15 ხშირად დასმული კითხვა გასაუბრებაზე

15 ხშირად დასმული კითხვა გასაუბრებაზე

1. მოყევით ცოტაოდენი თქვენს შესახებ, კითხვაზე პასუხის გაცემისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგს
– ფორმალურად გადმოსცემს ბიოგრაფიულ მონაცემებს ან უცებ ხსნის, დანამდებობის დაკავების შეასძლებლობის სურვილის ხაზგასმით. გადმოსცემს მხოლოდ მთავარს, ანუ საუბრობს თავის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე, პასუხისმგებლობაზე, შრომისმოყვარეობასა და წესიერებაზე, ან მოჰყავს ფაქტები, რომელიც საქმეს არ ეხება. საუბრობს მოკლედ, ზუსტად, გარკვევით ან დიდხანს ფიქრობს და ცუდად გამოხატავს თავის აზრს; თავშეკავებულია, ან ლაპარაკობს მშვიდად, დარწმუნებით, ან არ არის დარწმუნებული თავის თავში.

2. როგორ უყურებთ ცხოვრებას რა სირთულეებს ხედავთ მასში და როგორ უმკლავდებით მათ?
ზოგი ადამიანი გამოთქვამს იმ აზრს, რომ ცხოვრება რთულია, ძალზედ ბევრი პრობლემაა, უმრავლესობა რომელთაგანიც გადაუჭრელია, რომ ცხოვრება ნაკლებად არის სასიხარულო და ყველაფერს წყვეტს ბედი, შემთხვევა ან სხვა ადამიანები, მაგრამ არა თვითონ. ესეიგი, თქვენს წინაშე პასიური ადამიანია, თავის თავში არ არის დარწმუნებული, არ ენდობა სხვებს, პესიმისტურად განწყობილი და უიღბლო.

ზოგი ადამიანები ცხოვრების შესახებ პოზიტიურად საუბრობენ. ცხოვრება პრობლემების გარეშე არ არსებობს, სიძნელეები გადასალახავია, ადამიანის ბედი და კარიერა თავად მის ხელშია, ადამიანები კეთილშობილნი არიან და მზად არიან თანამშრომლობაზე, ასე ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც აქტიური ცხოვრების პოზიცია უკავია, მიზანმიმართულია წარმატებისკენ რომელიც მზად არის თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, წარმატებულად ურთიერთ საქმიანობს ადამიანებთან და რომელსაც სიცოცხლე უხარია.

3. რითი გხიბლავთ სამუშაო მოცემულ თანამდებობაზე ჩვენთან?
ცუდია , თუ პასუხობენ გაურკვეველი ფრაზებით; “მე მიზიდავს პერსპექტივის ზრდა” საინტერესო სამუშაო სოლიდური ფირმა…უნდა მოიყვანოს კონკრეტული მოსასზრებები, სურვილი გამოიყენოს თავისი კვალიფიკაცია და გამოცდილება (თუ რათქმა უნდა აქვს) იქ, სადაც მათ შეუძლიათ მეტად დაიხარჯონ და შესაბამისად შეფასდებიან, სამუშაოს მიმზიდველობა ძლიერი პროფესიონალების ჯგუფში.

4. რატომ თვლით თავს ღირსეულად დაიკავოთ ეს თანამდებობა? რა უპირატესობები გაქვთ სხვა კანდიდატებთან შედარებით?
ეს საუკეთესო კითხვაა კანდიდატისთვის, რომ თავმდაბლობის გარეშე დასაახელოს თავისი მთავარი უპირატესობები სხვა კანდიდატებთან შედარებით. ამასთან მან უნდა გამოამჟღავნოს დარწმუნების შესაძლებლობა, თავისი უპირატესობების ხაზგასმით. ცუდია, თუ კანდიდატი ამ კითხვაზე პასუხობს სუსტი არგუმენტებით და მოჰყავს თავისი ფორმალურ–ბიოგრაფიული მახასიათებლები.

