15 რამ, რაც ფულზე მნიშვნელოვანია

15 რამ, რაც ფულზე მნიშვნელოვანია

1. ურთიერთობის გამოცდილება
აკოცეთ, წერილი მისწერეთ ვინმეს, უთხარით რასაც გრძნობთ. მთელი დღე დახარჯეთ საუკეთესო კერძის მომზადებაში და მიირთვით ის სანთლების შუქზე საყვარელ ადამიანთან ერთად. მოიცალეთ სიყვარულისთვის.
2. სიბრძნე
თუ ფიქრობთ, რომ პასუხი გაქვთ – ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბრძენი ხართ. გააგრძელეთ სწავლა. სიბრძნე მოდის იმის ცოდნით, რამდენად ცოტა იცით ფაქტიურად.
3. ქორწინება
სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში შემოშვება ცვლის თქვენს ცხოვრებას. თქვენი ყველა ნაწილის გახსნა სხვა ადამიანისთვის მუდმივად სტიმულს გაძლევთ და თქვენ ცდილობთ, რომ უკეთესი ადამიანი იყოთ.
4. მეგობრობა
მეგობრობა არ ტრიალებს საგნების გარშემო, რომლებიც თქვენ გაქვთ, ან ქმედებების გარშემო, რომლებსაც თქვენ სჩადით – ის ტრიალებს კონკრეტულად ადამიანების და მათი ურთიერთობის გარშემო.
5. ფიზიკური ჯანმრთელობა
ჯანმრთელობას ვერ იყიდი, მაგრამ მას შეიძლება დაეხმაროს ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანი.
6. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა
ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა – ჩვენი ფსიქოლოგიური გრძნობების ჯანსაღად გამოხატვა. გამკლავება პრობლემებთან, რომელბიც გვაწუხებს და არა მათთვის თავის არიდება.

7. ვნება
რა ქმედება გაიძულებთ აღელდეთ და იყოთ ემოციურად სავსე? ეს ის “სანელებლებია”, რომელთა გარეშეც თქვენი ცხოვრების “კერძი” იქნება უგემური.

8. კომუნიკაცია
აუდიტორიისთვის ჩვენი ემოციებისა და გრძნობების გადაცემის შესაძლებლობა ნამდვილად შეუფასებელია. ეს საშუალებას გვაძლევს გავუზიაროთ სხვებს ჩვენი შინაგანი სამყაროს ელემენტები. ეს არის ის, რისი მიღწევაც შეუძლებელია ამ პლანეტის მატერიალური სიმდიდრითაც კი.
9. საკუთარ ძალებზე დაყრდნობა
ფული მოდის და მიდის. ფულის გარეშე ცხოვრების და წინსვლის შესაძლებლობა ნიშნავს, რომ ფული სულ უფრო უმნიშვნელო ხდება.

10. უსაფრთხოება
თუ ჩვენს ძალებს მივმართავთ უსაფრთხოების შესაქმნელად და გვექნება კუთხე, სადაც დაცული ვიქნებით წარუმატებლობისგან, შევქმნით სიტუაციას, რომელშიც ჩვენი მატერიალური ფასეულობები გაცილებით ნაკლებად იქნება დამოკიდებული ჩვენს მცდელობაზე ვიშოვოთ დამატებითი ფული. დღეს საკუთარი უსაფრთხოების საძირკველის ჩაყრით მომავალში ნამდვილ წარმატებას მივიღებთ.

11. სხვების დახმარება
ადამიანების უმრავლესობისთვის სხვების დახმარება სიხარულისა და კმაყოფილების მომტანია – ეს არის გრძნობა, რომელსაც ვერ შეცვლის ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა.

12. პიროვნული ზრდა
ყველა ადამიანს აქვს ულევი შესაძლებლობა გაუმჯობესდეს პიროვნულად, ქცევაში, სარწმუნოებაში – საკუთარ თავზე მუშაობით თქვენ აუმჯობესებთ თქვენს შესაძლებლობებს.

13. მადლიერება
თუ თქვენ იმის ქონის სურვლის, რაც არ გაქვთ, შეცვლით იმის გამო კმაყოფილებით, რაც უკვე გაქვთ – ცხოვრებით კმაყოფილების დონე აგიმაღლდებათ.

14. ჰობი
ბევრი ადამიანი ხვდება ცხოვრების რუტინაში და იქედან ვეღარ ხედავს, რომ ხანგრძლივი ბედნიერება დამოკიდებული არ არის ფულის რაოდენობასა და შენაძენებზე. ნუ მოიქცევით ასე. სცადეთ რაიმე ახალი და იპოვეთ ის, რითაც ნამდვილ სიამოვნებას იღებთ. ხშირად ეს შეიძლება იყოს სრულიად უბრალო ნივთები, მოვლენები – თამაში, გასეირნება, ურთიერთობა და ა.შ.

15. სულიერება
რა არის ჩვენი ცხოვრების მიზანი, თუ არა სულიერება? საკუთარი თავის შეცნობა კითხვის, განხილვის, აზროვნების და ლოცვის დახმარებით. ასე თქვენ შეძლებთ წარმოუდგენელი სიმშვიდის და სიხარულის განცდას, რომლის მიღწევა რთულია და ის ნამდვილად არ ახლავს თან დიდი რაოდენობით ფულს. ტრენტ ჰამი

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like