2014 წლის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ვიდეოები

2014 წლის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ვიდეოები

მოკლემეტრაჟი – ერთ-ერთი ყველაზე რთული ჟანრია, რადგან ავტორმა უნდა გადმოსცეს საინტერესო ისტორია და მაყურებელი მიიზიდოს ძალიან შეზღუდულ დროში. ისინი, ვისაც ამის გაკეთება გამოსდის, უპირობოდ იმსახურებენ უმაღლეს ჯილდოს.

B2P.GE წარმოგიდგენთ 2014 წლის 4 საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ვიდეოს, რომლებსაც თამამად შეიძლება ეწოდოს ამ ჟანრის შედევრი.

“ექსპერტი”

«ექსპერტი» — მოკლემეტრაჟიანი ვიდეო თანამედროვე ოფისის თანამშრომლის სამუშაო დღეებზე, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს განსჯის უნარი თავისი ბოსებისა და კლიენტებისგან განსხვავებით. სრულიად შეუსრულებელი, აბსურდული მოთხოვნები, წამოყენებული ერთი მხარის მიერ და მიღებული მეორე მხრისგან. შედეგად, ერთი შეხედვით ჭკვიანი ადამიანები, დაკავებულნი არიან სულელური საკითხებით და დროს ატარებენ იდიოტებთან კამათში.

“მსროლელი”

თავზე კოვბოური ქუდი, წელზე მაგარი რევოლვერი. მთავარი გმირი შედის სალუნში, სადღაც ველურ დასავლეთში და ამ მოქმედებას თან ახლავს მთხრობელის ტრადიციული ხმა, რომელიც ყოველ წარმოთქმულ ფრაზაში გამოხატავს ირონიას. უამრავი კლიშე კლასიკური და თანამედროვე ვესტრენებიდან – სოფლელი ქალის საკვანძო სახიდან დაწყებული, ჩახლართული სიუჟეტებით დამთავრებული. ყველა ერთად ქმნის სერიოზულ კომიკურ ეფექტს.

“საჩუქარი”

მის ანდერსონი, რომლის როლს შესანიშნავი უმა თურმანი ასრულებს, მუშაობს საჩუქრების შემფუთველ მაღაზიაში. ერთხელ ის გაიცნობს ბატონ გრიმს – ილუზიონისტს, რომელიც ეხმარება მას დაინახოს ნამდვილი ჯადოქრობა გარშემო.

“ბედსვიანი”

ლამაზი და კეთილი მულტფილმი მშვენივრად უწყობს ხელს სამუშაო დღეს განწყობის ამაღლებას. ვიდეო-რგოლის ავტორები სვამენ შეკითხვას: «რამდენად გაქვთ მთელი ცხოვრების სიყვარულის პოვნის შანსი?»

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