5. როგორია თქვენი ძლიერი მხარები?
კანდიდატმა ხაზი უნდა გაუსვას იმ თვისებებს, რომელიც მოთხოვნილია მოცემული სამუშაოსთვის და მოიყვანოს დამარწმუნებელი მტკიცებულება კონკრეტულ ფაქტებზე. მაგრამ თქვენ შეიძლება გაიგონოთ გამეორებული ათასჯერ “მე ვარ კომუნიკაბელური, აკურატული, შემსრულებელი” და ა.შ. სთხოვეთ დაკონკრეტება, თუ რაში გამოიხატება მისი კომუნიკაბელურობა, აკურატულობა, შემსრულებლობა, როგორ აქვს გათვითცნობიერებული ფირმის მომხმარებლის მოსმენის უნარი,რას მიაღწია თავისი ძლიერი თვისებების წყალობით.

6. თქვენი სუსტი მხარეები.
ჭკვიანი კანდიდატისგან ვერ გაიგონებთ “ცოდვების” მონანიებას და მის უარყოფით თვისებების გრძელ ჩამონათვალს ის ეცდება ისე შემოაბრუნოს კიდევ უფრო აიმაღლოს შანსები. მაგალითად, იტყვის “ბევრი მთვლის მშრომელად” ან “არ ვიცი დასვენება, კარგად ვგრძნობ თავს მხოლოდ მაშინ, როცა ვმუშაობ” ან “ძალზედ მომთხოვნი ვარ ჩემი თავისა და სხვების მიმართ” თუ კანდიდატი მეტისმეტად იქებს თავს, თქვენც მოგინდებათ გამოიკვლიოთ მისი უარყოფითი თვისებები, შეგიძლიათ მოუყვეთ მას რაიმე ხუმრობა, შესაბამის სიტუაციაში, კანდიდატი იხასიათებს თავს “კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, არ ვსვავ არ ვეწევი” მაშინ მას გარკვევით ეკითხებიან “როგორ თქვენ არ გაგაჩნიათ უარყოფითი მხარე?

7. რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან?
ცუდია, თუ წამოსვლის მიზეზი კონფლიქტი იყო, თუ კანდიდატი წყრება იქაურ და თავის ყოფილი ხელმძღვანელის წესებზე. კომფლიქტის გამო სამსახურიდან წასვლა ნიშნავს სირთულეების აცილებას, საკუთარ დამარცხებას, რომელიც დაღს უსვამს პიროვნების თვითშეფასებას. ადამიანების მიმართ ნეგატიური განწყობა, თანამშრომლებთნ კონფლიქტის ჩვევა, განსაკუთრებით ხელმძღვანელობასთან, პიროვნების მყარი დამახასიათებელი თვისებაა და აუცილებლად გამოვლინდება ამა თუ იმ ფორმით ახალ სამსახურში. კარგი კანდიდატი ხაზს გაუსვამს იმ პოზიტიურს, რაც მის წინა სამსახურში და ადამინებთან ურთიერთობაში იყო, და ისეთ ღირსეულ მიზეზებს დაასახელებს, როგორიცაა მეტად საინტერესო (მაღალანაზღაურებადი, რომელიც პროფესიონალური ზრდის შესაძლებლობას აძლევს) სამუშაოს და თავისი შესაძლებლობების მეტად სრულიად რეალიზება.

8. რატომ გადაწყვიტეთ სამსახურის შეცვლა?

