21 ციტატა ლუიზა ჰეის წიგნიდან, ცხოვრების გასამთელებლად

21 ციტატა ლუიზა ჰეის წიგნიდან, ცხოვრების გასამთელებლად

ადამიანები, რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს, იყვნენ ისეთივე შეშინებულები, როგორც ახლა თქვენ ხართ.
ამ სტატიაში მოყვანილი ციტატები დაგეხმარებათ გააგრძელოთ ცხოვრება, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი. სწორედ ამ პრინციპებზე არის აგებული ბევრი კურსი და ტრენინგი, რომლებიც განკუთვნილია სულიერი ტრავმების დასაძლევად. ეს ციტატები აღებულია წიგნიდან «გაამთელე შენი ცხოვრება», რომლის ავტორია ლუიზა ჰეი, ის წარმოადგენს ცოცხალ მაგალითს იმისა, რომ ეს ფილოსოფია მუშაობს.

ოდესღაც ლუიზას ცხოვრება იყო კოშმარი. ის გააუპატიურეს 5 წლის ასაკში, 15 წლის ასაკში დაფეხმძიმდა და სკოლა მიატოვა, ხოლო 16 წლის ასაკში უარი თქვა საკუთარ შვილზე. თუმცა მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა თეორიამ, რომლის მიხედვით ფიქრებს შეუძლიათ სხეულის მდგომარეობის აღდგენა. ჰეიმ დაიწყო ამ თეორიის შესწავლა და სემინარების ჩატარება, რის შემდეგ მისი ცხოვრებაც შეიცვალა: მაშინაც კი, როცა ჰეიმ აღმოაჩინა, რომ კიბოთი არის დაავადებული, მან უარი განაცხადა სამედიცინო მკურნალობაზე და სრულიად შეცვალა საკუთარი ცხოვრების სტილი – ჰეიმ იპოვა ძალა საკუთარ თავში ეპატიებინა ყველასთვის, ვინც საშინლად მოექცა ბავშვობაში, ვინც დიდი ტკივილი მიაყენა, ის პატიობდა ახლობლებს, დაიწყო სწორად კვება, განტვირთვა და ორგანიზმის გაწმენდა. ლუიზა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ გზით განკურნა მან საკუთარი თავი კიბოსგან. გარდა ამისა, ასეთი ცხოვრების წესმა მას მოუტანა კეთილდღეობა და ჰარმონია.

ლუიზა ჰეის წიგნიდან შერჩეული ციტატები ფიქრებს ცვლის და ფსიქოლოგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეხმარება ადამიანები ხელახლა დააჯერონ საკუთარ შესაძლებლობებში და შეცვალონ თავიანთი ცხოვრება.

1. ადამიანები, რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს, ისეთივე შეშინებული იყვნენ, როგორიც ახლა თქვენ ხართ.
2. საკუთარი რწმენის ფორმირებას ჩვენ ვახდენთ ბავშვობაში, შემდეგ ვმოძრაობთ ცხოვრების დინების მიმართულებით და ვაანალიზებთ სიტუაციებს, რომლებიც შესაფერისი იქნებოდა ჩვენ რწმენასთან.
3. წარსული სამუდამოდ წავიდა. ეს ფაქტია და ამ შემთხვევაში ვერაფერს შევცვლით. თუმცა შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ფიქრები წარსულზე. სისულელეა საკუთარი თავის დასჯა იმის გამო, რომ ოდესღაც ვიღაცამ გაწყენინათ ან ტკივილი მოგაყენათ.
4. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი საკუთარი თავისთვის: უკლებლივ ყველს უნდა ვაპატიოთ და გავათავისუფლოთ, განსაკუთრებით კი საკუთარ თავს. შეიძლება არც კი ვიცოდეთ როგორ ვაპატიოთ, მაგრამ ეს ძალიან უნდა მოვინდომოთ.
5. ადამიანი როცა ავად ხდება, მან უნდა მოძებნოს ის, ვინც მისგან პატიებას ელის და მთელი გულით აპატიოს.
6. ის, რასაც საკუთარ თავზე ვფიქრობთ, ხდება რეალობა. თითოეული ჩვენი ფიქრი ქმნის ჩვენს მომავალს.
7. საკუთარი თავის მიღება და გამართლება — ეს არის ჩვენს ცხოვრებაში ცვლილებებისა და დადებითი მოვლენების დაწყების გასაღბი.
8. საკუთარი თავის სიყვარული ნიშნავს აღნიშნო ის ფაქტი, რომ პიროვნულად არსებობ და ღმერთის მადლობელი ხარ სიცოცხლე რომ გაჩუქა.
9. ყველაფერს რასაც გასცემთ, იღებთ უკან.
10. იმისათვის, რომ სხვა შეცვალოთ, საჭიროა თავად შეიცვალოთ. საჭიროა საკუთარი ფიქრების მიმდევრობა შევცვალოთ.

