22 ჭეშმარიტება, რომლებიც დაგეხმარებათ გამოღვიძებაში

22 ჭეშმარიტება, რომლებიც დაგეხმარებათ გამოღვიძებაში

პრინციპში ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მხოლოდ ოცნებით არაფერი გამოვა, თუმცა, ზოგჯერ კარგი გამოფხიზლებაა საჭირო იმისათვის, რომ საკუთარი ოცნებების ასრულება დაიწყო. გთავაზობთ 22 მარტივ ჭეშმარიტებას, რომლებსაც შეგიძლიათ უწოდოთ თქვენი რეალობის კანონები და ოცნებების ასრულების პირობები.

სიცოცხლის ისე გატარება, რომ აკეთო ყველაფერი ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობ – მარტივი არ არის და არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ყველაფერი გამოგივა. თუმცა, შეუძლებელიც არაფერია, თუ განავითარებთ სწორ დამოკიდებულებებს და ბოლომდე დაიხარჯებით. ქვემოთ მოყვანილი 22 ჭეშმარიტება დაგეხმარებათ განეწყოთ ამის საკეთბლად. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ცოტა მკაცრად მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი ნამდვილად დაგეხმარებიან გააცნობიეროთ ცხოვრების კანონები.

1. არავინ გიკარნახებთ თუ რა გჭირდებათ ცხოვრებისა და ბედნიერებისთვის
როგორც არ უნდა გინდოდეთ სხვების იმედად იყოთ და ელოდოთ მათგან რაიმეს კარნახს ან რჩვას თუ რა უნდა გააკეთოთ – არფერი გამოვა. სულ ტყუილად დადიან ადამიანები მკითხავებთან და ცდილობენ უფროსებს გადააბარონ პასუხისმგებლობა თავიანთ ცხოვრებაზე.

იცოდეთ, რომ არავინ დაგეხმარებათ საკუთარი ცხოვრების მოგვარებაში, მითუმეტეს ისეთ საკითხებში, როგორიც არის წარმატება და ბედნიერება. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ, საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ინტუიციას და გრძნობებს.

2. საქმე, რომელსაც კარგად ვასრულებთ, აუცილებელი არ არის, რომ კარგი იყოს ჩვენთვის
გაცილებით უარესია არასწორი მიმართულებით წინსვლა, ვიდრე ნელი სვლა სწორი მიმართულებით. ჰკითხეთ საკუთარ თავს, აკეთებთ თუ არა იმ საქმეს, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით?

მაშინაც კი, თუ კარგად გამოგდით რაიმე საქმე, ხოლო ის თანდათან გაშორებთ საკუთარ ოცნებას, მოგიწევთ მასზე უარის თქმა. რაც უფრო მალე გააკეთებთ ამას, მით უფრო ნაკლებად დაკარგავთ დროს, რომელიც ძალიან ძვირფასია.

3. ყველაზე უბედური ადამიანები არიან ისინი — ვინც სხვების აზრზე ფიქრობენ
როცა საკითხი ეხება ბედნიერებას და ოცნებას, ამ ბარიერს უბრალოდ გვერდს ვერ ავუვლით.
თქვენ არ ხართ ვალდებული ვინმეს რამე უმტკიცოთ და შეგიძლიათ გახდეთ ის, ვინც გინდათ. სხვისი აზრი თქვენთვის მხოლოდ ინფორმაცია უნდა იყოს და არა შეზღუდვა, რომლის გადალახვაც შეუძლებელია.

4. გარემოცვამ შეიძლება უკეთესი გაგხადოთ ან გაგანადგუროთ
ყველაზე პოზიტიური და ძლიერი ადამიანიც კი, რომელიც გარემოცულია წუწუნა, უბედური და უსაქმური ადამიანებით, რომლებსაც არც ოცნება აქვთ და არც მიზანი, ადრე თუ გვიან ერთ-ერთი მათგანის მსგავსი გახდება. ასეთია ბუნება, ამიტომ თქვენს სიახლოვეს იყოლიეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც შთაგაგონებენ და არა პირიქით – უკან ჩაგითრევენ.

