25 რჩევა გოგონებს, თუ როგორ გახდეთ დელიკატურნი…

25 რჩევა გოგონებს, თუ როგორ გახდეთ დელიკატურნი…

თუ მიგიპატიჟებენ საშინელებათა ფილმებზე, კრივზე ან ჰოკეიზე, ყოველთვის უარი თქვით.
  1. ყოველთვის დააცადეთ მამაკაცს კარის გაღება. 
  2. არასოდეს მოუკიდოთ სიგარეტს თვითონ, მამაკაცის თანდასწრებით.
  3. ყოველთვის იქონიეთ ჩანთაში მანქანებიანი ცხვირსახოცი, მაგრამ არასოდეს იხმაროთ. 
  4. ისწავლეთ ქარგვა. 
  5. ფულით, რითაც მეორედ უნდა გესაუზმათ, ყვავილები იყიდეთ. 
  6. არასოდეს შეუკვეთოთ რესტორანში კომბოსტო, მაკარონი, სისხლიანი ბიფშტექსი. 
  7. ტელეფონს ნაზად უპასუხეთ. 
  8. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ “ქარწაღებულნი”. 
  9. ხშირად დაესწარით კამერული მუსიკის კონცერტს, იარეთ ოპერაში. 
  10. თეთრეულის ქვეშ ყოველთვის დადეთ სურნელოვანი, მშრალი პუდრი. 
  11. მამაკაცი დაპატიჟეთ ჩაიზე. 
  12. მელოდრამატულ ფილმებზე იტირეთ თავისუფლად, გულიანად. 
  13. ნუ იხმართ ხელოვნურ სამკაულებს. 
  14. ნუ დალევთ ლუდს სხვების თანდასწრებით. 
  15. ნუ დადგებით თხილამურებზე, ისრიალეთ მხოლოდ ციგურებით. 
  16. თუ მიგიპატიჟებენ საშინელებათა ფილმებზე, კრივზე ან ჰოკეიზე, ყოველთვის უარი თქვით. 
  17. ილაპარაკეთ რბილად, ჩუმი ხმით, ისე რომ გადმოიხარონ თქვენსკენ, რათა გაიგონ თქვენი საუბარი. 
  18. იპკურეთ ყვავილების – იის, იასამნის, ლავანდის სუნამოები. 
  19. დაივიწყეთ ყოველგვარი სალანძღავი სიტყვა. 
  20. არ წახვიდეთ დისკოტეკებზე, რადგან როკ-მუსიკა თავს გატკიებთ; თქვენი საყვარელი ოპერაა – “ტრავიატა” 
  21. ყოველთვის დაიხმარეთ მამაკაცს პალტოს გახდასა და ჩაცმაში. 
  22. ფრჩხილებზე არ წაისვათ მყვირალა ფერის ლაქი. 
  23. არ ატაროთ კოსმეტიკის ჩანთაზე უფრო მძიმე ჩანთა. 
  24. ჩაიცვით ცისფერი, ღია ვარდისფერი, შამპანურისფერი. არ ჩაიცვათ მუქი მწვანე, პრალა ყვითელი, ჟანგისფერი. 
  25. ნუ დაენახვებით ვინმეს სპორტულ ტანსაცმელში. სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვით სახლში, არა სტუმრების თანდასწრებით, და ფიტნეს კლუბში 🙂
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