12 მიზეზი, რომლებიც წინსვლის მოტივაციას ახდენენ
2118 Views

12 მიზეზი, რომლებიც წინსვლის მოტივაციას ახდენენ

1. სანამ ცოცხლები ვართ – შეუძლებელი არაფერია
ცხოვრება სრულ თავისუფლებას და შესაძლებლობებს გვაძლევს, რომლებიც ვალდებული ვართ გამოვიყენოთ სხვდასხვა სახით წარმატების მისაღწევად. შესაძლებლობები არ იქნება მაშინ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით.

2. ისწავლეთ საკუთარი ცხვირის იქეთაც დაინახოთ რამე
თუ რამე არ გამოგდით პირველ ჯერზე, ეს არ არის ხელების ჩამოშვების მიზეზი. რაღაც მოდის დროთა-განმავლობაში, რაღაცას გამოცდილება სჭირდება, ამიტომ რაიმეს მისაღწევად საჭიროა ბევრი მუშაობა.

3. ძალა – ყველას დამახასიათებელია
ყველა ადამიანი ძლიერია თავისებურად. ზოგიერთისთვის საკმარისია ერთი წარუმატებლობაც კი, რომ საკუთარი თავი სუსტად იგრძნოს, სხვებს 1000 წარუმატებლობაც კი ვერ შეუშლით ხელს მიზნის მიღწევაში. ის, ვისაც ძალიან უნდა – ყოველთვის აღწევს საწადელს.

4. საკუთარი თავის წარმოჩენა – ნიშნავს იდივიდუალობას
თუ თქვენ არ გინდათ სახლიდან გასვლა, გეშინიათ ადამიანებთან გამოჩენა, ემალებით გარემოცვას – ეს სისუსტეა, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენ ნებდებით. არ ღირს ამის გაკეთება. პირიქით, თქვენ უნდა წარმოადგენდეთ ვინმეს ამ სამყაროში, უნდა გქონდეთ საკუთარი აზრი და ხასიათი, უნდა გქონდეთ სხვადასხვა მიღწევები.

5. ყველაფრის გაკეთებას, რაც სხვამ მოახერხა, შეძლებთ თქვენც
არ ღირს საკუთარი თავისთვის იმის თქმა, რომ არაფერი გამოგდით. ყველა აკეთებდა რაღაცას პირველად. არ უნდა დანებდეთ წარუმატებლობის დროს, კიდევ სცადეთ და აუცილებლად გამოგივათ – სხვებზე უკეთესადაც კი. თუ ისე არ გამოგივიდათ, როგორც სხვებს, ნუ დაღონდებით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ რაღაც ახალი გააკეთეთ.

6. ოცნება მავნებელი არ არის, მავნებელია, როცა არ ოცნებობ
ყოველთვის, მთელი ცხოვრების მანძილზე იქონიეთ ოცნება. მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ხართ, რომ ეს არასოდეს ახდება – მაინც იოცნებეთ. ეს ცხოვრებას აზრს აძლევს, აზრს იაროთ ოცნებისკენ.

7. გიყვარდეთ ისინი, ვისაც უყვარხართ
ოჯახის წევრები და მეგობრები უნდა გახდნენ თქვენი შთაგონების წყარო, რომლებიც მოგცემენ სტიმულს წინ იაროთ და მუდმივად განვითარდეთ. ახლობლების მხარდაჭერა, ზრუნვა და დახმარება, ასევე მათი შეხედულება თქვენს შესახებ დაგეხმარებათ გახდეთ უკეთესი.

8. წუწუნი – სუსტების დამახასიათებელია
არ არის საჭირო საკუთარ ცხოვრებაზე, წარუმატებლობაზე და შეცდომებზე მუდმივად წუწუნი, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება მწარედ გაეხუმრა. თქვენთვის რთულია 5 კმ-ის გარბენა ან მაღაზიაში პურის საყიდლად ჩასვლა? იფიქრეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც შიმშილობენ ან საწოლზე არიან მიჯაჭვული. ისინი ყველაფერს დათმობდნენ ისეთი ცხოვრებისთვის, რომლითაც თქვენ ახლა ცხოვრობთ!

9. გახადეთ სამყარო უკეთესი
გარკვეული სიმაღლეების მიღწევის შემდეგ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა წვლილი შეიტანოთ ამ ცხოვრებაში, გახადოთ ის ცოტათი მაინც უკეთესი. თუმცა სიკეთის და კარგის კეთება ისედაც შეიძლება, მთავარია გქონდეთ მიზანი.

10. ბედნიერებას იმსახურებს ყველა
არასოდეს თქვათ საკუთარ თავზე ან სხვებზე, რომ უბედური ხართ. ბედნიერება დრთა განმავლობაში მოდის, ზოგთან უფრო ადრე, ზოგთან გვიან, მაგრამ ის ყველასთვის არის. გახსოვდეთ ეს და არ დანებდეთ მანამ, სანამ ბედნიერი არ იქნებით.

11. შთგონება – მოძრაობის წყარო
შთააგონეთ საკუთარი თავიც და სხვებიც, ნუ გაჩერდებით ერთ ადიგლას, სხვების შთაგონებას თქვენ მხოლოდ საკუთარი მაგალითით შეძლებთ და ისინიც შეძლებენ საკუთარი თავის პოვნას ამ ცხოვრებაში.

12. გამარჯვება ახლოსაა
ხშირად, როცა თქვენ დათრგუნული გრძნობა ან ცხოვრებისადმი შიში გჩნდებათ, შეეცადეთ ამ დროს გაუძლოთ და არ დათმოთ პოზიციები. მხოლოდ ამ შემთხვევაში გელით ასპროცენტიანი გამარჯვება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like