20 ჭეშმარიტება, რომლებიც 30 დღეში შეცვლიან თქვენს ცხოვრებას
2668 Views

20 ჭეშმარიტება, რომლებიც 30 დღეში შეცვლიან თქვენს ცხოვრებას

პატარა გამოცდები, რომელთა გავლის შემდეგ, ერთ თვეში თქვენ შეცვლით საკუთარ ცხოვრებას.

ჩვენ – ის, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ.
სრულყოფილება – ეს მოქმედება კი არა, ჩვევაა.
~ არისტოტელე

მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ მათ, ვისაც ძლიერი ნებისყოფა აქვთ, ჰყოფნით 30 დღე იმისათვის, რომ ახალი ჩვევა გამოიმუშაონ. ისევე როგორც ახალი საქმის დაწყებისას, ამ შემთხვევაშიც მთავარია დაწყება და პირველი უხერხული ნაბიჯების გადალახვა. ეს 80%-ია წარმატების გზაზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში მცირედი პოზიტიური ცვლილებების შეტანა მუდმივად, 30 დღის მანძილზე მაინც.

ქვემოთ მოცემულია 20 გამოცდა, რომლების გადაჭრაც 30 დღის მანძილზე სრულიად შესაძლებელია. აიღეთ 2-დან 5-მდე შესასრულებელი ამოცანა და მოეკიდეთ მათ მთელი გულით. როცა მათ გადაჭრით და გაითავისებთ, შეარჩიეთ შემდეგი თვისთვის რამოდენიმე და ა.შ.

1. გამოიყენეთ ბედნიერების გამომწვევი სიტყვები
ჩვეულებრივ, როცა ვინმეს ვეკითხები «როგორ ხარ», მპასუხობენ დაახლოებით ასე «ნორმალურად» ან «კარგად». ერთ დღეს, ჩემმა კოლეგამ ასე მიპასუხა «შესანიშნავად»! პასუხზე მე გამეღიმა, შემდეგ დავფიქრდი. მე მას ვკითხე, რა შეემთხვა ასეთი შესანიშნავი, რაზეც მიპასუხა: «როგორ თუ რა – მე ჯანმრთელად ვარ, ჩემი ოჯახიც კარგად არის, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს რა, შესანიშნავი არ არის?» ჩემსა და მის ცხოვრებას შორის ერთად-ერთი სხვაობა იყო -ცხოვრებისამი დამოკიდებულება. მისი ცხოვრება შეიძლება სულაც არ იყო სხვებზე უკეთესი, მაგრამ ის სხვებზე ოცჯერ უფრო ბედნიერი ჩანდა. ამიტომ, შეეცადეთ მომდევნო 30 დღის მანძილზე გამოიყენოთ სიტყვები, რომლებიც იწვევენ ღიმილს.

2. შეეცადეთ ყოველ დღე რაიმე ახალი გასინჯოთ
მრავალფეროვნება ცხოვრებას სიმძაფრეს მატებს. თქვენ შეიძლება ერთი და იგივე აკეთოთ ან დაინახოთ უამრავჯერ, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება წარუშლელია, ამიტომ შეეცადეთ მომდევნო 30 დღის მანძილზე ყოველდღიურად გაიგოთ ან გამოსცადოთ რაიმე ახალი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, ახალი ჰობი, უცხო ადამიანთან საუბარი და ა.შ.

3. სცადეთ ყოველ დღე გააკეთოთ რაიმე უანგაროდ
ტყუილად არ არის ნათქვამი – რასაც დათესავ, იმას მოიმკიო. როცა თქვენ დადებითად მოქმედებთ ვინმეს ცხოვრებაზე, ამავდროულად ცვლით საკუთარსაც. გააკეთეთ რაიმე უანგაროდ, რაც სხვას გააბედნიერებს, ეს ცხოვრების მანძილზე დაგამახსოვრდებათ. მართალია თქვენი არჩევანი შეუზღუდავია, მაგრამ თუ შეგიძლიათ ვინმეს დაეხმაროთ და ეს არაფერს დაგაკლებთ – გააკეთეთ ეს.

4. ყოველ დღე შეისწავლეთ და პრაქტიკულად აითვისეთ ახალი უნარი
თუ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ ნებისმიერ სიტუაციაში, მაშინ უდაოდ ბედნიერად და პროდუქტიულად იცხოვრებთ. იმისათვის, რომ საკუთარ თავს დაეყრდნოთ, უნდა შეიძინოთ რაც შეიძლება ბევრი სასარგებლო უნარი, უნდა დაოსტატდეთ ყველაფერში. გარდა ამისა ახალი უნარების შეძენა სახალისოც არის.

