12 საქმე, რომელთა შესრულებას წარმატებული ადამიანები სადილობამდე ასწრებენ

12 საქმე, რომელთა შესრულებას წარმატებული ადამიანები სადილობამდე ასწრებენ

თუ გსურთ უფრო წარმატებული და ჯანმრთელი იყოთ, მაშინ შეეცადეთ გააკორექტიროთ თქვენი სამუშაო გრაფიკი ისე, რომ ეს 12 საკითხი მოგვარებული იყოს სადილობამდე:

1. მომდევნო დღის საქმეების გრაფიკი შეადგინეთ წინა საღამოს
არ ღირს აჩქარება და ამოცანების გადაჭრა დილით ან სამუშაო დღის დასაწყისში. სჯობს მომდევნო დღე დაგეგმოთ წინა საღამოს. ეს დაგეხმარებათ არამარტო მშვიდად მოიფიქროთ რას და როგორ აკეთებთ, არამედ მშვიდად დაძინებაშიც.

2. გამოიძინეთ
სრულფასოვანი ძილის არქონა მოქმედებს პროდუქტიულობასა და ყურადღების კონცენტრაციაზე. მუდმივი გამოუძინებელი მდგომარეობა იწვევს დაგივანებას და ზედმეტ სტრესს სამსახურში. ზოგ ადამიანის სრუფასოვანი ძილისთვის სჭირდება მინიმუმ 8 საათი.

3. არავითარი: «კიდევ 10 წუთი»!
ძალიან მარტივია დილით მაღვიძარას გადაწევა 10 წუთით, შემდეგ კიდევ… კიდევ… და შედეგად მთელი ერთი საათის დაკარგვა. ამასთან, ძილის ასეთი მოკლე შუალედები ვერ იქნება ეფექტური. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს „ტოროლა“. დააყენეთ თქვენი მაღვიძარა უფრო ადრე და გაიღვიძეთ პირველივე ზარზე. თავიდან ეს რთული იქნება, მაგრამ რამოდენიმე კვირის შემდეგ შეძლებთ საჭირო რეჟიმზე აწყობას.

4. ივარჯიშეთ
ის, ვინც ასრულებს აქტიურ ფიზიკურ ვარჯიშებს დღის პერიოდში, ხშირად ავლენს გამჭრიახობას და მოთმინების უნარიც მეტი აქვს.

5. დაიწესეთ დილის რიტუალი
მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ეს: ფინჯანი ყავა, ვარჯიში, ფოსტის შემოწმება… მთავარია, რომ მშვიდი პერიოდი გქონდეთ, რომლის გატარებას შეძლებთ საკუთარ თავთან.

6. ისაუზმეთ
კარგი საუზმე ენერგიით დაგმუხტავთ ხანგრძლივი ღამის შემდეგ. მოიმზადეთ ჯანსაღი საუზმე და თავი აარიდეთ მძიმე საკვებს, რომლის გადამუშავებას დიდი ენერგია სჭირდება.

7. ოფისში გამოცხადდით დროულად
თუ თქვენ იცავთ წარმატებული ადამიანის სხვა წესებს, მაშინ სამსახურში წასვლა თქვენთვის მარტივი გასეირნება იქნება და არა წინააღმდეგობების გადალახვა.

8. საკუთარ მიზნებზე ისაუბრეთ ხელმძღვანელობასთან ან დაქვემდებარებულ პირებთან
ყველამ ვიცით გამოთქმა იმის შესახებ, რომ მიზანი მარტივია იმდენად, რამდენადაც მარტივია მისი სუსტი რგოლი. ნუ დაივიწყებთ, რომ გუნდში მუშაობთ და დარწმუნებული რომ იყოთ სწორი მიმართულებით მოძრაობაში, განიხილეთ თქვენი მიზნები და პრიორიტეტები კოლეგებთან.

9. დაიწყეთ ყველაზე რთული ამოცანებით
არ ღის ამოცანების გადადება, რომელბიც გაწუხებთ დღის ბოლოს. სჯობს მათგან დაიწყოთ, რომ მთელი დღე არ იყვნენ შემაწუხებლად.

10. თავი აარიდეთ დილის შეკრებებს
დილა ყველაზე პროდუქტიული დროა და არასწორია მისი დახარჯვა კრებების ჩატარებაზე, რომლებიც შეიძლება დღის მეორე ნახევარში გადაიტანოთ.

11. გამოყავით დრო შეტყობინებების სანახავად
შეეშვით ფოსტის მუდმივად შემოწმებას. ამისათვის გამოყავით ცალკე დრო, რომ მთელი დღის მანძილზე ყურადღება არ გადაიტანოთ. თუ თქვენ ღელავთ იმაზე, რომ კლიენტი ვერ მიიღებს პასუხს სწრაფად, მაშინ ფოსტა შეამოწმეთ მხოლოდ საათში ერთხელ.

12. შეისვენეთ სადილობის დროს
საკუთარ თავს უფლება მიეცით გაიაროთ და ყურადღება გადაიტანოთ. შეგიძლიათ სოც-ქსელშიც შეხვიდეთ, რომ რამოდენიმე შეტყობინება გააგზავნოთ – ეს კარგიც არის. მთავარია არ ისარგებლოთ ამით და არ დაიწყოთ სიახლეების სრულად წაკითხვა.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