19 ცხოვრებისეული რჩევა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისგან

19 ცხოვრებისეული რჩევა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისგან

1. წლები სწრაფად გადიან. იცხოვრეთ სავსე ცხოვრებით. იმოქმედეთ. მნიშვნელობა არ აქვს, გაქვთ ფული თუ არა. ჩაალაგეთ ჩემოდანი და გაემგზავრეთ იქ, სადაც შეგიძლიათ რომ წახვიდეთ. სანამ შვილები არ გყავთ ნივთებზე ნუ დახარჯავთ ფულს. მოინახულეთ მსოფლიო.

2. ნუ მიიღებთ ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად. მაშინაც კი, როცა გარკვეულ მომენტებში ცხოვრება უშედეგოდ და უიმედოდ გეჩვენებათ, შეეცადეთ გაიცინოთ იმაზე, რაც ხდება და როგორ დაგაღონათ ამ ყველაფერმა.

3. მეგობარი — ეს არის ის, ვინც დასახმარებლად მოვა მაშინაც კი, როცა შუაღამით დაურეკავთ. დანარჩენები —უბრალოდ ნაცნობები არიან.

4. თქვენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი — ეს არის ის, ვინც თანახმაა საკუთარი ცხოვრება გაგიზიაროთ. ეს საკითხი სწორედ ასე განიხილეთ.

5. თქვენ ვერც კი შეამჩნევთ, როგორ გაიზრდებიან თქვენი შვილები. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ მათთან.

6. არავინ მომკვდარა ჯერ იმის სინანულით, რომ ცოტა იმუშავა ცხოვრებაში. იყავით შრომისმოყვარე, მაგრამ ნუ დააყენებთ სამუშაოს ოჯახზე და მეგობრებზე მაღლა, ბოლოსდაბოლოს საკუთარ თავზე მაღლა!

7. თქვენ შეიძლება დიდხანს იცოცხლოთ, შეიძლება არც – არავინ იცის ეს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საჭიროა სწორედ ახალგაზრდობიდან.

8. თუ დათრგუნული ხართ საკუთარი ცხოვრებით, უბრალოდ გაჩერდით, დაფიქრდით აწმყოზე, დატკბით ყველაფრით, რაც ლამაზი და მართლაც მნიშვნელოვანია. ასე მიხვდებით, რომ ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია.

9. იკვებეთ და ივარჯიშეთ – ასე დაავადებები არასოდეს შეგაწუხებენ.

10. ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს. ისე არ ქნათ, რომ 60 წლის ასაკში გაიღვიძოთ და გააცნობიეროთ, რომ რომელიმე ოცნების ასრულებისთვის ყველაფერი არ გააკეთეთ.

11. შეიძლება ეს არც ისე ღრმა რჩევაა, როგორც სხვები, მაგრამ მაინც: კბილები გაიხეხეთ რეგულარულად, კბილების პრობლემები – საშნელებაა.

12. ნუ მოუსმენთ ყველა რჩევას, როგორც ბიბლიურ შეგონებას. თქვენ შეგიძლიათ რჩევა ჰკითხოთ მათ, ვისაც პატივს სცემთ, შემდეგ კიდევ ერთხელ შეაფასოთ საკუთარი სიტუაცია და მიიღოთ გადაწყვეტილება თავად.

13. ნივთები — უბრალოდ ნივთებია. ნუ მოეჭიდებით მატერიალურ ობიექტებს, მოეჭიდეთ ღმერთს.

14. დაზიანებები, რომელიც დღეს მიიღეთ, გაგახსენებენ თავს სიბერეში. მაშინაც კი, თუ თვლით, რომ სრულად განიკურნეთ მათგან. დარწმუნებული იყავით ამაში!

15. დააფასეთ ყოველი მომენტი და ყველა წვრილმანი. ახალგაზრდობაში ყველაფერი გინდება მალე და ერთდროულად. რატომ არ უნდა დააფასოთ ყოველი პატარა მომენტი? ჩვენ სამუდამოდ არ ვართ ამ პლანეტაზე და ყველაზე დიდი სიამოვნება, რისი მიღებაც შეგვიძლია – ეს არის ყოველი წამით დატკბობა. შეტყობინებების ბეჭდვის ნაცვლად, დარეკეთ და დაელაპარაკეთ ადამიანს. მოინახულეთ დედა, სრულიად უმიზეზოდ, უბრალოდ ისე. გაითავისეთ ყოველი მომენტი.

16. დაფარეთ ყველა დავალიანება და თავი შორს დაიჭირეთ ვალებისგან.

17. ეჭვიანობა ანგრევს ურთიერთობას. ენდეთ საკუთარ მეორე ნახევარს. თუ მას არა, საერთოდ ვის შეიძლება ენდოთ?

18. თუ თქვენ აუსრულებელი ოცნება გაქვთ, თქვენ მაინც უნდა ეცადოთ რამენაირად მიუახლოვდეთ მის ასრულებას, რადგან ასაკის მატებასთან ერთად, ის კიდევ უფრო მიუწვდომელი გახდება.

19. როცა თქვენ ვინმეს პირველად ხვდებით, გაიგეთ, რომ არაფერი არ იცით ამ ადამიანის შესახებ. თქვენ ხედავთ მის ნაციონალობას, სქესს, ასაკს, სამოსს. დაივიწყეთ ეს ყველაფერი. თქვენ არაფერი იცით მასზე. ის სტერეოტიპები, რომლებიც ტვინში გაქვთ იმის გამო, რომ თქვენ ტვინს ყველაფრის დაყოფა უყვარს კატეგორიებად, ზღუდავს თქვენს ცხოვრებას.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

პოზიტივი და ნეგატივი

როგორ უნდა დავაჩქაროთ გამოცდილების მიღება

როდესაც ‘’ისინი’’ გეტყვიან რატომ? თქვენ უნდა უთხრათ: ”რატომაც არა” ?! ცხოვრებაში როცა მოხდება ფაქტი ჩვენ მას ვეღარ ვცლით, მაგრამ… დაინახო, განასხვავო და გაარჩიო ფაქტი-შესაძლებლობათ -გამოწვევაა ნომერი 1. ფაქტებს ვიღებთ და შანსებს

ინტერვიუ და სპიკერები

საკვამურიდან სითბო ამოდის, რომელიც ღმერთის სუნთქვას ჰგავს

თანამედროვე მწერალთა რიცხვს დადუნა ნადარაიას სახელიც ამშვენებს. მის მიერ შექმნილი წიგნი ,,საკვამურიდან ამოსული სითბო” უკვე გაყიდვაშია და ამშვენებს წიგნის თაროს. დადუნა პროფესიით ჟურნალისტია. წერის სიყვარული ბავშობიდანვე ჰქონია. დადუნა ფეისბუკის საკუთარ

სიახლეები

კიანუ რივზი: 8 ისტორია ჰოლივუდის ყველაზე კეთილი მსახიობის შესახებ

კიანუ რივზი ძალიან განსხვავდება ჰოლივუდის სხვა მსახიობებისგან. მისი მოკრძალებული ცხოვრება და რთული წარსული, უამრავი ჭორის საფუძველი ხდება. თუმცა ერთი რამ ფაქტია— ის შესანიშნავი მსახიობი და არაორდინალური პრიოვნებაა. B2P.GE-მ გადაწყვიტა შეეგროვებინა