5. ყოველ დღე ვინმეს ასწავლეთ რამე ახალი
ყველა ჩვენგანს აქვს ბუნებრივად თანდაყოლილი რაიმე ძლიერი მხარე ან ნიჭი, რაც შეიძლება ჩვენს გარშემო ადამიანებს სასიცოცხლოდ დაეხმაროთ. ის, რაც თქვენთვის მარტივია, სხვებისთვის შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. ამ შესაძლებლობებს ჩვენ მოცემულობად ვაფასებთ და ვერც კი ვხვდებით, რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია მათი დახმარებით სხვებისთვის, რომ შეგვიძლია მათი დახმარებით ვთესოთ სიკეთე და თავისუფალი ცხოვრების ნება გავუღვივოთ ადამიანებს. ეს შეიძლება იყოს ხატვა, მათემატიკის სწავლება, გემრიელი სადილის მომზადება ან სულაც რაიმე კურსების ჩატარება. შეეცადეთ მომდევნო 30 დღის მანძილზე საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები სხვებსაც გაუზიაროთ.

6. ყოველდღიურად გამოყავით მინიმუმ ერთი საათი იმისათვის, რითაც რეალურად ხართ გატაცებული
არ დაგავიწყდეთ თქვენი გატაცებებით დაკავდეთ. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს. ზოგიეთი ადამიანი სიამოვნებას იღებს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობით, ზოგი სარწმუნოებაში, სხვას კლუბებში, გაერთიანებებში ყოფნა მოსწონს, რაც ერთნაირი შეხედულებების ადამიანების თავმოყრის ადგილია. ეს ადამიანები დაკავებული არიან იმით, რაც მოსწონთ, ამიტომ შედეგად იღებენ სიამოვნებას და სიხარულს.

7. იყავით კეთილი ყველას მიმართ, მათ მიმართაც, ვინც უხეშად გექცევათ
თუ თქვენ კეთილგანწყობილად ესაუბრებით მას, ვისაც გულზე არ ეხატებით, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს გრძნობებს მალავთ. ეს უფრო იმას ნიშნავს, რომ თქვენ რეალურად ზრდასრული ადამიანი ხართ და შეგიძლიათ გრძნობების გაკონტროლება. ყველას მიუდექით კეთილგანწყობილად და პატივისცემით, იმათაც, ვინც თქვენ ასე არ გექცევათ – ეს არა იმიტომ, რომ ისინი კარგი ადამიანები არიან, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ასეთი. შეეცადეთ ასე მოიქცეთ მომდევნო 30 დღე და თქვენ ნელ-ნელა დაინახავთ როგორ გაქრება უხეშობა თქვენს გარშემო.

8. შეეცადეთ ყოველთვის შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა
რეალურად წარმატებული ადამიანები ცდილობენ ყოველთვის ოპტიმისტემი იყვენენ. მათ გამომუშავებული აქვთ პირადი ბედნიერების და რაიმე ახლის შექმნის უნარი. მნიშნველობა არ აქვს რა სიტუაციაში ხართ, გახსოვდეთ: ნებისმიერი ცნობილი მომღერალი ქალი ერთ დროს იყო ჩვეულებრივი გოგონა, რომელიც ცდილობდა საკუთარ ცხოვრებაში დაენახა პოზიტივი. ასეთმა ადამიანებმა იციან, რომ შეცდომა მხოლოდ პიროვნული ზრდის შესაძლებლობა და რაიმე ახლის სწვალის შანსია. ისინი, ვინც ოპტიმისტურად აზროვნებენ, სამყაროს ხედავენ როგორც უსაზღვრო შესაძლებლობების ადგილს, განსაკუთრებით რთულ პერიოდებში. მომდევნო 30 დღის მანძლზე შეეცადეთ სამყაროს ნათელი მხრიდან შეხედოთ.

9. ყოველთვის იყავით მადლიერი იმ გაკვეთილებისთვის, რასაც ცხოვრება გიტარებთ
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც და ვისაც შეხვდებით – ცხოვრებისეული გაკვეთილია. თავის მხრივ ეს ყველაფერი იმ დიდი გაკვეთილის ნაწილია, რომელსაც ვეძახით ცხოვრებას. შეეცადეთ ყოველთვის მადლობელი იყოთ ამის გამო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენ გინდათ. მომდევნო 30 დღის მანძილზე შეეცადეთ ჩაიწეროთ ყველა ის გაკვეთილი, რაც ცხოვრებამ ჩაგიტარათ.

10. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ცხოვრებას და ისიამოვნეთ მისით
როცა რამოდენიმე თვის წინ «ოსკარის» დაჯილდოვების ცერემონიას ვუყურე, მიხვდი, რომ ყველა დაჯილდოვებული მსახიობების მიერ წარმოთქმული სიტყვები იწყებოდა დაახლოებით ასე: «ეს ჩემთვის იმდენს ნიშნავს. თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება ამ მომენტისთვის მოვდიოდი». მაგრამ იცით რაშია სიმართლე? თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას მივყავართ ამ მომენტამდე. დიახ, სწორედ იმ მომენტამდე, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. იფიქრეთ ამაზე. ყველაფერმა, რაც ცხოვრებაში გაგიკეთებიათ – ცუდი, კარგი თუ ნეიტრალური – მიგიყვანათ ცხოვრების იმ მომენტამდე, როგორშიც ახლა ხართ. ჰკითხეთ საკუთარ თავს რამდენად ცხოვრობთ თქვენი ცხოვრებით? და თუ თქვენ ჰგავხართ სხვა ადამიანებს, პასუხი დიდი ალბათობით იქნება «არასაკმარისად». ასე რომ, უფრო ნაკლებად მობილიზდით იმაზე, რომ რამეს მიაღწიოთ და უფრო მეტად იმაზე, რომ უბრალოდ იცხოვროთ. ცხოვრება – არის აქ და ახლა. შეეცადეთ მომდევნო 30 დღე გაატაროთ ჭეშმარიტ ცხოვრებაში.

11. შეეცადეთ მომდევო 30 დღის განმავლობაში დღეში ერთი საკითხი მაინც მოიშოროთ
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სავსეა უსარგებლო მომენტები და ნივთები – ამასთან, მნიშვნელოვანია, სად ვიმყოფებით ამ დროს (სამსახურში, მანქანაში თუ სადმე სხვაგან). ჩვენ ამას იმდენად მივეჩვიეთ, რომ ვეღარც კი ვამჩნევთ. ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს ჩვეს ცხოვრებაზე, ამიტომ, თუ შეეცდებით და ამ ცხოვრებისეული „ნაგავს“ თავიდან მოიცლებთ, გაცილებით მარტივი იქნება ყველაფერი. ამის გაკეთება ადვილია, თუმცა თავიდან შეიძლება ასე არ მოგეჩვენოთ. მაგრამ ადრე თუ გვიან, ამას მაინც შეძლებთ და „ნაგვისგან“ გაწმენდილი გონება მადლობას გეტყვით.

12. შეეცადეთ ამ 30 დღის მანძილზე რაიმე ახალი შექმნათ
შქმენით რაიმე ახალი… ეს გრძნობა ვერაფერს შეედრება. ბოლომდე ჩართეთ კრეატივი და მიყევით მას, საკუთარი ხელით რაიმე ახლის შექმნა მოგანიჭებთ სასიამოვნო გრძნობას, რომლის მსგავსი არაფერია ამქვეყნად. ეს ყველაფერი ძალდატანების გარეშე, სიამოვნებით უნდა აკეთოთ. თუ ბოლო პერიოდში არაფერი გაგიკეთებიათ საკუთარი ხელით და ეს ძალიან გინდათ, მაშინ გააკეთეთ, მიეცით კრეატივს სრული თავისუფლება მომდევნო 30 დღის მანძილზე მაინც.

13. მომდევნო 30 დღის მანძილზე არ თქვათ ტყუილი
შეიძლება ეს რთულად მოგეჩვენოთ, რადგან სიცრუე ყველა ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრების თანმხლებია. მაგრამ უნდა შეძლოთ. კამარა სხვების და საკუთარი თავის მოტყუება. ილაპარაკეთ მხოლოდ გულიდან წამოსული სიტყვებით, მხოლოდ სიმართლე.

14. შეეცადეთ ყოველ დღე გაიღვიძოთ 30 წუთით ადრე
შეეცადეთ ყოველ დღე გაიღვიძოთ 30 წუთით ადრე, რომ დილით გადარბენაზე არ იყოთ. ეს 30 წუთი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ჯარიმები სიჩქარის გადაჭარბების გამო, დაგვიანების გამო და ბევრი სხვა პრობლემა. სცადეთ ეს მომდევნო 30 დღის მანძილზე მაინც და დააკვირდით, როგორ იმოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე.

