საკითხი მოგვარებული იყოს სადილობამდე: 1. მომდევნო დღის საქმეების გრაფიკი შეადგინეთ წინა საღამოს არ