13 სასარგებლო რჩევა
2012 Views

13 სასარგებლო რჩევა

1. ჩვევა – ისწავლა-გამოიყენა
თქვენს ანგარიშზე ალბათ საკმაო რაოდენობით წაკითხული წიგნებია, შეიძლება ათეულობითაც კი. მაგრამ რა გაიგეთ მათი წაკითხვით, რას იყენებთ ცხოვრებაში?

ცოდნა და კეთება – ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ადამიანი, რომელმაც ერთი წიგნი წაიკითხა და პრაქტიკაში იყენებს იმას, რაც გაიგო, გაცილებით მეტ წარმატებას აღწევს, ვიდრე ადამიანების უმრავლესობა, ვინც აგრძელებს კითხვას და უმოქმედობას. ამიტომ, ამ დღიდან გაიხადეთ ჩვევად – ისწავლა-გამოიყენა. რამე ახალი თუ გაიგეთ ეგრევე გამოსცადეთ პრაქტიკაში. ნუ გადადებთ, ნუ გააგრძელებთ კითხვას. იმოქმედეთ!

2. ჩვევა – ყოველ დღე რაღაცის გაკეთება
გაიხადეთ წესად – ყოველ დღე ერთი ნაბიჯი მაინც გადადგით, რომელიც წარმატებისკენ იქნება მიმართული. იყოს თუნდაც 5 წუთიანი საქმე, მაგრამ არ გაჩერდეთ. მაშინაც კი, როცა უქმე დღეა და გეზარებათ – ადექით და გააკეთეთ რამე.

წელიწადში 365 დღეა. თუ ყოველ დღე 1 ნაბიჯს მაინც გადადგამთ – 365 ნაბიჯი იქნება წლის ბოლოს. დროთა განმავლობაში ეს გაწვრთნის თქვენს დისციპლინას, მოახდენს თქვენს მოტივაციას და აგიმაღლებთ თვითშეფასების დონეს.

გადადგით ყოველდღიურად ნაბიჯი წარმატებისკენ!

3. ჩვევა – მოქმედებაზე და შედეგზე ორიენტაცია
მხოლოდ ქმედება და შედეგები წაგწევთ წინ. თქვენ შეგიძლიათ ბევრი დაგეგმოთ, იფიქროთ, ისწავლოთ – მაგრამ წინ მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევთ, თუ იმოქმედებთ!

ამიტომ, თვალსაჩინო ადგილას დაკიდეთ შეხსენების სახით შემდეგი შეკითხვა – „ის, რასაც მე ახლა ვაკეთებ, წამიყვანს წინ?“

4. ჩვევა – კომპეტენციის ამაღლებაზე მუდმივად მუშაობა
გააფართოვეთ თქვენი ცდონა, უნარები, გამოცდილება. მაგრამ იმოქმედეთ შერჩევითად, კონცენტრაცია გააკეთეთ მხოლოდ იმაზე, რაც თქვენი საქმიანობის სფეროს ეხება. არ არის საჭირო ყველაფრის ერთდროულად ჩაყლაპვა, ისწავლეთ ხორბლის თივისგან გამორჩევა. ამ გზით, საკუთარი ცოდნას გაფართოვებით, თქვენ აიმაღლებთ საკუთარი ეფექტურობის და დროის მაჩვენებელს.

5. ჩვევა – ფიქრი გადაწყვეტილებაზე და არა პრობლემაზე
პრობლემა ქრება მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ მის გადაჭრაზე მოიმართებით და დაიწყებთ მისი მოგვარების გეგმის განხორციელებას.
ყველაფერი დანარჩენი აზრობრივი მერყეობაა, რაც ერთი მილიმეტრითაც კი არ წაგწევთ წინ.

6. ჩვევა – აუცილებელის და არა მარტივის კეთება
დროის ნებისმიერ მომენტში და თქვენი განვითარების ნებისმიერ სტადიაში არსებობს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომლის რეალიზაცია მოცემულ მომენტში დიდ შედეგს მოიტანს. შესაბამისად ეს ყველაზე რთული და შრომატევადი საქმეა. თქვენი დროის რესურსი შეზღუდულია. ამიტომ, მხოლოდ ასეთი საქმეები აკეთეთ. ნუ გაწელავთ და ნუ დაელოდებით იმას, რომ ეს საქმეები თავისით გადაწყდება. უბრალო საკითხებს ყოველთვის მოაგვარებთ, ან ვინმეს დაავალებთ მათ შესრულებას.

