12 უნივერსალური ჭეშმარიტება, რომლებიც შეცვლიან თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ

12 უნივერსალური ჭეშმარიტება, რომლებიც შეცვლიან თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ

1. ყველაფერი – აბსოლიტურად ყველაფერი – რისი მიღწევაც გსურთ, იწეყება ერთი აზრისგან…
გამოყავით საკუთარი თავისთვის დრო, მიეცით უფლება საკუთარ თავს იოცნებოთ, რაიმე წარმოიდგინოთ. გვერდით გადადეთ რეალობის შეგრძნება და პრაგმატული ფიქრები იმის შესახებ, ვინ შეიძლება იყოთ თქვენი წარსულიდან გამომდინარე. თქვენი ფიქრები შედგება ცოცხალი, მდუღარე, კრეატიული ენერგიისგან, რომელიც ყველაფერს შესაძლებელს ხდის – გამოიყენეთ ის გონივრულად.

2. ვერცერთი თქვენი ოცნება ვერ იქნება «ზედმეტად შორეული».
რაც არ უნდა გინდოდეთ – თანამედროვე ბინაში გადასვლა, საკუთარი კუნძულის ქონა წყნარ ოკეანეში თუ სხვა – თქვენ ამის მიღწევა შეგიძლიათ. მთავარია მოინდომოთ.

3. თქვენ შეუფასებელი ნიჭი გაქვთ, რომელიც თავად უნდა გამოიყენოთ, სხვებსაც გაუზიაროთ და მათგანაც მიიღოთ.
გამოიყენეთ ის, გაუზიარეთ სხვებს – მთავარია რამე აკეთოთ. ცხოვრება ძალიან ფასეულია იმისათვის, რომ თქვენი ოცნებები აუსრულებელი დატოვოთ. საკმარისია მკითხაობა იმის შესახებ ხართ თუ არა ნიჭიერი, ან რაიმე განსაკუთრებული შესაძლებლობებით დაჯილდოვებული. ამ შეკითხვებზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პასუხი – დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ!

4. თქვენ შექმნილი ხართ წარმატებისთვის და ნურავის მისცემთ იმის უფლებას, რომ საპირისპიროში დაგარწმუნოთ.
წარმატება – ეს უპირველეს ყოვლისა არის ცხოვრებაში უდიდესი მიღწევა და მისგან სიამოვნების მიღება. სწორედ წარმატებაში არის ცხოვრების აზრი. ამიტომ, საკმარისია საკუთარი თავისთვის იმის კითხვა, ხართ თუ არა ღირსი, გეყოფათ თუ არა ძალა და საერთოდ, ღირს თუ არა რამე გააკეთოთ – ამის ნაცვლად ადექით და განახორციელეთ ჩანაფიქრი!

5. მნიშვნელობა არ აქვს რისი მიღწევა შეძელით ცხოვრებაში – თქვენ ყოველთვის შეძლებთ საკუთარი თავის იმაში დარწმუნებას, რომ დაიღალეთ და დასვენება გინდათ.
ნუ გააკეთებთ ამას. გახსოვდეთ, რომ იდეალური დრო რაიმეს გასაკეთებლად უბრალოდ არ არსებობს. ცხოვრება ყოველდღე იცვლება და თუ თქვენ ამ ცვლილებებს საკუთარი თავის დასარწმუნებლად გამოიყენებთ, ვერასოდეს ვერაფერს ვერ გააკეთებთ. დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების შეცვლა დღესვე!

6. არ დაივიწყოთ – გრძელი გზა პირველი ნაბიჯით იწყება.
პირველმა ნაბიჯმა შეიძლება მიგიყვანოთ ისეთ შესაძლებლობებამდე, რომლის შესახებ აქამდე წარმოადგენაც კი არ გქონდათ. რაღას უცდით? გადადგით ეს ნაბიჯი – მიენდეთ ინტუიციას. ერთმა სატელეფონო ზარმა, ელექტრონულ ფოსტაზე მიღებულმა წერილმა, კაფეში შემთხვევითმა შეხვედრამ, ინტერნეტში ძიებამ შეიძლება თქვენს წინაშე უდიდესი შესაძლებლობების კარი გახსნას. ამიტომ, არასოდეს თქვათ უარი ნაბიჯის წინ გადადგმის შესაძლებლობაზე, თუნდაც ეს ძალიან პატარა ნაბიჯი იყოს. დაფიქრდით, იქნებ სწორედ ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც გაკლიათ და გჭირდებათ იმისათვის, რომ ცხოვრების ინერცია დაძლიოთ?
7. თქვენი ინტუიცია – თქვენი შინაგანი ნავიგატორია და როცა მასზე მიერთებული ხართ, ყოველგვარი გართულების გარეშე შუძლია სწორ გზაზე დაგაყენოთ.
როგორ უნდა მიუერთდეთ მას? უბრალოდ გააკეთეთ ის, რაც სწორად მიგაჩნიათ და მოგწონთ.

