20 ყველაზე ეფექტური წესი მდიდრების ცხოვრებიდან

20 ყველაზე ეფექტური წესი მდიდრების ცხოვრებიდან

1. სამყარო ცდილობს უგნურად დაგტოვოს. უამრავ მაცდურ შეთავაზებას ვხვდებით – დაწყებული საბანკო გადასახადებით და პროცენტებით, სასწაულმოქმედი დიეტებით დამთავრებული – გაუნათლებელი ადამიანებისგან ფულის გამოწურვა და მათი მართვა გაცილებით იოლია. დაკავდით თვითგანათლებით იმდენად, რამდენადაც შეგიძლიათ.

2. საგანმანათლებლო ინსტიტუტებს ნუ ენდობით ბრმად. სანამ ისინი სასწავლო გეგმებს ამზადებენ, სისტემა ძველდება. სჯობს ადამიანების პატივისცემა და ცოდნა მოიპოვოთ საქმიანობით და ლიდერობით და არა მიმდევრობით.

3. იმდენად ბევრი წაიკითხეთ, რამდენიც შეგიძლიათ. გაითავისეთ სწრაფად კითხვის ტექნიკა მაღალი დონის დამახსოვრებით. ასე თავისუფლად შეძლებთ კვირაში ერთი წიგნის წაკითხვას.

4. შეეცადეთ მუდმივად იქონიოთ ურთიერთობა ყველასთან. გახდით ურთიერთობის ოსტატი. ისწავლეთ ადამიანში იმის ნახვა, რაც მასში მოგწონთ, შემდეგ იკონტაქტეთ მის ამ მხარესთან.

5. დროს ნუ დაკარგავთ მორცხვობაზე. ეს არის იმის რწმენა, რომ თქვენი ემოციები შესაძლოა გახდეს თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მსაჯული, არადა ყველაფერი პირიქით არის.

6. თუ რაიმე არასასიამოვნოდ განცვიფრებთ ვინემსთან ურთიერთობისას, მხოლოდ მათი გარღვევით გათავისუფლდებით ამ გრძნობისგან.

7. შეეცადეთ ხშირად იკონტაქტოთ თქვენზე უფროს ადამიანებთან. ასეთი ურთიერთობის მნიშვნელოვნება ისაა, რომ თქვენი თანატოლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სისტემა დიდად ვერ დაგეხმარებათ. უფროსებმა იციან ასევე ის, თუ რას გაიგებთ მოგვიანებით, რადგან მათ ეს უკვე გაიარეს – ამიტომ ნამვდვილად ღირს რჩევისთვის მათ მიმართოთ.

8. მოძებნეთ თქვენზე უფრო მაგარი ადამიანები – იმ სფეროში, რაც გაინტერესებთ და დრო გაატარეთ მათთან ერთად. ეს თავისთავად მნიშვნელოვანია, რათა შეძლოთ გახდეთ უკეთესი, გააკეთოთ საინტერესო საქმეები, იყოთ თავმოყვარე, ყურადღებიანი და გქონდეთ სიახლის მიმღეობა.

9. დროთა განმავლობაში თქვენ გახდებით უფრო კონსერვატორული. ეს უბრალოდ ფაქტია. ისინი, ვინც თქვენი გარემოცვაა, ქმნიან ერთგვარ გარსს, დახურულ სივრცეს, რომელიც იცავს «სტატუს ქვოს». სწორედ ამიტომ, ყველაზე გიჟური ედეების რეალიზება უნდა მოახდინოთ მაშინვე, რადგან ხვალ უკვე ძალიან შეგეშინდებათ მათი.

10. მაქსიმალურად შეამცირეთ ხარჯები. ეს დაგეხმარებათ შექმნათ ფინანსური რეზერვი იმ გიჟური იდეის განსახორციელებლად, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით.

11. სტატუსი აიმაღლეთ გამოცდილებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარიზში წასვლა უკეთესი არჩევანია, ვიდრე ახალი კარადა. გამოკვლევები აჩვენებენ, რომ ასეთი არჩევანი ამაღლებს კმაყოფილების გრძნობას, რომელსაც ადამიანი ცხოვრებისგან იღებს.

12. თუ თქვენ ცხოვრობთ სიდუხჭირეში – გადაწყვიტეთ ფინანსური პრობლემა. გამოიყენეთ ინტერნეტი, ასე შეძლებთ იაფად იყიდოთ საჭირო ნივთები ფასდაკლებების საიტებზე. თუ თქვენ ახლა ხელფასიდან-ხელფასამდე ცხოვრობთ – გააფართოვეთ ეს პერიოდი ორიდან სამ კვირამდე, შემდეგ ერთ თვემდე, წლმადე და ასე. მიზანი – უნდა მიხვიდეთ იმ მომენტამდე, როცა 5 წელზე წინასწარ დაიგეგმებით.

13. ისწავლეთ პროექტირება – ეს მშვენივრად ანვითარებს ლოგიკას, მეხსიერებას და წარმოასახვას.

14. ნუ გასუქდებით ახალგაზრდობაში. თავიდან ამაში ჰორმონები დაგეხმარებიან, მაგრამ არ ღრის ამ შესაძლებლობის სრულად დახარჯვა.

15. მიეჩვიეთ სადილის მომზადებას – ეს ძალიან გაამარტივებს თქვენს ცხოვრებას, კვება აღარ იქნება მოსაბეზრებელი თემა, ძვირადღირებული აუცილებლობისგან სასიამოვნო საქმიანობად გადაიქცევა და დაგიზოგავთ ფინანსებს.

16. კარგად გამოიძინეთ. ძილი და საკვების მომზადება დილისთვის დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ფორმა.

17. აწარმოეთ ბლოკნოტი. ნუ მიენდობით მეხსიერებას, რომელიც ტვინში გაქვთ. ენდეთ მხოლოდ ჩანაწერებს.

18. დაისახეთ დიდი მიზანი და შემთხვევითობას უფლება მიეცით დაგეხმაროთ. თუ არ განსაზღვრავთ ამ მიზანს, რა თქმა უნდა სხვა რამეც მოხდება, მაგრამ თუ დაისახავთ მას, გაცილებით უფრო დიდი და კარგი რამ მოხდება.

19. გახდით რაიმე კონკრეტულის სპეციალისტი. დახარჯეთ 5 წელი რაიმე კონკრეტულ საქმეზე და არა მის გარშემო ტრიალზე. თუ პროფესიის შეცვლა მოგინდებათ, რა პრობლემაა. მთავარია მოინდომოთ.

20. ნუ ეცდებით ადამიანების გამოსწორებას – სჯობს ისეთები მოძებნოთ, რომლებიც ჯერ არ არია გაფუჭებულები…

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1505 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like