20 რჩევა საკუთარი თავისთვის
1764 Views

20 რჩევა საკუთარი თავისთვის

1. არ არის საჭირო ნერვიულობა
ჩვენს ცხოვრებაში ბევრი სტრესული სიტუაციაა, მაგრამ ყველა მათგანი წარსულში რჩება და ვივიწყებთ. მთავარი კი ისაა, რომ არც ერთი მათგანი არ ღირდა მათზე დახარჯული ნერვების ფასად.

2. იყავით მადლიერი იმისათვის, რაც გაქვთ
ბავშვობაში ადამიანებს ძალიან აწუხებთ როცა არ აქვთ ის, რაც სურთ. ოცი წლის შემდეგ უმეტესობას ახარებს ის, რაც გააჩნია.

3. გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები
ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს სრულყოფის, რაიმე ახლის შესწავლის, საკუთარი შეცდომების გააზრების, დასკვნების გამოტანის და იმის საშუალება, რომ უბრალოდ უკეთესი ვიყოთ.

4. დაიოკეთ ეგოიზმი
ეს არის ის, რაზეც ყველა ადამიანმა უნდა იმუშაოს მუდმივად, რადგან ეგოიზმი არ გვხდის უკეთესს. ის საშინელია იმით, რომ ხელს გვიშლის მეტის მიღწევაში.

5. გაერკვიეთ საკვებში
თუ საკვებში გარკვეული არ ხართ და ჯანსაღი კვება არ გაქვთ, აუცილებლად მოაგვარეთ ეს საკითხი. დანაშაული არ იქნება, თუ პერიოდულად ნაყინს ან სხვა კალორიულ საკვებს მიიღებთ, მაგრამ მთავარია ყურადღება მიაქციოთ კვების რეჟიმს და ფორმას, რადგან უმჯობესია რაციონში იყოს ორგანული საკვები და ცოცხალი ხილის წვენი.

6. გაოფლიანდით ყოველდღიურად
ძალიან მნიშვნელოვანია მოძრაობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მთელი დღე მაგიდასთან სხედან საათობით.

7. გაეცით ბოლომდე
წარმატების მიღწევა ფაქტიურად ყველას გაუჭირდებოდათ, რომ არა მათ გარშემო ადამიანების ის მრავალრიცხოვანი გუნდი, რომელთა მხარდაჭერა წარმატების მიღწევაში ძალიან მნიშვნელოვანია, ესენი არიან ოჯახის წევრები, მეგობრები, მასწავლებლები, მწრთვნელები – მათი როლი განუზომელია. იფიქრეთ იმაზე, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს და ისწავლეთ ბოლომდე გაცემა – ეს მადლიერების უმაღლესი ფორმაა.

8. დაისახეთ მიზნები
აუცილებელია დაისახოთ მიზნები და მათი მიღწევის ვადებიც განსაზღვროთ. თუ მუდმივად ასე გააკეთებთ, ეს ჩვევაში გადაგივათ და უკვე გეცოდინებათ, რომ თუ ჩადებთ ენერგიის მაქსიმუმს იმაში, რისი გაკეთებაც გსურთ, დასახული მიზანი აუცილებლად მიღწეული იქნება.

9. ნურავის მისცემთ თქვენით მანიპულირების უფლებას
თუ არ გინდათ ისეთი ცხოვრებით იცხოვროთ, როცა მხოლოდ შაბათ-კვირას დაისვენებთ და მხოლოდ ორკვირიანი შვებულება გექნებათ წლის მანძილზე, უბრალოდ ნუ იზამთ ამას. იკითხეთ შთამაგონებელი ბლოგები იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმოთ ცხოვრება და სამსახური ისე, როგორც ეს თქვენ გსურთ. ნუ გადადებთ შემდეგისთვის – უბრალოდ გააკეთეთ ახლავე.

10. მიჰყევით საკუთარ სურვილებს
სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ გვეძლევა. თუ არ აკეთებთ იმას, რაც გსურთ, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ რამის კეთებას? რა აზრი აქვს ყოველ დღე ისეთ ცხოვრებას, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ?

