16 რჩევა, რომლებიც თქვენს ურთიერთობას სხვებთან საკმაოდ გაამარტვიებენ!

16 რჩევა, რომლებიც თქვენს ურთიერთობას სხვებთან საკმაოდ გაამარტვიებენ!

1. ნაცვლად «მაგრამ» თქვით «და».
თქვით: «ეს თქვენ კარგად გააკეთეთ და თუ თქვენ…»
ნაცვლად: «დიახ, ეს კარგია, მაგრამ თქვენ…»
რადგან «მაგრამ» სიტყვის გამოყენებით თქვენ ახდენთ ხაზის გადასმას ყველაფერ იმაზე, რაც თანამოსაუბრის წინაშე თქვით.

2. ნაცვლად «და მაინც» თქვით «და».
თქვით: «მე მესმის, რომ თქვენ არ შეგიძლიათ პასუხი გამცეთ ასე სწრაფად და ამიტომ მოდით…»
ნაცვლად: «მე მესმის, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ახლავე მიპასუხოთ, და მაინც უმჯობესი იქნებოდა…»
რადგან «და მაინც» თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ თქვენთვსი უმნიშვნელოა მისი მდგომარეობა, სურვილები, მოლოდინი, ეჭვები ან შეკითხვები.

3. ნაცვლად «საწინააღმდეგოდ» გამოიყენეთ სიტყვა «იმისათვის».
თქვით: «იმისათვის, რომ რაიმე შეიცვალოს, მე ჩავეწერები სპროტის სექციაში».
ნაცვლად: «კიდევ რა მოვიფიქრო მოწყენილობის საწინააღმდეგოდ?»

4. თავი აარიდეთ უხეშ «არა»-ს – რამდენადაც «არა», წარმოთქმული შესაბამის ინტონაციაში, შეიძლება გახდეს ნეგატიური შთაბეჭდილების შემქმნელი პარტნიორში.

5. ლექსიკონიდან ასევე ამოიღეთ გამოთქმა «გულახდილად რომ ვთქვათ» – ის ჟღერს, როგორც გულახდილობა მხოლოდ თქვენთვის – როგორც გამონაკლისი.

6. «არა»-ს ნაცვლად თქვით «ასე არა».
თქვით: «ასე არა» ან «ახლა არა» – «ამ ფორმით მე არ მომწონს ეს», «ახლა მე ამის დრო არ მაქვს»
ნაცვლად: «არა, მე ეს არ მომწონს», «არა, მე დრო არ მაქვს».
რადგან «არა» უარყოფის გამომხატველია. «არა» — ეს რაღაც დასრულებული და საბოლოოდ გადაწყვეტილია.

7. შეცვალეთ თქვენი ხედვა – ნაცვლად «მხოლოდ» გამოიყენეთ სიტყვა «უკვე»
თქვით: «თქვენ უკვე ნახევარი გააკეთეთ»
ნაცვლად: «თქვენ მხოლოდ ნახევარი გააკეთეთ ჯერ?»
რადგან სიტყვა«უკვე» ცოტას ბევრად აქცევს.

8. სამუდამოდ დაივიწყეთ სიტყვა «მხოლოდ» და «უბრალოდ» ან სხვებით შეცვალეთ ისინი.
თქვით: «ეს ჩემი აზრია» «ასეთია ჩემი იდეა»
ნაცვლად: «მე მხოლოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ» «ეს უბრალოდ ასეთი იდეაა».
რადგან «უბრალოდ» და «მხოლოდ» თქვენს საუბარს ხდის თავის მართლებად.

9. ამოიღეთ სიტყვა «არასწორია».
სჯობს დასაზუსტებელი შეკითხვა დასვათ და დაანახეთ თანამოსაუბრეს, რომ თქვენც ცდილობთ პრობლემის მოგვარებას.
თქვით: «ეს ისე არ გამოვიდა, როგორ საჭირო იყო. მოდი მოვიფიქროთ როგორ გამოვასწოროთ შეცდომა ან სამომავლოდ როგორ ავარიდოთ მას თავი»
ნაცვლად: «არასწორია! ეს შენი ბრალია მხოლოდ».

