13 უსარგებლო რამ, რომლისგან გათავისუფლებაც სიხარულს და სიამოვნებას მოგანიჭებთ
1360 Views

13 უსარგებლო რამ, რომლისგან გათავისუფლებაც სიხარულს და სიამოვნებას მოგანიჭებთ

1. გათავისუფლდით მოთხოვნისგან, მუდმივად ამტკიცოთ თქვენი სიმართლე
ჩვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც ურთიერთობების დანგრევის პირასაც კი არ შეუძლია შეეგუოს, აღიაროს რეალობა და სხვა თვალით შეხედოს ამ ყველაფერს.

2. შეწყვიტეთ კონტროლი
უარი თქვით გარშემო ყველაფრის აუცილებელ და საყოველთაო კონტროლზე – სიტუაციის, მოვლენების, ადამიანების და ა.შ. უბრალოდ მიეცით საშუალება ყველას და ყველაფერს იყოს ისეთი, როგორიც არის.

3. მოიშორეთ დანაშაულის გრძნობა
შეეშვით სხვების დადანაშაულებას იმაში რაც თქვენ გაქვთ, ან არ გაქვთ, რასაც გრძნობთ, ან ვერ გრძნობთ. შეეშვით საკუთარი ენერგიის განიავებას და აიღეთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე.

4. შეწყვიტეთ ნეგატიური საუბარი საკუთარ თავთან
უამრავი ადამიანი ვნებს საკუთარ თავს მხოლოდ იმით, რომ ნეგატიურ აზრებს და ემოციებს საშუალებას აძლევს მართონ მათი ცხოვრება. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც თქვენი ლოგიკური გონება გეუბნებათ. თქვენ გაცილებით მეტის და უკეთ გაკეთება შეგიძლიათ, ვიდრე გგონიათ.

5. უარი თქვით მუდმივად უკმაყოფილების გამოთქმაზე – იქნება ეს სხვა ადამიანების, სიტუაციის თუ სხვა რამის მიმართ. იცოდეთ, რომ არანაირ სიტუაციას არ შეუძლია თქვენი განწყობის ან თქვენი გრძნობების შეცვლა.

6. უარი თქვით კრიტიკაზე
შეეშვით ადამიანების გაკრიტიკებას, რომლებიც თქვენგან განსხვავდებიან, ასევე იმ მოვლენების გაკრიტიკებას, რაც თქვენს მოლოდინს არ ამართლებს. გახსოვდეთ, რომ ყველა და ყველაფერი განსხვავებულია.

7. უარი თქვით მოთხოვნაზე მუდმივად შთაბეჭდილებას ახდენდეთ სხვებზე
შეეშვით თავის მოჩვენებას და იყავით ის, ვინც ხართ სინამდვილეში. მოიხსენით ნიღაბი, მიიღეთ და შეიყვარეთ თქვენი ნამდვილი „მე“.

8. შეწყვიტეთ ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა
ცვლილებები – ეს ნორმალურია და საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანმა იმოძრაოს А პუნქტიდან B პუნქტამდე. ცვლილებები ეხმარება ადამიანს შეცვალოს თავისი და გარშემომყოფების ცხოვრება უკეთესობისკენ.

9. არ დასვათ იარლიყი
შეეშვით ადამიანებზე და მოვლენებზე იარლიყის დაკვრას, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ არ იცნობთ და არაფერი იცით მათ შესახებ. ამის ნაცვლად სჯობს მუდმივად გახსნილი იყოთ სიახლეებისადმი.

10. გაუშვით წარსული
ვიცით, ეს რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა წარსული უფრო მოსწონს ადამიანს, ვიდრე აწმყო, ხოლო მომავალი აშინებს. მაგრამ თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ ფაქტი, რომ აწმყო ეს არის ყველაფერი ის, რაც გაქვთ.

11. გათავისუფლდით შიშისგან
შიში – ეს მხოლოდ ილუზიაა. ის არ არსებობს, თქვენ თავად ქმნით მას. ყველაფერი ეს თქვენს გონებაშია. შეცვალეთ თქვენი შინაგანი დამოკიდებულება და გარშემო ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

12. მოეშვით თავის მართლებას
შეეშვით თავის მართლების რეჟიმში ყოფნას. ხშირად ადამიანები თავს იზღუდავენ სწორედ ამ ჩვევის გამო.

13. შეწყვიტეთ სხვა ადამიანების მოლოდინში ცხოვრების გატარება.
ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ისეთი ცხოვრებით, რომელიც მათ არ ეკუთვნით. ისინი ცხვორობენ იმით, თუ რა მოსწონთ სხვებს, ისინი აკეთებენ იმას, რასაც მათგან მოელიან ოჯახის წევრები, მეგობრები, მასწავლებლები, მთავრობა და საზოგადოება. ისინი აიგნორებენ შინაგან ხმას, შინაგან მოთხოვნებს. ასეთი ადამიანები იმდენად დაკავებულები არიან სხვების მოლოდინის გამართლებით, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს კარგავენ. მათ ავიწყდებათ რას მოაქვს მათთვის ბედნიერება, რა სურთ სინამდვილეში. საბოლოო ჯამში საკუთარი თავიც კი აღარ ახსოვთ.

გახსოვდეთ, თქვენ ერთი ცხოვრება გაქვთ. ის დღევანდელი დღე და რეალობაა. იცხოვრეთ ისე, როგორც თქვენ გსურთ, უსმინეთ შინაგან ხმას და ნუ მისცემთ სხვა ადამიანებს თქვენი მართვის უფლებას. და გახსოვდეთ რასაც გასცემთ ისიც დაგიბრუნდებათ, რასაც დათესავთ იმას მოიმკით.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like