15. მომდევნო 30 დღის მანძილზე გათავისუფლდით 3 მავნე ჩვევისგან
ძალიან ბევრ მავნე საკვებს მიირთმევთ? დიდხანს თამაშობთ ვიდეოთამაშებს? ახლობლებთან ჩხუბობთ? მოკლედ, თქვენ უკეთ იცით საკუთარი მავნე ჩვევები. ამოარჩიეთ მათგან 3 და შეეცადეთ გადაეჩვიოთ მომდევნო 30 დღის მანძილზე.

16. შეეცადეთ ტელევიზორს დღის მანძილზე მხოლოდ ნახევარი საათით უყუროთ
სჯობს გასართობად რაიმე სხვა აირჩიოთ. ყველაზე კარგი მოგონებები შესანიშნავი მოვლენებიდან გვრჩება, რაც ჩვენს გარშემო ხდება ცხოვრებაში. ამიტომ, გამორთეთ თქვენი ტელევიზორი და გადით გარეთ. შეხედეთ სამყაროს, დატკბით ბუნებით, შეიგრძენით ის უბრალო ბედნიერება, რასაც ცხოვრება განიჭებთ ყოველდღიურად და დააკვირდით როგორ ვითარდება ეს ყველაფერი თქვენს გარშემო.

17. დაისახეთ რაიმე მიზანი და დღეში მინიმუმ ერთი საათი იმუშავეთ მასზე
დაისახეთ დიდი მიზანი, დაყავით ნაწილებად და შეეცადეთ დღეში ერთი საათი დაუთმოთ მასზე მუშაობას. ამ გზით თქვენ გაცილებით სწრაფად შეძლებთ მის მიღწევას, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის რთულია. შეეცადეთ მომდევნო 30 დღის მანძილზე ერთი საათი დაუთმოთ იმის კეთებას, რისი მიღწევაც ძალიან გინდათ. გადააქციეთ რეალობად თქვენი ოცნება.

18. ყოველ დღე წაიკითხეთ კარგი წიგნის ერთი თავი
დღეისათვის, როცა ინტერნეტი შეუზღუდავი ინფორმაციის, დიალოგის, დისკუსიის, სტატიების მოწოდების საშულებას იძლევა, ადამიანები უფრო და უფრო მეტ დროს უთმობენ ონლაინში კითხვას. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც ვერ ჩაანაცვლებს წლების მანძილზე გამობრძმედილ კლასიკურ წიგნებს, რომელბიც გვიზიარებენ სიბრძნეს. წიგნი ბევრ კარს გვიღებს – როგორც გონებაში, ისე ცხოვრებაში. ამიტომ, მომდევნო 30 დღის მანძილზე შეეცადეთ დღეში ერთი თავი მაინც წაიკითხოთ ასეთი წიგნიდან მანამ, სანამ ბოლომდე არ დაასრულებთ. შემდეგ აირჩიეთ სხვა, მერე სხვა და ა.შ.

19. შეეცადეთ ყოველ დილით წაიკითხოთ ისეთი რამ, რაც შთაგაგონებთ რაიმე სიახლის ჩასადენად
იმისათვის, რომ მთელი დღე ენერგიით სავსე იყოთ, ძალიან ცოტა რამ გჭირდებათ. ამიტომ, მომდევნო 30 დღის მანძილზე, სანამ სახლიდან გახვალთ, უყურეთ მოტივაციის ასამაღლებელ ვიდეოს ან ისეთი რამ წაიკითხეთ, რაც ამაში დაგეხმარებათ, შთაგაგონებთ (მაგალითად ციტატები, ბლოგ-პოსტი, მოკლე მოთხრობა).

20. ყოველ დღე, სადილის შემდეგ ისეთი რამ გააკეთეთ, რაც ღიმილს მოგგვრით
მაგალითად, უყურეთ მხიარულ ვიდეო რგოლს YouTube-ზე, წაიკითხეთ თქვენი საყვარელი კომიქსი ან ინტერნეტში რამოდენიმე სასაცილო ანეკდოტი. ჯანმრთელი სიცილი ახდენს გონების სტიმულირებას და ენერგიის მარაგებით გავსებთ. საუკეთესო დრო ამის გასაკეთებლად არის სადილის შემდეგ, როცა ენერგიის მოზღვავება ყველაზე მეტად გჭირდებათ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like