8. თქვენ ვალდებული არ ხართ იცოდეთ რა, როდის და რატომ უნდა გააკეთოთ სწორედ ახლა.
როცა შესაფერისი მომენტი დადგება, თქვენ მისთვის აბსოლიტურად მომზადებული იქნებით. გაოცებული დარჩებით, ბედი როგორ შესაფერის რესურსს, დროს, ფულს და კონტაქტებს მოგცემთ.

9. სამყაროში ყოველთვის არის მაგიისთვის ადგილი და ის არანაკლებ რეალურია, ვიდრე თქვენი ოცნებები.
დაიჯერეთ მისი, მიენდეთ მას და გახსოვდეთ – ყველაფერი კარგად იქნება, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ ამის არავითარი საბაბი არ არსებობს.

10. თუ დახმარება გჭირდებათ – ის ყოველთვის ხელმისაწვდომია, ყოველ წამს.
ყველა ჩვენგანის გარშემო არიან მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, კოლეგები და უბრალოდ კარგი ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ დაგვეხმარონ და მხარში დაგვიდგნენ, როცა საჭირო იქნება. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ გადახტომის, გახსოვდეთ – ყოველთვის არიან გვერდით მზრუნველი ხელები, რომელბიც საჭიროების შემთხვევაში შეგეშველებიან.

11. თუ საკუთარი თავის გჯერათ – ეს რწმენა მატერიალური ხდება.
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად შეუფასებელი დახმარება შეუძლია გაგიწიოთ პოზიტიურმა განწყობამ. ის ყველას ეხმარება. სცადეთ დაიჯეროთ საკუთარი თავის და იარეთ წინ.

12. არ დაივიწყოთ გართობა!
ცხოვრებაში ყველა ჩვენგანს გვჭირდება გაჩერება, დასვენება და „ორთქლის გამოშვება“. ეს არამარტო სასიამოვნო, სასარგებლოც არის. ამიტომ, შრომის შემდეგ ნუ დაივიწყებთ გართობას და დასვენებას. მიეცით საკუთარ თავს სიცილის, მოდუნების და დროის სასიამოვნოდ გატარების უფლება!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რატომ უნდა ვიცოდეთ რა გვსურს ნამდვილად?

არსებობს ადამიანთა ნაწილი, რომელთაც დასახული აქვთ მიზანი, იციან რა სურთ და როგორ მიაღწიოს მას. ესენი ჩვეულებრივ არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მოქმედებენ და ადრე თუ გვიან მაინც აღწევენ  სასურველს მიზანს.

Print Friendly, PDF & Email

რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს სინანულმა?!

დღევანდელ სტატიაში მინდა შემდეგი კითხვით მივიქციო თქვენი ყურადღება. საინტერესოა შეგვიძლია თუ არა გამოვიყენოთ სინანული და მსგავსი ნეგატიური განცდები ჩვენს სასარგებლოდ? პასუხი ერთმნიშნელოვანია! რა თქმა უნდა კი! სინანული განუხორციელებელი მიზნების გამო,

Print Friendly, PDF & Email

ყოველდღიურად განვითარდით და იცხოვრეთ სწორი აზროვნებით

ა. მთავარი განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის, მათ აზროვნებაში მდგომარეობს. ბ. ყველაფერი, რასაც ადამიანი აღწევს ან ვერ აღწევს, მისი აზრების პირდაპირ შედეგს წარმოადგენს. ეფექტური ადამიანების აზროვნების უნარი * მაშტაბური

Print Friendly, PDF & Email

ლონდონში მეტროში არსებულ ქარის ნაკადს ენერგიად გარდაქმნიან

ლონდონში არსებული სტარტაპი Moya  Power-ი  გვთავაზობს ენერგიის გენერირებას მეტროს მატარებლების მეშვეობით, რომლებიც მოძრაობის დროს  წარმოქმნიან ქარის ძლიერ ნაკადს. პროექტის ავტორებმა შეიმუშავეს სპეციალური პანელების კონსტრუქცია, რომელიც აღჭურვილია ათასობით მოძრავი ფირფიტისგან, რაც

Print Friendly, PDF & Email

მოხუცი მამის რჩევები შვილს

29 წლის მამაკაცი ცხოვრობს 70 წელს მიტანებულ მამასთან ერთად და ტვიტერში პოსტავს იმას, რასაც მამა ამბობს. “შვილო, არავის აინტერესებს რა შესაძლებლობები აქვს შენს მობილურს. შენ ის არ გამოგიგიგონებია, შენ ის

Print Friendly, PDF & Email

უბრძოლველად გამარჯვების სიბრძნე

იქ, სადაც ორი ადამიანია, ყოველთვის არის უთანხმოება. ყოველ დღე ჩვენ გვიხდება სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების მოგვარება სხვადასხვა ადამიანებთან. რაც უფრო დიდი სოციალური როლის მქონეა ადამიანი, მით უფრო ხშირად ხვდება განსხვავებულ შეხედულებებს.

Print Friendly, PDF & Email