10. ზუსტად დათქვით ვადები და დრო.
თქვით: «მე დაგირეკავთ პარასკევს», «მე დაგირეკავთ ხვალ 11 საათზე»
ნაცვლად: «დაგირეკავთ კვირის ბოლოს» ან «მე დაგირეკავთ სხვალ 11-თვის».

11. დასვით ღია შეკითხვები. ნუ დაკმაყოფილდებით ერთსიტყვიანი პასუხებით «კი» ან «არა».
თქვით: «როგორ მოგეწონათ?», «როდის შემიძლია გადმოგირეკოთ?»
ნაცვლად: «მოგეწონათ?», «შეიძლება გადმოგირეკოთ?».
რადგან შეკითხვები «როგორ», «რა» ან «ვინ» ფასეულ ინფორმაციას მოიპოვებს.

12. გამოიყენეთ შემდეგი ფრაზები: «ამ მომენტიდან მე…» ნაცვლად «მე რომ…».
თქვით: «ამ მომენტიდან მე ყურადღებით მოვუსმენ რჩევებს»
ნაცვლად: «მე რომ მომესმინა მისი რჩევისთვის, ეს არ მოხდებოდა».
რადგან «მე რომ…» გამოხატავს სინანულს იმის შესახებ, რაც უკვე იყო და იშვიათად უწყობს ხელს წინსვლას. ფორმულირება «ამ მომენტიდან მე…» — კარგი საფუძველია ასეთი პოზიციისთვის.

13. შეეშვით თავის არიდებას სიტყვებით «უნდა» ან «საჭიროა».
თქვით: «აუცილებელია ამ საქმის პირველ რიგში გაკეთება».
ნაცვლად: «ამას ფიქრი უნდა», «საჭიროა ჯერ ამ საქმის დასრულება».
«საჭიროა» და «უნდა» არ ამტკიცებს არაფერს კონკრეტულს. სჯობს გარკვევით და გასაგებად დაასახელოთ ის (ვინმე ან რამე), რის ან ვის შესახებაც საუბრობთ.
მაგალითად: «შენთვის უმჯობესია ამის გაკეთბა», «თქვენთვის უმჯობესია ამ საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭება».

14. თქვით «მე გავაკეთებ» ან «მე მინდოდა» ნაცვლად «მე უნდა».
თქვით: «მე მინდოდა ჯერ ცოტა მეფიქრა», «ჯერ ცოტა ინფორმაციას მოვაგროვებ»
ნაცვლად: «ჯერ ცოტა უნდა ვიფიქრო», «მე ინფორმაცია უნდა მოვიძიო».
«მე უნდა» – დაკავშირებულია იძულებასთან, ზეწოლასთან ან შინაგან განწყობასთან. ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ ასეთი მიდგომით, ეს ნებაყოფლობითი არ არის. «მე ვაკეთბ» ან «მე მინდოდა» სხვებისთვის უფრო პოზიტიურად ჟღერს, უფრო მეგობრულია და მოტივირებულია.

15. მოიღეთ თქვენი ლექსიკონიდან სიტყვა «ფაქტიურად».
თქვით: «ეს სწორია»
ნაცვლად: «ფაქტიურად ეს სწორია».

16. «თქვენ უნდა»-ს ნაცვლად თქვით «მე გირჩევთ».

მაგალითად: «მე გირჩევთ მენდოთ», «მე გირჩევთ იფიქროთ ამაზე», «მე გირჩევთ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოთ».
სიტყვით «უნდა» თქვენ იწვევთ თანამოსაუბრის დათრგუნვას და ფაქტიურად ართმევთ საშუალებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. «მე გირჩევთ» – ჟღერს გაცილებით კეთილგანწყობილად და პოზიტიურად.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