16 ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ ყურადღების მოკრებაში

16 ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ ყურადღების მოკრებაში

გამოკვლევები ადასტურებენ, რომ საშუალო ამერიკელს არ შეუძლია 8 წამზე მეტ ხანს მოიკრიბოს ყურადღება. აკვარიუმის თევზებს ეს უფრო მეტხანს გამოსდით.

თუმცა საკუთარი შესაძლებლობების კონცენტრაციაზე გაუმჯობესება შესაძლებელია თქვენი ყურადღების გამფანტავი ფაქტორებისადმი გონივრული მიდგომით, მაგალითად თუ გადააწყობთ საკუთარ სამუშაო პროცესს ან შეიცვლით საქმესთან დამოკიდებულებას. Business Insider-მა აარჩია რამოდენიმე, ყველაზე ქმედითი გადაწყვეტილება მათ შორის, რომლებსაც სერვის Quora-ს მონაწილეები გვთავაზობენ.

1. გააკეთეთ ინვესტიცია ძილში. უძილობა მუდმივად იწვევს ადამიანის ყურადების გაფანტვას, გაღიზიანებას და არაეთიკურ ქცევას. ასე რომ შეიძინეთ კარგი ლეიბი და გამოიძინეთ.

2. ივარჯიშეთ. სამედიცინო სკოლის გამოკვლევების თანახმად, ფიზიკური ვარჯიშები აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციას. საჭირო არ არის ჩენინგ ტატუმს დაემსგავსოთ, მაგრამ თქვენი სხეული უნდა იყოს სასარგებლო აქტივი და არა კუნძი.

3. მოიშორეთ ყველაფერი, რაც კი ყურადღებას გიფანტავთ. დახურეთ ფოსტა, Facebook-ი, Twitter-ი. ტელეფონი გადართეთ არააქტიურ რეჟიმზე. არ მისცეთ საკუთარ თავს არანაირი შანსი მრავალამოცანიან რეჟიმში იმუშაოთ – ეს გაანადგურებს თქვენს კონცენტრაციას.

4. დაიცავით განრიგი. თუ თქვენ გძინავთ, მუშაობთ და ისვენებთ არარეგულარული განრიგით, თქვენ ზედმეტ ენერგიას ხარჯავთ იმაზე, რომ მოახერხოთ ორგანიზება. მწერალი ფლობერი გვირჩევდა ცხოვრებაში დაგვეცვა რეგულარულობა და წესრიგი იმისათვის, რომ გვქონოდა შანსი ვყოფილიყავით მიზანდასახული და ორიგინალური შრომის დროს.

5. გამოიყენეთ „პომოდორო“-ს ტექნიკა, რომელიც გულისხმობს საქმეზე კონცენტრაციას 25 წუთის მანძილზე, შემდეგ 5 წუთი კი შესვენების აღებას. შეგიძლიათ დალიოთ ყავა, გახვიდეთ საპირფარეშოში ან გააკეთო სხვა რამ.

6. ყოველ დღე გაიღვიძეთ ერთი და იგივე დროს. რეგულარულობას თქვენი ჰორმონები მოჰყავს გარკვეულ რითმში, რაც დილიდანვე ენერგიის მაქსიმუმის, გონების მოწესრიგებულობის და კონცენტრაციის გამომუშავებას უწყობს ხელს.

7. გაერკივეთ ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებით. რა არის თქვენი ამოცანა – მუდმივად პულსზე გეკიდოთ ხელი და რაც შეიძლება სწრაფად პასუხობდეთ შემოსულ წერილებს? თუ თქვენ გჭირდებათ ხანგრლივი ფიქრი და კონცენტრაცია? თუ მეორე ვარიანტია თქვენი, მაშინ ჩვევად გახადეთ ფოსტის მხოლოდ რამოდენიმეჯერ ნახვა მთელი დღის მანძილზე.

8. გაიგეთ საკუთარი ცხოვრების მიზნები. თუ თქვენ მათ საერთოდ არ გრძნობთ, წაიკითხეთ კარგი წიგნი ამ თემის მიხედვით (მაგალითად მიხაი ჩიკსენტმიხაის „ნაკადი“). როცა იცით, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოთ, გაცილებით მარტივია არ გააკეთოთ სხვა რამ.

9. გააკეთეთ ის, რაზეც მოგწონთ ფოკუსირება. თუ ამოცანა არ გხიბლავთ, მას ესაჭიროება დამატებითი „ემოციური დატვირთვა“, ამიტომ შეეცადეთ თქვენი სამუშაო დღე ააგოთ ამის გათვალისწინებით და მოახერხეთ ამ ემოციის მიღება მაშინ, როცა ის არ არის.

10. შეადგინეთ საკუთარი ნეკროლოგი. ის დაგეხმარებათ ყურადღება მოიკრიბოთ და გაარკვიოთ რა გესაჭიროებათ სინამდვილეში და რა უნდა მიიყვანოთ ბოლომდე.

11. როცა წარმატებებს აღწევთ რაიმე საქმეში, შეისვენეთ. ასე შეძლებთ უფრო ადვილად დაუბრუნდეთ ამოცანას და უფრო ენერგიულად გააგრძელოთ მუშაობა. როგორც ერნესტ ჰემინგუეი ამბობდა: ყოველთვის „დატოვეთ ცოტაოდენი წყალი ჭაში“.

12. მოირგეთ ყურსასმენები, რომლებიც გარშემო არსებული ხმაურის იზოლირებას მოახდენენ. ეს არამატო თქვენთვის ხელისშემშლელ ხმაურს მოხსნის, ასევე მიანიშნებს კოლეგებს, რომ თქვენი ყურადღების გაფანტვა არ ღირს.

13. მოძებნეთ თანამოსაქმე. გაერთიანდით კოლეგასთან, რომელიც გაგაკონტროლებთ და მოგიწოდებთ პასუხისმგებლობისკენ – თუ ის რაიმეს აპროგრამებს სანამ თქვენ Facebook-ს კითხულობთ, უბრალოდ სულელურად იგრძნობთ თავს.

14. იკითხეთ ნაბეჭდი წიგნები. ეს დაგეხმარებათ ყურადღება დაუთმოთ ერთ ობიექტს გარკვეული დროის მანძილზე – ციფრული გაჯეტები ამ მხრივ ნაკელბეფექტურია.

15. მოუსმინეთ მუსიკას. ის გეხმარებათ დარჩეთ სამუშაო რითმში იმის გათვალისწინებით, რომ მუსიკა ტვინის იმ ნაწილს იკავებს, რომელიც აკონტროლებს საფრთხეს, საკვებს, სექსს ან რაიმე ნათელს და ბრწყინვალეს.

16. დიდი პროექტები დაყავით პატარა ნაწილებად. შემდეგ შეადგინეთ თითოეული ნაწილისთვის ზუსტად გაწერილი დედლაინი და მკაცრად დაიცავით გეგმა იმისათვის, რომ არ დაარღვიოთ ფოკუსი.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