14 საშუალება ავტორიტეტის გასაძლიერებლად

14 საშუალება ავტორიტეტის გასაძლიერებლად

1. გაცნობიერების აუცილებლობა
უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მიიღოთ ის ფაქტი, რომ მდგომარეობის მიუხედავად, რომელიც გაქვთ, თქვენ გავლენას ახდენთ იმ ადამიანების ცხოვრებაზე, ვინც თქვენი გარემოცვაა. ხშირად ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ როგორ ვახდენთ პირდაპირ ან ირიბ ზემოქმედებას სხვებზე. არადა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რასაც ვაკეთებთ და შესაფერისი ქცევის შერჩევა.

2. იყავით პრინციპული და მედგარი
ის ადამიანი, რომლადაც თქვენ საკუთარ თავს თვლით გამოაჩინეთ ყოველ თქვენს მოქმედებაში. ნუ შეეწინააღმდეგებით საკუთარ თავს. ნუ მოძებნით მარტივ გზებს. შექმენით საკუთარი იმიჯი სხვების თვალში და გახდით მათთვის მაგალითი. თქენი ქმედებები განისაზღვრება თქვენი მისწრაფებებით, ხოლო თქვენი გავლენა განისაზღვრება თქვენი ქმედებებით.

3. იყავით გულახდილი და ღია
საჭირო არ არის პუბლიკაზე თამაში. იყავით ნამდვილი. იყავით კეთილსინდისიერი. ეს ნდობას აჩენს, ხოლო ნდობა გავლენას აძლიერებს.

4. აიღეთ პასუხისმგებლობა
ნუ მოძებნით გამართლებას. თუ შეცდომა დაუშვით, მაშინვე აღიარეთ საკუთარი ბრალი. ლიდერობა არ ნიშნავს სრულყოფილებას. ისწავლეთ შეცდომებზე და წაიყვანეთ სხვები წინ.

5. მოძებნეთ პრობლემების გადაწყვეტა
არ უნდა ისხდეთ გულხელდაკრეფილი და იწუწუნოთ საკუთარ პრობლემებზე. ამის ნაცვლად შეეცადეთ გადაწყვიტოთ საკითხი. ისინი, ვისაც შეუძლია პრობლემების მოგვარება, სხვების თვალში მიმზიდველად გამოიყურებიან. თუ თქვენ ასეთი ადამიანი გახდებით, შეძლებთ ავტორიტეტის მოპოვებას და გახსნით ახალ პერსპექტივებს.

6. იყავით ინიციატივიანი
ნუ დაელოდებით რომ სხვა აიღებს საკუთარ თავზე ხელმძღვანელობას. იმოქმედეთ, თუ გინდათ, რომ დადებითი გავლენა მოახდინოთ მოვლენებზე. გახდით ის, ვინც ახალ იდეებს სთავაზობს, ვინც რისკავს და ვისაც სასურველი მომავლისკენ მიჰყავს.

7. შედით სხვების მდგომარეობაში
დაუთმეთ დრო სხვა ადამიანების გრძნობების გაგებას. რა უბიძგებს მათ ასე მოიქცნენ? რა აწუხებთ? ისინი მანამ არ მიაქცევენ ყურადღებას თქვენს იდეებს, სანამ თქვენ არ მიაქცევთ ყურადღებას მათ. მაგრამ თქვენ უნდა იყოთ გულახდილი და ნამდვილად დაინტერესებული. ადამიანები ციფრებზე უფრო მნიშვნელოვანია.

8. დააფასეთ სხვები და ნუ დამალავთ ამას
უბრალო „მადლობა“ სასწაულებს ახდენს, განსაკუთრებით თუ ის ნათქვამი იყო უცხო ადამიანების თანდასწრებით. შეამჩნიეთ სხვების მცდელობა, მოიყვანეთ ისინი საუკეთესო მაგალითებად ისე, რომ ყველამ დაინახოს. ასე მოქცევით თქვენ გავლენას ახდენთ სხვების ქცევაზე, მიუთითებთ რომელი ქცევაა სწორი და მართებული. ჩვენ ყველას გვინდა, რომ შეგვაფასონ და შეგვაქონ.

9. როგორი რეაგირება ვიქონიოთ?
ყველა ადამიანი ამჩნევს. თქვენ ყოველთვის ვერ შეძლებთ მოვლენების გაკონტროლებას, მაგრამ შეძლებთ საკუთარი რეაქციის კონტროლს ამ მოვლენების მიმართ. თქვენს რეაქციას ამჩნევენ სხვები. ნუ აყვებით ემოციებს, დამშვიდდით, გააანალიზეთ რაც ხდება. არ დაივიწყოთ თქვენი ქცევის რეზულტატების შესახებ.

10. სხვებში ეძებეთ კარგი
ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ იმისათვის, რომ ეგოიზმში და მანიპულაციაში არ გადავარდეთ, საჭიროა თქვენი გავლენა სხვების სასარგებლოდ უფრო გამოიყენოთ, ვიდრე საკუთარი თავისთვის. დაეხმარეთ მათ, ვინც მოგყვებათ. გავლენა მოახმარეთ სხვებში დადებითის გამოვლენას. თქენ შეიძლება მათში დაინახოთ პოტენციალი, რომელსაც თვითონაც ვერ ხედავენ. დაეხმარეთ მათ ამ პოტენციალის გახსნაში.

