16 რჩევა, რომლებიც სხვა ადამიანებთან თქვენ ურთიერთობას გაამარტივებს!

16 რჩევა, რომლებიც სხვა ადამიანებთან თქვენ ურთიერთობას გაამარტივებს!

1. ნუ იტყვით «მაგრამ», თქვით «და»
მაგალითად: «ეს თქვენ კარგად გააკეთეთ და თუ თქვენ…»
ნაცვლად: «დიახ, ეს კარგია, მაგრამ თქვენ…»
რადგან «მაგრამ» აბათილებს ყველაფერს, რაც მანამდე იყო ნათქვამი.

2. ნუ იტყვით «და მაინც», თქვით «და»
მაგალითად: «მე მესმის, რომ თქვენ ვერ მიპასუხებთ ახლავე და ამიტომ მოდით…»
ნაცვლად: «მე მესმის, რომ თქვენ ვერ მიპასუხებთ ახლავე და მაინც უკეთესი იქნებოდა…»
რადგან «და მაინც» თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ მისი სურვილები, მოლოდინი, ეჭვები ან შეკითხვები.

3. ნუ იტყვით «საწინააღმდეგოდ», თქვით «იმისათვის»
მაგალითად: «იმისათვის, რომ რამე შევცვალო, მე ჩავწერები სპროტ-დარბაზში».
ნაცვლად: «რა მოვიფიქრო მოწყენილობის საწინააღმდეგოდ?»

4. თავი აარიდეთ უხეშ «არა»-ს, რადგან მისმა შესაბამისი ინტონაციით წარმოთქმამ შესაძლოა წამოშვას ნეგატიური შთაბეჭდილება პარტნიორში.

5. უარი თქვით გამოთქმაზე – «გულახდილად რომ ვთქვა» რადგან ის ისე ჟღერს, თითქოს ეს კონკრეტული ნათქვამი გამონაკლისია გულახდილობის მხრივ.

6. ნუ გამოიყენებთ კატეგორიულ «არა»-ს
მაგალითად: «ასეთი ფორმით მე ეს არ მომწონს», «მოცემულ მომენტში მე ამისთვის დრო არ მაქვს».
ნაცვლად: «არა, მე ეს არ მომწონს», «არა, მე დრო არ მაქვს».
რადგან «არა» უარყოფს. «არა» — ეს არის რაღაც დასრულებული და საბოლოო გადაწყვეტილება.

7. შეცვალეთ ხედვის კუთხე სიტყვა «ჯერ»-ის ნაცვლად «უკვე»-ს გამოყენებით
მაგალითად: «თქვენ უკვე ნახევარი გააკეთეთ?»
ნაცვლად: «თქვენ ჯერ ნახევარი გააკეთეთ?»
რადგანს სიტყვა «უკვე» ცოტას აქცევს ბევრად.

8. სამუდამოდ დავიწყეთ სიტყვები «მხოლოდ» და «უბრალოდ» ან ჩაანაცვლეთ სხვა სიტყვებით
მაგალითად: «ეს ჩემი მოსაზრებაა» «ასეთია ჩემი იდეა»
ნაცვლად: «მე მხოლოდ ჩემს მოსაზრებას ვამბობ» ან «ეს უბრალოდ ასეთი იდეაა».
რადგან სიტყვები «უბრალოდ» და «მხოლოდ» თავის მართლების პოზიციაში გაყენებთ.

9. ნუ გამოიყენებთ სიტყვას «შეცდომაა» – სჯობს დასაზუსტებლად შეკითხვა დასვათ და დაანახოთ თანამოსაუბრეს, რომ თქვენც ცდილობთ პრობლემის გადაჭრას.
მაგალითად: «ისე არ გამოვიდა, როგორც საჭირო იყო. მოდი დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება შეცდომის გამოსწორება ან მომავალში მისი თავიდან აცილება»
ნაცვლად: «შეცდომაა! ეს მხოლოდ შენი ბრალია».

10. თქვით «ამა და ამ საათზე» და არა «სადღაც» ან «დაახლოებით»
მაგალითად: «მე დაგირეკავთ პარასკევს», «მე დაგირეკავთ ხვალ 11 საათზე»
ნაცვლად: «მე დაგირეკავთ კვირის ბოლოს» ან «მე დაგირეკავთ ხვალ დაახლოებით 11 საათისთვის».

11. დასვით ღია შეკითხვები – ნუ დაკმაყოფილდებით მოკლე პასუხებით «კი» ან «არა».
მაგალითად: «როგორ მოგეწონათ?», «როდის შემიძლია გადმოგირეკოთ?»
ნაცვლად: «თქვენ ეს მოგეწონათ?», «შესაძლებელი იქნება რომ გადმოგირეკოთ?».
რადგან შეკითხვებით სადაც არის სიტყვები «როგორ», «რა» ან «ვინ» ხდება ფასეული ინფორმაციის მოპოვება.

12. გამოიყენეთ გამოთქმა «ამ მომენტიდან მე…» ნაცვლად «მე რომ…».
მაგალითად: ამ მომენტიდან მე ყურადღებით მოვუსმენ ყველა რჩევას»
ნაცვლად: «მე რომ მომესმინა და დამეჯერებინა მისი რჩევისთვის, ეს არ მოხდებოდა».
რადგან «მე რომ…» გამოხატავს სინანულს იმის თაობაზე, რაც უკვე მოხდა და იშვიათად ეხმარება ვინმეს წინსვლაში. ფორმულირება «ამ მომენტიდან მე…» — კარგი საფუძველია ასეთი პოზიციისთვის.

