20 სასარგებლო უნარჩვევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

20 სასარგებლო უნარჩვევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ჩვენ გასაოცრად კომფორტაბელურ და მსუყე დროში ვცხოვრობთ. ონკანიდან მოდის ცხელი და ცივი წყალი, მაღაზიაში თაროები სავსეა პროდუქტებით, კომპიუტერი კი გვაძლევს სწრაფ და სწორ პასუხს ნებისმიერ შეკითხვაზე. ნამდვილად ვერ იტყვი, რომ ეს ყველაფერი ცუდია. საკითხავია შევძლებთ კი ცივილიზაციის ამ სიკეთეების გარეშე ცხოვრებას?

რას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში, ჩვენი ბედი (ან მთელი კაცობრიობის ბედი, რატომაც არა?) უცებ მკვეთრად რომ შეიცვალოს და საკუთარი თავის ყველა აუცილებელით უზრუნველყოფა თავად მოგვიხდეს?

რომ გადაამოწმოთ თქვენი მზაობა ნებისმიერი ცხოვრებისეული მდგომარეობის მიმართ, გთავაზობთ 20 აუცილებელ შესაძლებლობას, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს.

საინტერესოა, ჩამოთვლილი პუნქტებიდან, რამდენს მონიშნავთ თქვენ:

1. ცეცხლის გაღვივება
ბევრი ჩვენგანი ვერ შეძლებს ცეცხლის გაღვივებას მშრალი შეშით და ასანთითაც კი. რაც უკვე უფრო რთულ პირობებზე მიუთითებს.

2. თვითგადარჩენისთვის ძირითადი უნარების ქონა
იმ ადგილების ცოდნა, სადაც შეიძლება წყლის პოვნა, იმის ცოდნა, თუ რისი ჭამა შეგიძლიათ ან არ შეგიძლიათ ველურ ბუნებაში. როგორ ააშენოთ თავშესაფარი, დაიჭიროთ თევზი, როგორ გადაცუროთ მდინარე უსაფრთხოდ, როგორ შეინარჩუნოთ სხეულის ტემპერატურა.

3. ბოსტნეულის მოყვანა
თუ ყველა მაღაზია გაქრება, მხოლოდ ბოსტანი დაგეხმარებათ გადარჩენაში. იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს მოყვანას შეძლებთ.

4. ცურვის ცოდნა
არსებობს მთელი რიგი სიტუაციები, როცა დაგჭირდებათ ცურვის ცოდნა იმისათვის, რომ თავად გადარჩეთ ან სხვას დაეხმაროთ.

5. როგორ გამოცვალოთ ბორბალი
ეხება როგორც ავტომანქანას, ასევე ველოსიპედს.

6. პირველი დახმარების აღმოჩენა
ეკრანებზე ჩვენ ვხედავთ ათასობით მომაკვდინებელ სიუჟეტს, მაგრამ შესაძლოა თავად აღმოვჩნდეთ სახიფათო სიტუაციაში, როცა ჩვენს დახმარებაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

7. სწორად ჩაცმა
არსებობს მოდური ჟურნალების დიდი რაოდენობა, რომელბიც გვიყვებიან ფერადი ჰალსტუჰების შესახებ, მაგრამ თქვენ შეიძლება სულ სხვა ინფორმაცია გაინტერესებდეთ. გაარკვიეთ როგორ უნდა დაიცვათ თავი სიცივისა და სიცხისაგან, რა დაგიცავთ მწერების ნაკბენისაგან და ტრამვებისაგან.

8. როგორ იურთიერთოთ ადამიანებთან
რთულ ვითარებაში თქვენ დაგჭირდებათ თანადგომა და დახმარება სხვების მხრიდან. დროა სოციალური ქსელების ეპოქაში დაკარგული ეს უნარები აღვიდგინოთ.

9. როგორ აიმაღლოთ საკუთარი პიროვნული წონა
თუ თქვენ გიჭირთ მაცივრისგან კომპიუტერისკენ ან პირიქით გადაადგილება, ნამდვილად გაგიჭირდებათ მეგობრების და საკუთარი თავისთვის დახმარების გაწევა. სავარაუდოდ იქნებით ზედმეტი ტვირთი.

10. ვაჭრობის ცოდნა
კრიზისულ პერიოდში საგნების ღირებულება მკვეთრად ცვალებადი იქნება და ფული, სავარაუდოდ დაკარგავს ჩვეულ სტატუსს. თქვენი კეთილდღეობა ძალიან იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეგიძლიათ ვაჭრობა და მოლაპარაკება.

11. როგორ უნდა დაიცვათ თავი ერთი ან რამოდენიმე თავდამსხმელისგან
თავდაცვის უნარების შეძენა შეუძლებელია კომპიუტერის მონიტორზე მონსტრების რამოდენიმე საათიანი განადგურებით. კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში, ეს პირველი უნარია, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ.

12. ისწავლეთ ისტორიების მოყოლა
ელექტრო ენერგიის და ინტერნეტის არქონისას არაფერი ისე არ ამშვენებს გრძელ საღამოებს, როგორც მომხიბლავი ცხოვრებისეული ისტორია.

13. როგორ შეაკეთოთ ყველაფერი
თქვენ მოგიწევთ აითვისოთ ხელოსნის, ავტომექანიკოსის, სანტექნიკოსის და ა.შ. პროფესიები. საქმე სულაც არ ეხება ფულის ეკონომიას. უბრალოდ ერთხელაც ვერავის გამოიძახებთ და ეს ყველაფერი დაგჭირდებათ.

14. შეისწავლეთ ნავიგაცია GPS-ის გარეშე
კომპასისა და რუკის მიხედვით ორიენტირება ჩვენს დროში ფაქტიურად დავიწყებული უნარია.

15. ისწავლეთ კერვა
თუ მოგბეზრდათ საკერავი ნემსით ჯდომა, მაშინ შეისწავლეთ ცხოველების ტყავის გამოყვანა და შეკერვა ძვლის ნემსით.

16. ისწავლეთ მანქანის მართვა
შესაძლოა ახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ, ან პირადი მძღოლი გყავთ, მაგრამ კრიზისული ვითარებისას არც ერთი და არც მეორე ვარიანტი არ მუშაობს.

17. ისწავლეთ როგორ შეინახოთ პროდუქტები
ხორცის გამოყვანა, დაკონსერვება, მურაბებისა და მწნილების მომზადება, რადგან კრიზისულ სიტუაციაში ამ ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთება მოგიწევთ და მაღაზიის თაროზ ვერ შეარჩევთ.

18. ისწავლეთ კერძების მომზადება
ადრე თუ გვიან, ამის გაკეთება მაინც მოგიწევს, თუ არ გინდათ მოკვდეთ ბუტერბროდების, ბეკონისა და შემწვარი კვერცხის ჭამით.

19. როგორ იცხოვროთ Google-ის გარეშე
შეიძლება ობლად იგრძნოთ თავი, მაგრამ გამაგრდით.

20. ისწავლეთ სირბილი
თუ ზემოთ ჩამოთვლილი, რომელიმე უნარი ცუდად აითვისეთ, მაშინ სირბილის ცოდნა თქვენი ბოლო იმედი იქნება.

კრიზისულ სიტუაციებში რომელი უნარით შეგიძლიათ თავის მოწონება?
დატოვეთ კომენტარები, რომლებიც იწყება სიტყვებით: „მე შემიძლია…“

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