20 რჩევა 20 წლის სტარტაფერებისთვის

20 რჩევა 20 წლის სტარტაფერებისთვის

ჯეისონ ნაზარი, რომელმაც თავისი პირველი სტარტაფი Docstoc-ი 20 წლის ასაკში დააარსა, აცხადებს, რომ თავის დროზე ძალიან ამაყობდა ყველაზე ახალგაზრდა და გავლენიანი მეწარმის სტატუსით. მაგრამ ახლა, განვლილი წლების გადმოსახედიდან ის ხვდება, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა. ახლა ნაზარი 34 წლისაა და ჟურნალ Forbes-ში, თავის სვეტში ის უყვება 20 წლის ახალგაზრდებს შეცდომების და იმის შესახებ თუ როგორ აარიდონ მათ თავი.

ასე რომ, თუ თქვენ 20 წლის ხართ და გსურთ საკუთარი ბიზნესის დაწყება, გთავაზობთ იმ საკითხებს, რაც აუცილებლად წინასწარ უნდა გაითავისოთ:

1. დრო უსაზღვრო არ არის. მსოფლიოში ძალიან ცოტაა 20 წლის ახალგაზრდები „მისწრაფვის ამაღლებული გრძნობით“. მათ ჰგონიათ, რომ მთელი ცხოვრება და ყველა მათი დიდი წარმატება ჯერ კიდევ წინ არის, ამიტომ შეუძლიათ უბრალოდ იარონ სტარტაფერების კონფერენციებზე, ისაუბრონ საკუთარ ოცნებებზე მეგობრებთან კაფეში და ა.შ. მაგრამ დრო ერთადერთი რესურსია, რომლის ფუფუნებაც აქვს ახალგაზრდობას და რომელიც ნამდვილად არ ღირს გასაფლანგად, რადგან ის აღარ დაბრუნდება. თუ თქვენ 20 წლის ხართ გახსოვდეთ: ის შესაძლებლობები, რომელბიც დღეს გაქვთ, ხვალ ვერ გაგიჩნდებათ. ამიტომ საჭიროა შეუჩერებლად მოქმედება.

2. ნიჭი გადაფასებულია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბიზნესს იწყებს სრულწლოვანების მიღწევისთანავე, ძალიან ამაყობს საკუთარი თავით. მათ იციან, რომ ნიჭიერები არიან. მაგრამ ნიჭი არის „გადაუმუშავებელი ნედლეული“, რომელიც თავისთავად არაფრად არ ღირს. მნიშვნელოვანია მისი „გადამუშავების“ დროულად დაწყება, ანუ წარმატების გზაზე მეთოდურად და მიზანმიმართულად მუშაობა. იდეა იმის თაობაზე, რომ თქვენ ყველაზე ჭკვიანი ხართ და ასეთი დარჩებით სულ, უბრალოდ არასიცოცხლისუნარიანია.

3. ჩვენ გაცილებით პროდუქტიულები ვართ დილაობით. როცა ნაზარი ახალგაზდა იყო, ამაყობდა იმით, რომ შეეძლო შუაღამის სამ საათამდე ემუშავა. თუმცა ეს სულელური სიამაყეა, რადგან სჯობს გამოიძინოთ, ადრე ადგეთ და შეუდგეთ მუშაობას. დილაობით ტვინი გაცილებით უკეთ მუშაობს ვიდრე ღამით და შესაბამისად უფრო მეტის გაკეთებას ასწრებთ. გაცილებით უკეთესია რაიმე პროდუქტზე დილაობით იმუშაოთ, დღის მეორე ნახევარი კი შეხვედრებისთვის, სატელეფონო ზარებისა და სტრატეგიული დაგეგმივსთვის გამოიყენოთ. სხვათა შორის ეს თეზისი დამტკიცებულია მეცნიერულადაც.

4. სოციალური მედია – ეს კარიერა არ არის. ეს თანამდებობა არ იქნება მსხვილ კომპანიებშიც კი უკვე 5 წლის შემდეგ. SMM (Social media manager) — არის მარკეტინგის ერთ-ერთი შემადგენელი და არაფერი სხვა. კარიერის მოწყობა საკუთარი სურვილით დღე და ღამე Facebook-ში ჯდომით ნამდვილად არ გამოგივათ.

