16 მარტივი წესი ცხოვრებაში სწრაფი გარღვევისთვის (გააკარით კედელზე და გადახედეთ ზოგჯერ)

16 მარტივი წესი ცხოვრებაში სწრაფი გარღვევისთვის (გააკარით კედელზე და გადახედეთ ზოგჯერ)

  1. არ უყუროთ ტელევიზორს. არასოდეს.
  2. არსებობს მიდგომა: “წინსვლა ყველაფრის მიუხედავად”. სცადეთ, დაგეხმარებათ.
  3. იდეა მოგივიდათ? ჩაიწერეთ.
  4. აგვიანებთ? შეეცადეთ ამის შესახებ გააფრთხილოთ.
  5. ნუ დასცინებთ სხვის ოცნებებს.
  6. ნუ დაუბრუნდებით ადამიანებს, რომლებმაც გიღალატეს. ისინი არ იცვლებიან.
  7. მშობლებთან მეტი დრო გაატარეთ – მომენტი, როცა ისინი შეიძლება აღარ გყავდეთ, ყოველთვის მოულოდნელად დგება.
  8. თავაზიანობა “ქალაქებს იპყრობს”. იყავით თავაზიანი.
  9. იცოდეთ საკუთარი შეცდომების აღიარება.
  10. უარი თქვით მუდმივად წუწუნის ჩვევაზე. არავის არ აინტერესებს სხვისი პრობლემები.
  11. ნუ გაავრცელებთ ჭორებს.
  12. გაურკვეველ სიტუაციებში ყოველთვის დასაძინებლად წადით. ასევე სხვა სიტუაციებში გახსოვდეთ, რომ “ესეც გაივლის”.
  13. სერიოზული კამათის დროსაც კი ეცადეთ, რომ ადამიანს არ გადაუაროთ. თქვენ სავარაუდოდ შერიგდებით, ხოლო მწარე სიტყვები დარჩება დიდხანს…
  14. ყოველთვის თქვით სიმართლე და მაშინ არაფრის დამახსოვრება აღარ მოგიწევთ.
  15. დღის დასაწყისში შეასრულეთ ყველაზე რთული და არასასიამოვნო საქმე. როცა მათ მოიშორებთ – სამუშაო დღე უსიამოვნო ფიქრებით აღარ დასრულდება.
  16. არავის არაფერი მართებს ვინმესი. დაივიწყეთ სიტყვა “უნდა”. ამოაგდეთ ის აქტიური ლექსიკონიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში გაეხვევით ვალებში, და არა მარტო მატერიალურში მორალურშიც კი.
 
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