7. ჩვევა – ნეგატიურ სიტუაციაში სიხარულის განცდა
რაც არ უნდა მოხდეს თქვენს თავს, მოძებნეთ ამ ყველაფერში პოზიტივი. მოიმართეთ შესაძლებლობებზე, რომლებიც თქვენს წინაშე იხსნება. გაიხსენეთ გამონათქვამი: რაც არ კეთდება – ყველაფერი უკეთესობისთვისაა. გაიხადეთ ეს ჩვევად.

8. ჩვევა – ინვესტიცია საკუთარ თავში და არა წარმატების ატრიბუტებში
ბევრი ადამიანი გარკვეული შედეგის მიღწევის შემდეგ ჩერდება. შედეგად ჩერდება მათი განვითარებაც, გარკვეული დროის შემდეგ კი იწყება უკუსვლა. ამიტომ, ნურასოდეს გაჩერდებით მიღწეულზე! ინვესტიცია გააკეთეთ პირველ რიგში საკუთარ თავში, საკუთარ ცოდნაში, უნარებში და გამოცდილებაში. ამის შემდეგ შეგიძლიათ საკუთარი თავი გაანებივროთ წარმატების ატრიბუტებით.

9. ჩვევა – ეძებეთ არსი-ფაქტები რატომ გინდათ რაღაც და არა გამართლება ან მხარდაჭერა
ადამიანების უმრავლესობა ჯერ გადაწყვეტილებას იღებს და მხოლოდ შემდეგ აყალიბებენ მას, იწყებენ იმის ძებნას, რაც გაამართლებს მათ არჩევანს, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მიმართავენ სხვა ადამიანებს. გახსოვდეთ – წარმატების მისაღწევად აუცილებელია ჯერ ფაქტების მოგროვება და არსის სრულად გაგება, რომელთა საფუძველზე უნდა მოხდეს საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება.

10. ჩვევა – თქვენი ძირითადი აზრი უნდა იყოს – რა მინდა და როგორ მივაღწიო?
ეს ძირითადი ჩვევაა. ყოველ საღამოს დაუსვით საკუთარ თავს ეს შეკითხვა – რა მინდა და როგორ მივაღწიო? ყველა თქვენი ქმედება გააანალიზეთ ამ შეკითხვაზე პასუხიდან გმომდინარე.

11. ჩვევა – ყველა საქმის შედეგამდე მიყვანა
თუ რამეს ხელი მოკიდეთ, მაშინ იმოქმედეთ მანამ, სანამ საბოლოო შედეგს არ მიიღებთ. დაუსრულებელი საქმე მოითხოვს უფრო მეტი დროის ხარჯვას ხელახლა მისი დაწყებისა და საკითხში გარკვევისთვის. მიიყვანეთ ყველა დაწყებული საქმე საბოლოო შედეგამდე.

12. ჩვევა – დროის სიყვარული
წარმატებული ადამიანი აფასებს საკუთარ ეფექტურობას იმით, თუ რამდენს გამოიმუშავებს საათში. ის აფასებს საკუთარ დროს და ამიტომ ერთ საათში აკეთებს იმას, რასაც ჩვეულებრივი ადმაიანი ერთ დღეს ან მეტს ანდომებს. ამიტომ წარმატებული ადამიანის საათიც შესაბამისად ძვირი ღირს.

13. ჩვევა – დასვენება და გართობა
ადამიანური რესურსები უსაზღვრო არ არის, თქვენ შეიძლება იმუშაოთ ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე… მაგრამ თქვენი საერთო ეფექტურობა დაიკლებს. ადრე თუ გვიან უბრალოდ მოიცელებით.

ამიტომ, კვირაში ერთი დღე სრულად დაუთმეთ საკუთარ თავს!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like