5. შეეშვით კომპიუტერის უკან დამალვას. ბიზნესში წარმატება პირდაპირ კავშირშია პირად კონტაქტებთან და „ემოციურ“ საუბრებთან. გინდათ წარმატებული ბიზნესის მოწყობა? ხშირად აიღეთ ხელში ტელეფონი, მაგრამ არა საიმისოდ, რომ მეგობრებს უპასუხოთ ჩატში, არამედ იმისთვის, რომ კლიენტს დაურეკოთ.

6. მოდით პირველი და წადით ბოლო. კონკურენტების დაძლევისა და ბაზრის ლიდერად გახდომისთვის არსებობს ერთად-ერთი გზა და ეს არის კონკურენტებზე მეტი მუშაობა. ამასთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ თქვენი თანამშრომლები კარგად მუშაობას ვერ შეძლებენ, თუ ისინი უფროსს „შენ“-ობით მიმართავენ, ხოლო ოფისში სადილობამდე ადრე არ მოდიან.

7. ნუ დაელოდებით ნებართვას რაიმეს გასაკეთებლად. მნიშვნელოვანი საქმის დაწყების წინ ასევე არ ღირს ახლობლებში მხარდაჭერის ძებნა. გადაწყვიტე – გააკეთე. არავინ არ მიგითითებთ თქვენ გზას მილიონებისკენ. მისი მოძებნა დამოუკიდებლად მოგიწევთ.

8. თქვენს შეცდომებზე პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე. იმისათვის რომ იყოთ წარმატებული საჭიროა ბევრი შეცდომა დაუშვათ, მაგრამ ამასთან ყოველთვის უნდა ნახოთ ძალა საკუთარ თავში სხვა რამის საცდელად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაიცვათ საკუთარი შეცდომები ან მოუძებნოთ მათ გამართლება. პატიოსნება – წარმატებული ბიზნესის მთავარი თვისება ნამდვილად არ არის.

9. სწრაფად სწავლის საშუალება არის სუპერპროფესიონალთან ერთად მუშაობა, როგორც ეს არის ფილმში „ეშმაკი ატარებს Prada-ს“. სფეროს ლიდერის პირად მდივნად მუშაობა კარგი სტარტია წარმატებული კარიერისთვის და არანაკლებ კარგი სამომავლოდ საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის. საჭიროა საკუთარი საზღვრების ყოველდღიურად გაფართოვება და სრულყოფა.

10. არ ღირს სამსახურის ხშირად გამოცვლა. ადამიანები, რომლებიც წლის მანძილზე რამოდენიმეჯერ იცვლიან სამსახურს, ძალიან ცოტა ვინმეს თუ მოსწონთ. ეს სამართლიანიცაა, რადგან გარკვეული ახალი უნარების გასათავისებლად და ახალი ცოდნის მისაღებად (აბა რისთვის დადიხართ სამსახურში?!), საჭიროა არანაკლებ ორი-სამი წელი დაუღალავი შრომა. თუ თქვენ „გადამრბენი“ ხართ სტაჟით, საეჭვოა, რომ თქვენ რაიმე ისწავლეთ.

11. ნუ წამოეგებით სოც-პაკეტზე. მართალია ძალიან მიმზიდველია ოფისში მუშაობა, სადაც უფასოდ არიგებენ ორცხობილას, აკეთებენ მასაჟს და შეზღუდვის გარეშე უშვებენ თანამშრომლებს გასართობ ოთახში. თუმცა გაცილებით სასარგებლოა კარიერისთვის ისეთი კომპანიის შერჩევა, სადაც თქვენ შესაძლებლობა გექნებათ იმუშაოთ გამოცდილ მენეჯერებთნ და ინჟინრებთან ერთად. კარგი ხელმძღვანელი ნამდვილად სჯობს უფასო ორცხობილას.

12. საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება. როცა რაღაცით ხართ დაკავებული სამსახურში დღეს, უნდა იცოდეთ რა რეზულტატს მოგცემთ ეს პირადი კარიერის მხრივ სამომვალოდ, რადგან ძალიან რთულია იმის კეთება, რისი კეთებაც არ გინდათ. მაგრამ თუ ამაში არის აზრი – მოგიწევთ გააკეთოთ. თუ საქმე უაზროა, ხოლო კარიერული ზრდა არ შეიმჩნევა, დროა ახალი სამსახური იშოვოთ.

13. ისაუბრეთ ნაკლები. ახალი თაობა Y — ეს არის უაზროდ მოლაპარაკეთა თაობა. როცა ადამიანები სამუშაო ადგილზე ყოფნისას უაზროდ ლაპარაკობენ, კომპანიისთვის ეს კობოსავით არის. უსარგებლო საუბრებს შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი კომპანია და დაღუპოს ნებისმიერი კარიერა.

14. გაითავისეთ ახალი ტექნოლოგიები. თქვენს რეზუმეს ჩანაწერი – „Microsoft Office-ის კარგი მომხმარებელი“ არაფერს არ შემატებს, მაგრამ Photoshop-ის, MySQL-ის, WordPress-ის, Adwords-ის, Balsamiq-ის ან Final Cut Pro-ს ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე სამყაროში ყველაზე „მოწინავე“ პროგრამული პროდუქტების ცოდნა აუცილებელი პირობაა განვითარებისთვის.

15. სოციალური კავშირები. საჭიროა ისწრაფოდეთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან იქონიოთ კონტაქტი. მთელი თქვენი თავისუფალი დროის ინვესტიცია უნდა გააკეთოთ ურთიერთობებში.

16. თქვენ დაგჭირდებათ მინიმუმ სამი პროფესიონალი ზედამხედველი. საუბარია ადამიანებზე, რომლებმაც უკვე მიაღწიეს იმას, რისკენაც თქვენ მიიწევთ. მათი რჩევები და ყურადღება, რაც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ, მოგვიანებით ფასდაუდებელი გახდება.

17. იმისათვის, რომ რამე ისწავლოთ, საჭიროა ისე მოიქცეთ, თითქოს უკვე ყველაფერს მიაღწიეთ. თქვენი უფროსი რთულ გადაწყვეტილებას იღებს? როგორ მოიქცეოდით თქვენ მის ადგილას? ასეთი მოდელირება ასე თუ ისე მოგამზადებთ სამომავლო რთული გამოცდებისთვის.

18. ნაკელბი ტვიტი – მეტი წიგნი. იკითხეთ რაც შეიძლება მეტი რთული და გრძელი ტექსტები. ტექსტში, სადაც 140 სიმბლოა არ დევს არც აზრი და არც სიღრმე. დარწმუნდით, რომ თვეში ერთ წიგნს მაინც კითხულობთ.

19. ისწავლეთ დაზოგვა. მაჯის ოქროს საათი, მოდური ავტომობილი და ბინა პრესტიჟულ რაიონში – გაგხდით მატერიალური შემოსავლის ტყვედ. რაც უფრო ნაკელბს დახარჯავთ ყოველდღიურად, მით უფრო გაგიადვილდებათ სამომავლოდ ფინანსურ საკითხებთან გამკლავება, მას შემდეგ რაც კიდევ ერთი სტარტაფის ავტორი გახდებით. რა თქმა უნდა თითოეულ დახარჯულ ლარზე არ უნდა დაწვრილმანდეთ და იწუწუნოთ, ეს უაზრობაა, მაგრამ ხარჯების 25%-ით შემცირება ყველას შეუძლია. დაიწყეთ მცირედით.

20. რეპუტაცია შეუფასებელია. მისი დაკარგვა შეუძლებელია, რამდენადაც ეს ყველაზე ფასეული ვალუტაა, რაც თქვენ გაგაჩნიათ. კარგი რეპუტაცია – სტაბილური და კარგი ბიზნესის საწინდარია, მისი არქონა კი პრაქტიკულად ჩავარდნის გარანტიაა. ამ მომენტის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამყაროში, სადაც ყველამ ყვლაფერი იცის ერთმანეთზე. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას ავრცელებთ სოციალურ ქსელში. რეპუტაცია – ეს ის განძია, რომლის პოვნაც მისი დაკარგვის შემდეგ შეუძლებელია.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