ამას ეკითხებიან იმას, ვინც გასაუბრების მომენტში მუშაობს. როგორც წინა კითხვის შემთხევაში, საუკეთესო მხრიდან არ დაახასიათებთ კონფლიქტზე მონაყოლს. მაშინ, როცა პროფესიონალური ზრდის, თავისი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოყენების სფეროს გაფართოებას, ხელფასის ამაღლების ლტოლვა პატივსაცემია და მისასალმებელი ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

9. მიგიღიათ თუ არა შემოთავაზება სხვა სამსახურიდან?
კანდიდატის ავტორიტეტი მაღლდება, თუ ის მოყვება სხვა სამსახურის შემოთავაზებების შესახებ, მაგრამ აღნიშნავს დაინტერესებას კერძოდ ამის მიმართ. კარგია, თუ გამოხატავს სამუშაოდან მაქსიმალური დაკმაყოფილების მიღების სურვილს, მისი განწყობა არა მარტო გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობასა და მორალურ კლიმატზე კოლექტივში, არამედ უმთავრესი აუცილებელი პირობაა შრომის მაღალ რეზულტატურობისთვის.

10. რამდენად წარმატებულად გაიარეთ გასაუბრება სხვა ადგილებზე?
მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა მიზეზებით ვერ გაიარა გასაუბრება ერთგან, ან გაიარა წარმატებით სხვაგან. თუ დაგარწმუნებთ, რომ დააინტერესა თვენი კონკურენტები, მაშინ თქვენც ეცადეთ დააკავოთ ის.

11. ხომ არ შეუშლის თქვენი პირადი ცხოვრება მოცემულ სამუშაოს, დაკავშირებული დამატებით დატვირთვასთან (ნორმირებული სამუშაო დღე, ხანგრძლივი ან შორი მივლინებები, მუდმივი გამგზავრება)?

ამას ხშირად მანდილოსნებს ეკითხებიან. ზოგიერთ ფირმებში, უყენებენ პირობებს, ისეთი როგორიცაა “პატარა ბავშვის ყოლა”, “ავადმყოფი მოხუცი”.

12. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მდგომარეობა რამდენიმე წლის შემდეგ?
ზოგიერთი უინიციატივო ადამიანი, რომელიც არ გეგმავს თავის კარიერასა და ცხოვრებას, პასუხობს რომ არ წარმოუდგენია ასეთი შორი პერსპექტივები. პირად წარმატებაზე გამიზნული ადამიანი კი, მზადყოფნით მოგიყვებათ თავის გეგმებს პროფესიონალურ ზრდაზე, შესაძლებელია პირად მიზნებზეც.

13. რა ცვლილებებს შეიტანდით ახალ სამსახურში?
კარგია, თუ გამოავლენს თავის ინიციატორობას სიტუაციაში ახალი ხედვისა და რეორგანიზაციაში ჩახედულობასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს დასაშვებია მხოლოდ ფირმაში არსებული შინაგანაწესის ცოდნის შემთხვევაში, ცუდია, თუ საქმეების ვითარება არც ისე კარგად იცის, მაგრამ ცდილობს ყველაფერი გადააკეთოს თავისებურად.

14. ვის შეიძლება მივმართოდ თქვენი მუშაობის შესაფასებლად?
მზადყოფნით უნდა წარმოადგინოს ყოფილი თანამშრომლების და ხელმძღვანელის ტელეფონები ან მისამართები. ამ ინფორმაციის დამალვის შემთხვევაში მაშინვე აღმოჩნდება დადებითი რეკომენდაციების არ არსებობა ან მაძიებლის გამოუცდელობა.

15. როგორ ხელფასს ვარაუდობთ თქვენ?
კარგმა სპეციალისტმა ყოველთვის იცის საკუთარი თავის ფასი. კანდიდატმა თავის შრომის ანაზღაურებას რომ არ გადააჭარბოს ჯობია შემოთავაზებას დაელოდოთ.

ძირითად შეკითხვებს შეიძლება მიემატოს ხუთი კითხვა.

  1. რა შეგიძლიათ მოყვეთ თქვენს პროფესიონალურ კავშირებზე, რომელიც შეიძლება გამოგეყენებინათ ახალ სამსახურში?
  2.  როგორ აიმაღლებთ საკუთარ პროფესიონალურ კვალიფიკაციას?
  3. რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს?
  4. რა დროში შეგიძლიათ შეუდგეთ ახალ სამუშაოს?
  5. რა შეკითვები გაქვთ თქვენ?
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