25 რჩევა მილიონერ სემ ალტმანისგან [სტარტაპების აქსელერატორის Y Combinator-ის პრეზიდენტი]
1218 Views

25 რჩევა მილიონერ სემ ალტმანისგან [სტარტაპების აქსელერატორის Y Combinator-ის პრეზიდენტი]

უბრალო, მაგრამ ძალიან სწორი სიტყვები – შინახეთ! 

“ერთი კვირის წინ მე შემისრულდა 30 წელი. ერთ-ერთმა ძველმა მეგობარმა მთხოვა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე რამოდენიმე ცხოვრებისეული რჩევა მიმეცა. ასეთი რჩევები ბლომად დაგროვდა და დღემდე ვფიქრობ, ღირდა თუ არა ამ ჩამონათვალის გამოქვეყნება, რადგან მათი უმეტესობა ცარიელი და უაზროა. მაგრამ მაინც გადავწყვიტე გამოქვეყნება და წარმოგიდგენთ ჩემი პასუხის შემოკლებულ და გაწმენდილ ვერსიას:

1. არასოდეს არ ჩასვათ ოჯახი ან მეგობრები თქვენი პრიორიტეტების სიის ბოლოში. არ დაკარგოთ კავშირი ძველ მეგობრებთან. ისაუბრეთ დილამდე, თუ თქვენთვის ეს საინტერესოა.
2. როგორ გავხდეთ წარმატებული: აირჩიეთ ერთი საქმე, ფოკუსირდით, გჯეროდეთ საკუთარი თავის (განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვებს არ სჯერათ თქვენი), გააფართოვეთ კავშირები და განვითარდით, გაიცანით ნიჭიერი ადამიანები და გულმოდგინედ იმუშავეთ.
3. უინტერესო საქმის კარგად შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია. დაისახეთ მიზნად საუკეთესო გახდეთ იმაში, რასაც აკეთებთ. მაშინაც კი, თუ ამას ვერ მიაღწევთ, ადრე თუ გვიან სიმაღლეზე მაინც აღმოჩნდებით. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღებისა და გარისკვის.
4. არ ვიცი, შეუძლია თუ არა ფულს ბედნიერების ყიდვა, მაგრამ თავისუფლების ყიდვა ნამდვილად შეუძლია. ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ფულის უკმარისობა სტრესს იწვევს და ხშირად ფულის გამომუშავება უფრო საინტერესო საქმიანობა ხდება, ვიდრე მისი ხარჯვა.
5. ხშირად ესაუბრეთ ადამიანებს. იკითხეთ უფრო მეტი დიდი სტატიები და წიგნები, ნაკლები პოსტები და ტვიტები. ნაკლებად უყურეთ ტელევიზორს.

6. დაისახეთ გარკვეული მიზნები ყოველდღიურად, ყოველწლიურად, ათწლეულზე.
დაგეგმვა — ეს კარგია. მაგრამ, თუ თქვენ გიჩნდებათ მოულოდნელი შესაძლებლობა, აუცილებლად გამოიყენეთ ის. ნუ შეგეშინდებათ იმის გაკეთების, რაც ცოტა უგუნურობაა.
7. მიაღწიეთ იმას, რომ ურთიერთობა გქონდეთ ჭკვიან, საინტერესო და ამბიციურ ადამიანებთან. იმუშავეთ მათზე და დაიქირავეთ ისინი. ის, რომ ჩვენ ვემსგავსებით მათ, ვისთანაც ბევრ დროს ვატარებთ, სინამდვილეს შეეფერება.
8. გათავისუფლდით მოსაცდენი საკითხებისგან. ეს მნიშვნელოვანია. აიძულეთ საკუთარი თავი ფოკუსირდეთ, დროთა განმავლობაში ეს ნაყოფს გამოიღებს.
9. ნაკელბი ინერვიულეთ. არც ისე ბევრი რამ არის სარისკო ცხოვრებაში, რამდენიც გეჩვენებათ. ბევრ ადამიანს ძალიან ეშინია რისკის, რადგან არ იციან რა ელით. ასე თუ შეშინდებით ვერასოდეს მიაღწევთ სიმაღლეებს.
10. ითხოვეთ ის, რაც გსურთ.

11. თუ იცით, რომ ინანებთ რამე რომ არ გააკეთოთ, მაშინ სჯობს გააკეთოთ.
12. ივარჯიშეთ. სწორად იკვებეთ. დაისვენეთ. ეს ისედაც იცით, რომ უნდა გააკეთოთ.
13. ახალგაზრდობა — დიდებული რამეა. ნუ გალევთ მას ფუჭად. ვერანაირი ფული ვერ დააბრუნებს მას.
14. ხშირად უთხარით მშობლებს, რომ გიყვართ. ხშირად მოინახულეთ ისინი.
15. ისწავლეთ.

16. ხშირად გააკეთეთ რაიმე ახალი. ახალი საქმიანობა არამარტო ანელებს დროის აღქმას და ცხოვრებას ხდის საინტერესოს, არამედ ის გვეხმარება არ ჩავიციკლოთ ერთი და იგივეზე და აფართოვებს მსოფლმხედველობას.
17. ნუ დაწვავთ ხიდებს.
18. აპატიეთ ადამიანებს.
19. ნუ გამოეკიდებით სტატუსს. სტატუსი შინაარსის გარეშე არაფერს არ ნიშნავს.
20. ზოგიერთი საკითხები არ გაწყენდათ გარკვეული რაოდენობით. თითქმის ყველაფერი ვნებს, რაც ზედმეტად გამოიყენება.

21. შიში — ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე შევამჩნიე, რომ ის უფრო ჭკვიან და ამბიციურ ადამიანებს ეხება. მე მეჩვენება, რომ ბევრი ადამიანი გულდასმით შრომობს იმის გამო, რომ შიშზე გაცილებით ხშირად ფიქრობენ.
22. არ ღირს ბევრი წუწუნი. ადამიანებს ეს არ უყვართ.
23. ნუ შეგშურდებათ სხვისი წარმატება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბევრს შეშურდება თქვენი და დააიგნორეთ ეს.
24. თუ საკმარისი დრო გაქვთ, შეგიძლიათ აკეთოთ ნებისმიერი რამ.
25. რამოდენიმე წამი დაფიქრდით მანამ, სანამ გააკეთებთ რამეს. რამოდენიმე წუთი დაფიქრდით მაშინ, როცა გაბრაზებული იქნებით.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like