11. რაც უფრო მეტად ხართ ჩაბღაუჭებული რომელიმე აზრს, მით უფრო სწრაფად უნდა გათავისუფლდეთ მისგან. თავსმოხვეული იდეები საშიშია.
12. თუ რამე მარტივია ჩვენს ცხოვრებაში, ეს გაკვეთილი ნამდვილად არ არის, ეს არის ის, რაც უკვე ვიცით.
13. ჩვენი სხეული მუდმივად გვესაუბრება. სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვპოულობთ სათანადო დროს მის მოსასმენად! სხეულის ყოველი უჯრედი რეაგირებს თითოეულ ჩვენს ფიქრზე და სიტყვაზე.
14. თვითკრიტიკა — ეს თქვენი ეგოს ჩართვაა. თქვენ იმდენად მიჩვეული გყავთ გონება საკუთარი თავი დამციროთ და ცვლილებებს შეეწინააღმდეგოთ, რომ მოცემულ მომენტში ძალიან გიჭირთ ყურადღება მიაქციოთ იმას, რასაც შინაგანი ხმა გეუბნებათ.
15. განდევნდეთ ფიქრები, რომლებიც უბედურს გხდით. აკეთეთ ისეთი საქმე, რომელიც მოგწონთ, შეხვდით ისეთ ადამიანებს, რომელთა გვერდით თავს კარგად გრძნობთ.
16. იმისათვის, რომ შესანიშნავი მოვლენები გქონდეთ ცხოვრებაში, ჯერ საჭიროა დაიჯეროთ, რომ ეს შესაძლებელია.
17. ყველა, ჩემს ჩათვლით, პასუხისმგებელია იმაზე, რაც მათ ცხოვრებაში ხდება – ცუდზეც და კარგზეც.
18. სიყვარული მოდის მაშინ, როცა მას საერთოდ არ ველით. სიყვარულის დაჟინებულ ძიებას არასოდეს მივყავართ შესაფერისი პარტნიორის შერჩევამდე. ასეთ სიტუაციაში ადამიანი მხოლოდ მძიმე ემოციურ განცდებში ვარდება. სიყვარული სადმე გარეთ არ არსებობს, ის ყოველთვის ჩვენშია. გიყვარდეთ და იყავით საყვარელი ადამიანი.
19. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შვილებისთვის შეგვიძლია – ეს არის ის, რომ მათ ვასწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული.
20. სინანული — უაზრო გრძნობაა. ის არასოდეს არავის არ ეხმარება და ვერც სიტუაციას ცვლის. ამიტომ გათავისუფლდით ამ გრძნობისგან.

21. თითოეული ჩვენგანი დიდ დანაკრაგს, ღალატს, შეურაცხყოფას განიცდის ცხოვრებაში. უსიამოვნების დავიწყება და დამნაშავეების პატიება სულიერი სიმწიფის და გონივრულობის ნიშანია. რაც მოხდა, მოხდა, ის წარსულში დარჩა. მანამ, სანამ ჩვენ არ ვისწავლით პატიებას, წარსულისგან ვერ გავთავისუფლდებით, ვერასოდეს ვიქნებით ჯანსაღი, ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like