11. ყველაფერი გააკეთეთ ენთუზიაზმით
ყოფილმა ფეხბურთელლმა და მწრთვნელმა ვინს ლომბარდიმ ერთხელ თქვა: «თუ თქვენ არ იწვით ენთუზიაზმით, გაგდებული იქნებით ენთუზიაზმით» – და ის მართალია.

12. ისწავლეთ ურთიერთობების აწყობა
ურთიერთობების სწორად აწყობის ცოდნისას ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი – როგორც პირადი, ისე პროფესიონალური. ადამიანებს ყველაზე მეტად ადარდებს არა ის, თუ როგორი ხართ თქვენ, არამედ ის, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ მათდამი.

13. შეეცადეთ განიცადოთ რაიმე ახალი
მაშინაც კი, თუ სკეპტიკოსი ხართ, მოსინჯეთ რაიმე ახლის განცდა, ამით უფრო მეტს გაიგებთ და შეიძენთ.

14. გააცნობიერეთ თქვენი შიში და მიიღეთ ის
ამ რჩევას სპორტული ფსიქოლოგი ჯეფ სპენსერი იძლევა. მიყევით მის რჩევას, გამოგადგებათ, რადგან გამოცდილი ათლეტებიც განიცდიან შიშს ისევე, როგორც სხვა ადამიანები, მაგრამ ეს შიში აძლიერებს მათ სულიერად და აღვივებს მათ ჟინს შეჯიბრებების დროს.

15. ნუ მისცემთ უფლებას ბავშვობას გავლენა მოახდინოს ზრდასრულ ცხოვრებაზე
ნუ მისცემთ ბავშვობაში მომხდარ მოვლენებს იმის უფლებას, რომ გავლენა მოახდინოს თქვენს ზრდასრულ ცხოვრებაზე. ცუდი ყველა ჩვენგანს ემართება. გამოიყენეთ ეს როგორც გამოცდილება, მიიღეთ გაკვეთილი ამისგან და იყავით მადლიერი.

16. დააფასეთ საკუთარი ოჯახი
ოჯახი ძალიან ბევრს ნიშნავს – ოჯახის წევრების არსებობისა და მხარდაჭერის გარეშე წარმატების მიღწევა რთულია.

17. გააკეთეთ თვითინვესტიცია
გაყიდვების სპეციალისტი გრანტ კარდონი გვირჩევს, რომ რაც შეიძლება მეტი ფული დავაბანდოთ საკუთარ თავში. თუ რატომ უნდა მოვიქცეთ ასე, ამ სტატიიდან ადვილი გასაგებია.

18. ისწავლეთ გამოჩენილი მწვრთნელებისა და მასწავლებლებისგან
კარგი მრთვნელები და მასწავლებლები დაგეხმარებიან დაძლიოთ კაპრიზები, ეგოიზმი, დაისახოთ მიზნები და იყოთ პრიცნიპულები მათი მიღწევის გზაზე, ისწავლოთ ადამიანებთან ურთიერთობა, გუნდში მუშაობა და ბევრი სხვა რამ. შეეცადეთ მოძებნოთ ასეთი მწრვთნელ-მასწავლებლები ყოველდღიურად.

19. თქვენს გარშემო შექმენით გუნდი, რომელიც მხარს დაგიჭერთ
ექსპერტების რჩევები ნამდვილად სასარგებლოა ამ საკითხის მოგვარებისას. მათი რჩევა კი ასეთია – არავის შეუძლია მწვერვალზე მარტო ასვლა. მოძებნეთ ისინი, ვინც მხარს დაგიჭერენ.

20. მიჰყევით საკუთარ ოცნებებს, მიუხედავად იმისა რაზე ოცნებობთ
მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ და როგორი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ. ოცნება გვიანი არასოდეს არის. ოცნებები – ეს ყველაზე ნათელი განცდებია. თან ხშირად ოცნება ხდება. ნუ შეზღუდავთ თავს ამ საკითხში.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1494 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like