11. იხელმძღვანელეთ ოქროს წესით
სხვებს ისე მოექეცით, როგორც თქვენ გინდათ რომ მოგექცნენ. ნუ იფიქრებთ, რომ ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვებია. განახორციელეთ ისინი ცხოვრებაში. თუ თქვენ გინდათ, რომ კარგად გექცეოდნენ, ჯერ თქვენგან გაეცით კარგი მოქცევა. დააფასეთ სხვები, რომ თქვენც დაგაფასონ. მიეცით მაგალითი და ის დაგიბრუნდებათ.

12. ისწავლეთ გაცემა
ნუ შეგეშინდებათ იმის გაცემა, რაც იცით და გეხერხებათ. გაუზიარეთ სხვებს, დაეხმარეთ მათ. მიეცით საშუალება სხვებს თქვენი დახმარების იმედი ჰქონდეთ. დაარწმუნეთ, რომ საკუთარ ცოდნას გაუზიარებთ. გაეცით მარტივად, ხშირად. იყავით პირველი.

13. მისწრაფება იქონიეთ უკეთესისკენ
“ნორმალურად” ყოველთვის არ ნიშნავს “ნამდვილად კარგად”. დაუწესეთ საკუთარ თავს მაღალი სტანდარტები. როცა თავად ვამაღლებთ ჩვენი შეფასების კრიტერიუმს, ჩვენ მოვუწოდებთ სხვებს იგივე გააკეთონ. უფრო მეტი დრო და ძალისხმევა დახარჯეთ და სხვები მიბაძავენ თქვენს მაგალითს.

14. შექმენით საერთო კონცეპცია
ადამიანებს უნდა ესმოდეთ, როცა რაიმეს გაკეთებას აპირებენ მათ სჭირდებათ პერსპექტივა. თქვენ გჭირდებათ ზუსტი კონცეპცია, თუ აპირებთ, რომ მუდმივი გავლენა იქონიოთ სხვებზე. თქვენ უდნა გესმოდეთ საით მოძრაობთ, თუ აპირებთ, რომ სხვებიც თქვენი მიმართულებით წაიყვანოთ. იყავით გასაგები. დააწესეთ კრიტერიუმები. აწარმოწეთ დიალოგი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.


ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორი ხასიათი გაქვთ

ტესტი შემუშავებულია ფსიქოლოგების და პიროვნებათშორისი ურთიერთობების სპეციალისტების მიერ. ის ეფუძნება უახლეს სამეცნიერო და ფსიქოლოგიური გამოკვლევების შედეგებს. 1. აირჩიეთ 9 გამოსახულებიდან ერთ-ერთი; 2. გაიგეთ ხასიათის რა შტრიხები არის თქვენთვის დამახასიათებელი.  1.

როგორ გავზარდოთ მეწარმე

გაკვეთილი №1 მოვალეობები არ ნაზღაურდებაიმის მაგიერ, რომ ბავშვს საოჯახო საქმის კეთებაში ფული უხადოთ, სჯობს მას აუხსნათ, რომ ეს საერთო ოჯახია და მისი მოვალეობაა ამ საქმეების შესრულება. მშობლებიც ასრულებენ აუცილებელ საქმეებს,

ყალბი ბედნიერება

“ფეისბუქზე” თავის წარმოჩენა და რეალობის შეცვლა? ის, რომ ადამიანებს მომხიბვლელი პროფილები აქვთ, სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ისინი რეალურად ბედნიერები არიან. ჩვენთან გულწრფელობა როდის შემოვა მოდაში? ბედნიერების ძიებაში ადამიანები იცვლიან

როგორ უნდა დავაჩქაროთ გამოცდილების მიღება

როდესაც ‘’ისინი’’ გეტყვიან რატომ? თქვენ უნდა უთხრათ: ”რატომაც არა” ?! ცხოვრებაში როცა მოხდება ფაქტი ჩვენ მას ვეღარ ვცლით, მაგრამ… დაინახო, განასხვავო და გაარჩიო ფაქტი-შესაძლებლობათ -გამოწვევაა ნომერი 1. ფაქტებს ვიღებთ და შანსებს

როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში

სიბნელისა თუ მარტო დარჩენის შიში ხშირად დისკომფორტს უქმნის როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს. რა იწვევს შიშებს? როდის და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს მათ დაძლევაში და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილის შიშებთან

12 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს

ყოველი ჩვენგანი უნიკალურია, მაგრამ ყურადღებიანი ფსიქოლოგები მაინც ნახულობენ ქცევის შაბლონებს, რომლებიც ბავშვობიდან იდება ჩვენში. B2P.GE  გიზიარებთ რამოდენიმე ფსიქოლოგიურ ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ დაალაგოთ ურთიერთობა გარემოცვასთან და გაიმარტივოთ ცხოვრება. იმისათვის, რომ გაარკვიოთ ადამიანს