5. ნუ იქნებით მოჩვენებითი, იყავით გულახდილი

თუ გულახდილი და პირდაპირი ადამიანი იქნებით ურთიერთობებში, ეს არ გაგხდით ყველაზე პოპულარულ და საყვარელ ადამიანად, მაგრამ უზრუნველგყოფთ ერთგული მეგობრებით და მნიშვნელოვანი კონტაქტებით.

6. თქვენ ყოველთვის იქნებით საშინლად არასრულყოფილი
თუ თქვენ ელოდებით იმას, როდის გახდებით «იდეალური», რათა შეძლოთ საკუთარი ისტორიის, იდეის ან ნიჭის შესახებ რამე უთხრათ სამყაროს, იცოდეთ, რომ ის ვერასოდეს გაიგებს ამას.

7. კომფორტი — ეს არის ოცნების ყველაზე საშინელი მკვლელი
თქვენ ან კომფორტის ზონაში უნდა დარჩეთ, ან მიზნისკენ იაროთ. მესამე გზა არ არსებობს.

8. თქვენ ვერასოდეს შეცვლით იმას, რასთან ბროძოლაზეც უარს აცხადებთ
თუ ახალი ცხოვრება გსურთ, მოგიწევთ ძველზე უარის თქმა. თუ ნატრობთ იმას, რაც არასოდეს გქონიათ, მაშინ უნდა გააკეთოთ ის, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ.

თუმცა, ძველზე უარის თქმას ვერ შეძლებთ მანამ, სანამ არ გადაწყვეტთ სად გინდათ ყოფნა. როცა გადაწყვეტთ, ნუ შეგეშინდებათ თავიდან დაწყება ყველაფერი იმის შესაქმნელად, რაც რეალურად გინდათ რომ გქონდეთ.
10 წარუმატებელი სტარტაპის შემდეგ იქნება მე-11, რომელიც მოგიტანთ მილიონებს. არ გამოსდით მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მიზნისკენ მიმვალ გზაზე ნებდებიან.

9. ჩვენ ყველანი ვაკეთებთ არჩევანს, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი გვქმნის ჩვენ
თქვნი არჩევანი არის უკვე მომხდარსა და იმას შორის, თუ რა იქნება მომავალში. თქვენ ისეთი ხართ, როგორიც ხართ – და ეს არის არა გარემოებების, არამედ თქვენი არჩევანის შედეგი. არ მისცეთ უფლება თქვენში არსებულ შიშს ააგოს თქვენი მომავალი.

10. ერთადერთი გზა «მინდა»-დან «მაქვს» მდგომარეობამდე — არის ქმედება.

11. თქვენი ოცნებები რეალობა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა თავად ხდით მათ რეალურს.
ამბობენ, რომ ოცნებები სრულდება ნებისმიერ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავს უფლებას მისცემთ გქონდეთ ის, რაზეც ოცნებობთ. აქტიური ქმედებები საშუალებას მოგცემთ დაიჯეროთ, რომ საკუთარი ოცნების ღირსი ხართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ახდება.

12. გამარჯვებულები იმარჯვებენ არა იმიტომ, რომ ასე მოხდა, არამედ იმიტომ, რომ მათ გადაწყვიტეს ასე.
საკუთარ თავს რაიმე შესანიშნავი დაპირდით, ხოლო შემდეგ გააკეთეთ ყველაფერი, რომ ეს დანაპირები შეასრულოთ. თქვენ იმიტომ დაიბადეთ, რომ წარმატებული ყოფილიყავით. თუმცა, წარმტებული რომ გახდეთ, უნდა დაგეგმოთ, მოემზადოთ, დაელოდოთ და იმუშაოთ ამაზე ყოველდღიურად. არ არსებობს წარმატების საიდუმლო. წარმატება – ეს არის ცხოვრების დაუსრულებელი პროცესი და სტილი.

13. არაფერი რომ არ დაგეხარჯათ მიღწევებისთვის, ის ასეთი ფასეული არ იქნებოდა
გადაიხადეთ ეს საფასური. გაცილებით უკეთესია კარგი და მნიშვნელოვანი საქმით დაღლა, ვიდრე უსაქმურობით.