13. შეწყვიტეთ საქმისათვის თავის არიდება გამოთქმებით «საჭირო იყო»
უმჯობესია: «მნიშვნელოვანია ამ საქმის პირველ რიგში შესრულება».
ნაცვლად: «ამაზე საჭიროა დაფიქრება», «ჯერ საჭიროა ამ საქმის დასრულება».
«საჭირო იყო» – არ ამტკიცებს რაიმე კონკრეტულს. სჯობს გარკვევით და მკაფიოდ დაასახელოთ ვინმე ან რამე, რის შესახებაც საუბრობთ.
მაგალითად: «შენ ეს უნდა გააკეთო», «თქვენ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოთ ამ საქმეს»

14. თქვით «მე ვაკეთებ» ან «მინდოდა გამეკეთებინა» ნაცვლად «მე უნდა».
მაგალითად: «მე მინდა ჯერ კარგად დავფიქრდე», «მე ჯერ მოვაგროვებ საჭირო ინფორმაციას»
ნაცვლად: «მე ჯერ უნდა მოვიფიქრო», «მე ინფორმაცია უნდა მოვაგროვო».
გამოთქმა – «მე უნდა» დაკავშირებულია იძულებასთან, ზეწოლასთან. ყველაფერი, რასაც თქვენ ასეთი განაწესით აკეთებთ, არის არანებაყოფლობითი. «მე გავაკეთებ» ან «მე მინდოდა» გაცილებით პოზიტიურად, მეგობრულად და მოტივირებულად ჟღერს.

15. ამოაგდეთ ხმარებიდან სიტყვები «ზოგადად»
მაგალითად: «ეს სწორია»
ნაცვლად: «ზოგადად ეს სწორია».
სიტყვა «ზოგადად» არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას და აღიქმება, როგორც შეზღუდვა.

16. სიტყვა «თქვენ უნდა»-ს ნაცვლად თქვით «მე გირჩევთ»
მაგალითად: «მე გირჩევთ მენდოთ», «მე გირჩევთ დაფიქრდეთ ამაზე», «მე გირჩევთ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოთ».
სიტყვით «უნდა» თქვენ თანამოსაუბრეს ზეწოლის ქვეშ აქცევთ და არ აძლევთ საშუალებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. «მე გირჩევთ, რეკომენდაციას გიწევთ» – ყოველთვის კეთილგანწყობილად ჟღერს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1522 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ გამოვიყენოთ პრობლემა ჩვენ სასიკეთოდ – 5 ნაბიჯი

როცა აცნობიერებ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენთვის ხდება და არა ჩვენს წინააღმდეგ, მერე გაცილებით მარტივია ნებისმიერი წინაღმდეგობის და სირთულის გადალახვა. მაგრამ… ადამიანებს ყოველთვის გვაქვს გარკვეული მოლოდინები და არც საკმაოდ მორიდებული. მოლოდინი

Print Friendly, PDF & Email

ტიმ ფერისი: როგორ მოვასწროთ ყველაფერი ისე, რომ ნაკლები ვიმუშაოთ

ტიმ ფერისი არის პიროვნული პროდუქტიულობის შესახებ პოპულარული წიგნის «როგორ ვიმუშაოთ კვირაში 4 საათი» ავტორი. მის წიგნში შესაძლებელია ნახოთ სხვადასხვა რჩევები, დაწყებული საკუთარი წვრილ-წვრილი დავალებების აუტსორსინგით ჩინეთში და დამთავრებული სამუშაო დღის

Print Friendly, PDF & Email

მარკ ცუკერბერგის შესანიშნავი წერილი, რომელიც მან თავის ახალშობილ გოგონას დაუწერა

სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მილოცვებს იღებს: ცოტა ხნის წინ მას გოგონა შეეძინა, რომელსაც მეუღლე პრისცილა ჩანთან ერთად შეურჩია სახელი მაქსი. ბავშვის დაბადება ბევრს აიძულებს ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოს

Print Friendly, PDF & Email

11 რჩევა რომან აბრამოვიჩისგან

1. ბევრი პრობლემის მიზეზი აზროვნებაა პრობლემები არ არის რაიმე მოვლენის, წარუმატებლობის, ან სხვა ადამიანების ქმედების შედეგი. ისინი წარმოიშობა ჩვენი ცუდი მენტალური თვისებებიდან. გათავისუფლდით ცუდი მენტალური თვისებებისგან და მათგან გამომდინარე ყველა

Print Friendly, PDF & Email

ბედნიერება სჯობს თუ ბედნიერებაზე მეტი

როდესაც ბიჭს და გოგოს ერთმანეთი უყვართ და ოჯახს ქმნიან, რა თქმა უნდა, ეს არის ბედნიერების საუკეთესო მაგალითი. რა არის ბედნიერებაზე მეტი? როდესაც ბიჭს და გოგოს ერთმანეთი უყვართ, ოჯახს ქმნიან და

Print Friendly, PDF & Email

10 ოქროს წესი სამუშაოს საუკეთესოდ ორგანიზების და დროის დაგეგმარებისთვის

ჯერ კიდევ ალბერტ ეინშტეინმა აღნიშნა, რომ ადამიანებს შეშის ჭრა მოქმედების თანმდევი შდეგის გამო უყვართ. სწოერდ შედეგის ხანგრძლივ მომავალში დადგომა არის ადამიანების სიზარმაცის ან ნელი მუშაობის მიზეზი, რაც უკავშირდება ბევრი ან

Print Friendly, PDF & Email