22 ყოველდღიური საქმე, რომლებიც აუმჯობესებენ ცხოვრებას

22 ყოველდღიური საქმე, რომლებიც აუმჯობესებენ ცხოვრებას

ჩაინიშნეთ, რომ არ დაგავიწყდეთ.

1. იყავი ყურადღებიანი. დააკვირდი ყველაფერს, რაც გარშემო ხდება. ცხოვრება შენს გარშემო საუკეთესო წყაროა ახალი გამოცდილებისა და იდეებისთვის.

2. არ გაუშვა არც ერთი იდეა, რაც თავში მოგდის. ჩაიწერე ყველა, ისეთიც კი, რომლის სწრაფად რეალიზება შეუძლებელია, შენ შეგიძლია მას მოგვიანებით დაუბრუნდე.

3. მიიღე მეტი გარშემომყოფი ადამიანებისგან. შენს გარშემო სავსეა იდეები, სიტყვები, ურთიერთობები, შეცდომები, გამოცდილება. დაინახე და გამოიყენე ყველაფერი საშენოდ.

4. ყოველთვის გქონდეს თან წიგნი ან ჟურნალი. ამ გზით შენ გამოიყენებ დროის ნებისმიერ მონაკვეთს სასარგებლოდ, რომელიც შეიძლებოდა უნაყოფოდ დაკარგულიყო – გზაში, რიგში დგომისას, შედეგების მოლოდინში და ა.შ.

5. დაუთმე კითხვას დღეში მინიმუმ 30 წუთი მაინც.

6. იაზროვნე – გაიხადე ეს ჩვევად. ეს არის „ტვინის სავარჯიშო“ და შესანიშნავი საშუალება, რომ გარკვეულობა შეიტანო საკუთარ ქმედებებში.

7. შეეცადე ყოველი დღის ბოლოს გააანალიზო გასული დღე. რა გამოგივიდა? რა არა? რა უნდა გაგეკეთებინა, რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო?

8. დალიე მეტი წყალი.

9. გააკეთე.

10. ხშირად იკითხე ციტატები. ეს სიბრძნის კონცენტრირებული შეკრებაა.

11. შეარჩიე შენთვის „დღის სასარგებლო რჩევა“ და გამოიყენე.

12. აწარმოე პირადი „ბუღალტერია“. ჩაიწერე ყველა შემოსავალი და გასავალი. ამის შემდეგ თვის ბოლოს არ ჩნდება შეკითხვა: „რაში დავხარჯე მთელი ფული?“; ამ გზით შეძლებ ყურადღება მიაქციო უსარგებლო შესყიდვებს, რომლებიც „ჭამენ“ ბიუჯეტს და თავი აარიდო მათ; შეძლებთ რეალურად განსაზღვრო მყიდველუნარიანობა.

13. გააკეთე რამე პირველად, ან მოძებნე რაიმე გაერთიანებული საქმის შესრულების ხერხი – მაგალითად, სამსახურში მისასვლელი უფრო მოსახერხებელი და მოკლე გზა. ეს ყველაფერი ავარჯიშებს გონებრივ შესაძლებლობებს.

14. ინტერნეტ-მასალები წაიკითხე ისე, რომ სარგებელი მიიღო, უბრალოდ ნუ გადაავლებ თვალს.

15. რაიმე დავალების შესრულებისას გამოიყენე წამზომი.

16. ისწავლე სახელმძღვანელოს, ალგორითმის და მეთოდიკის გამოყენება. გამოიყენე ცნობილი და მოიძიე ახალი. მაგალითად გაითავისე Keyboard Shortcut Editor (სწრაფი გამოძახების კლავიშების რედაქტორი), რომლის დახმარებითაც შესაძლებელია შექმნა საკუთარი და დაარედაქტირო არსებული სწარფი გამოძახების კლავიშები.

17. დაისახე მიზნები, მთავარი და მეორეხარისხოვანი, სასწრაფო და გრძელვადიანი.

18. გაიღვიძე ადრე.

19. მოუსმინე საგანმანათლებლო ან სამოტივაცია პროგრამებს, თუ დაკავებული ხარ ისეთი საქმით, რომელსაც არ სჭირდება სრულად კონცენტრაცია.

20. იყავი კეთილგანწყობილი დღის მანძილზე. ეს აღვივებს ოპტიმიზმს და ამაღლებს განწყობას.

21. წაიკითხე ყოველ დღე B2P.GE-ზე შერჩეული სტატია, რომ მიიღო ინფორმაცია იმაზე, რაც აქამდე არ იცოდი.

22. ეძებე ცხოვრებაში ის, რაც სახალისო და სასაცილოა. მხოლოდ ეს მოგცემს საშუალებას მიიღო მისგან სიამოვნება.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სიტყვა-მაგნიტები, რომლებიც გაყიდვებს ზრდიან

მარკეტოლოგის შესაძლებლობები გამომდინარეობს არამარტო პორდუქტების შესახებ ინფორმაციის ფლობაში, არამედ ამ ინფორმაციის წარდგენაშიც. სწორი სიტყვების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლამდე მიიტანოთ ის შეტყობინება, რომელიც გსურთ. ამაში დაგეხმარებათ ის სიტყვები, რომლებიც მომხმარებელს ნდობით

Print Friendly, PDF & Email

აჩუქეთ სამყაროს თქვენი ‘’დისნეილენდი’’

ადამიანის ზრდასრულობას მისი გონებრივი შესაძლებლობები და აზროვნება განაპირობებს. გააცნობიერო, რომ ყოველ ახალ დღეს, შენ შეგიძლია ახალი ცხოვრება დაიწყო, უკვე გარდატეხაა ნებისმიერი ასაკის დროს აზროვნების. მარცხი ვის არ ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ!…

Print Friendly, PDF & Email

13 რამ, რასაც წარმატებული ადამიანებისგან ვერასოდეს მოისმენთ

2500 წლის წინ, ფილოსოფოსი ლაო-ცზი ამობობდა, რომ ჩვენი სიტყვები გადადის მოქმედებაში, რაც საბოლოოდ ჩვენი ბედია. ჩვ. წ. აღ-მდე 1 საუკუნეში ბერძენი ისტორიკოსი და ესეისტი პლუტარქე ამბობდა, რომ მოსაუბრის გონება და

Print Friendly, PDF & Email

კრეატივის განსავითარებელი 5 სავარჯიშო

1. ორი შემთხვევითობა აიღეთ განმარტებითი ლექსიკონი და შემთხვევით შეარჩიეთ ორი გაგება. უბრალოდ თითი დაადეთ რომელიმე გვერდზე. შეადარეთ ისინი და შეეცადეთ მოძებნოთ რაიმე საერთო მათ შორის. მოიგონეთ გიჟური ისტორია, სადაც ჩადებთ

Print Friendly, PDF & Email

ტვინის შტურმის – ე.წ. Brainstorming-ის 6 ეფექტური ნაბიჯი

1. ეს ღონისძიება ყოველთვის გასვლებით ჩაატარეთ არასოდეს არ ეცადოთ ტვინის შტურმის სამსახურში მოწყობა. ეს კარგი წესია ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ აბსოლიტურად მშვიდ გარემოში იმისათვის, რომ გონება

Print Friendly, PDF & Email

ჯადოსნური ძალა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ცვლის

 გემი ბათუმის ნავსადგურიდან გავიდა და ბედნიერი წუთები დადგა ჩემს ცხოვრებაში. დიდი ხანია ვოცნებობ მორიგი სტატია ზღვაში ყოფნის დროს დავწერო და გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები. დღევანდელი ჩემი სტატია კი განსხვავებულია სხვა

Print Friendly, PDF & Email