14. პრობლემები — ნებისმიერი წარმატებული ისტორიის ნაწილია
თუ პრობლემები გაგიჩნდათ — ეს კარგია. ეს ნიშნავს, რომ მიზნისკენ მიდიხართ, სწავლობთ და იზრდებით. პრობლემები არ აქვთ მხოლოდ იმათ, ვინც არაფერს აკეთებს.

15. წვრილმან პრობლემებზე კონცენტრაცია — კაცობრიობის ყველაზე დიდი შეცდომაა.
მიაჩვიეთ საკუთარი თავი სხვაგვარად ფიქრს. ნეგატიური საკითხები არ საჭიროებს თქვენს ყურადღებას კვირაში შვიდი დღის მანძილზე. ამის ნაცვლად იფიქრეთ სასიამოვნო მომენტებზე, საყვრელ ადამიანებზე და საკუთარ მიზნებზე.

დიდ წარმატებას აღწევენ კარგი შესაძლებლობების შემჩენვითა და გამოყენებით, და არა ყოველი წვრილმანი პრობლემის აღმოჩენით და გადაწყვეტით.

16. წარუმატებლობა გარდაუვალი და საჭიროა.
წარუმატებლობა შეიძლება თქვენი მასწავლებელი გახდეს და არა მტერი. ეს არის გაკვეთილი და არა დანაკარგი.

17. ის, რაც ცხოვრებაში გსურთ და რასაც მიაღწევთ, იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს იდელურად.
ბოლოს და ბოლოს, როცა გააკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, მიაღწევთ საკუთარ მიზანს, მაგრამ ის შეიძლება არ აღმოჩნდეს ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოგედგინათ.
უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი ყოველთვის ლამაზად შეფუთული არ იქნება.

18. თქვენ იმყოფებით იქ, სადაც იმ მომენტში უნდა იყოთ
ეს ასეა მაშინაც კი, როცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ. მაშინაც კი, როცა გრძნობთ, რომ ყველაფერი უნდა შეცვალოთ და ნულიდან დაიწყოთ. თქვენი გზის ყოველი ნაბიჯი და გამოცდილება, რომელიც გაიარეთ და შეიძინეთ – აუცილებელია.

19. თქვენ წარსულს ვერ შეცვლით, მაგრამ აწმყოს დანგრევა ნამდვილად შეგიძლიათ მომავალზე ნერვიულობით.

იცხოვრეთ აწმყოთი. კონცენტრირდით მასზე. ხვალ იქნება ის, რაც უნდა იყოს.

20. თქვენ ვერ იცხოვრებთ ბედნიერად სამყაროს ნეგატიური აღქმით.
ხასიათის ყველაზე მნიშვნელოვანი შტრიხი, რომელიც ყველა წარმატებულ ადამიანს აქვს – არის სამყაროს პოზიტიური აღქმა. ცხოვრებისადმი თქვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად კარგად იცხოვრებთ.

21. ცხოვრება მუდმივად იცვლება და ეს ხშრად მოულოდნელად ხდება.
დიახ, ცხოვრება იცვლება, მაგრამ თქვენც შეგიძლიათ მასთან ერთად შეიცვალოთ. როცა გარემოებები გტანჯავთ და მოვლენებს ვერ აკონტროლებთ, დაგჭირდებათ დრო, რათა გაერკვეთ საკუთარ ცხოვრებისეულ ფასეულობებში და გადახედოთ მათ. იქონიეთ არჩევანის გაკეთების სიმამაცე, როცა ამის დრო დადგება. მოძებნეთ საკუთარ თავში ძალა, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და იქონიეთ რწმენა იმისა, რომ ყველაფერი ისე გამოვა, როგორც საჭიროა.

22. როცა დროს დადრდზე კარგავთ, თქვენ საკუთარ წარმოსახვას ამუშავებთ იმაზე, რომ ცხოვრებაში არასასურველი სიტუაცია გქონდეთ.
თქვენ ოდესმე გაგიცნობიერებიათ ჭეშმარიტება, რაც ცხოვრებაში გეხმარებათ?
გაგვიზიარეთ თქვნი გამოცდილება და მოსაზრებები კომენტარებში.

წყარო: https://lifehacker.ru

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like