12 მითი ფულის გამომუშავების შესახებ

12 მითი ფულის გამომუშავების შესახებ

ადამიანების უმრავლესობა ღარიბებად რჩება ფულის მიმართ არასწორი დამოკიდებულების გამო. თუ თქვენ გინდათ გამდიდრდეთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ ფულის გამომუშავების შესახებ გავრცელებული მითები. წაიკითხეთ და განთავისუფლდით!

მითი №1: რომ ამერჩია შემოსავლიანი კარიერა, ვიქნებოდი მდიდარი.
რეალობა: მილიონერები არიან ნებისმიერ პროფესიაში. ნებისმიერ სფეროში შეიძლება ფულის გამომუშავება. ნუ მოძებნით შემოსავლიან კარიერას – თქვენ თავად გახდით თქვენს კარიერას შემოსავლიანს.

მითი №2: ჩემი მშობლები მდიდრები რომ ყოფილიყვნენ, მეც მდიდარი ვიქნებოდი.
რეალობა: ყველაზე მდიდარი ადამიანები ძირითადად გაჭირვებული და საშუალო შეძლების ოჯახებიდან არიან. რაც მთავარია, მდიდარი ოჯახის შვილებსაც თავად უწევთ კაპიტალის დაგროვება.

მითი №3: კარგად რომ მესწავლა, ვიშოვიდი ბევრ ფულს.
რეალობა: თქვენ უნდა ისწავლოთ პრაქტიკით და არა სალექციო დარბაზში. სტატისტიკის მიხედვით, წარმატებული მოსწავლეები, როგორც წესი, მდიდრები არ არიან.

მითი №4: საჭირო დროს და საჭირო ადგილას რომ ვყოფილიყავი, წარმატებული ვიქნებოდი.
რეალობა: ძალიან მდიდარი ადამიანები არ ყოფილან იღბლიანები – ისინი ყველაფერს აკეთებდნენ წარმატებისთვის. შესაძლებლობებს და წარმატებას არ უნდა ლოდინი, საჭიროა მათი შექმნა.

მითი №5: ჩემი ქვეყნის ეკონომიკა უკეთესი რომ ყოფილიყო, მე მდიდარი ვიქნებოდი.
რეალობა: ნებისმიერ საზოგადოებაში და ნებისმიერ ქვეყანაში არიან მილიონერები. ფული ყველგანაა.

მითი №6: მე რომ არ მქონოდა ოჯახი ან რაიმე სოციალური პასუხისმგებლობა, ვიქნებოდი მილიონერი.
რეალობა: პასუხისმგებლობაში კი არაა საქმე, არამედ იმაში, როგორ უდგებით მას. ფულთან სიფრთხილით მიდგომა და მხოლოდ აუცილებელი შენაძენის გაკეთებაა საჭირო.

მითი №7: დიდი ფულის შოვნის შესაძლებლობა ხელმისაწვდომი რომ იყოს, ზღაპრულად მდიდარი გავხდებოდი.
რეალობა: დღეისათვის დიდი ფულის შოვნის შესაძლებლობები ადრინდელთან შედარებით გაცილებით ფართოა.

მითი №8: სახელმწიფო, დამსაქმებელი, ჩემი ოჯახი და ცოლი თანხვედრაში რომ იყვნენ ჩემთან, მე ბევრს გამოვიმუშავებდი.
რეალობა: თქვენ ყველაფერი შეიძლება შეგემთხვეთ. მაგალითად შესაძლოა დაგითხოვონ სამსახურიდან, მეგობრებმა და ოჯახმა ზურგი შეგაქციონ, ცოლი კი გაგეყაროთ. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი საკუთარ წარმატებაზე.

მითი №9: დიდი თანხა რომ მქონოდა, დავაბანდებდი და ეკონომიას გავაკეთებდი.
რეალობა: ოკეანე წყლის პატარა წვეთებისგან შედგება. დაიწყეთ მცირედით. თუ თქვენ ელით დიდ ფულს, შესაძლოა ვერც მოესწროთ. საუკეთესო დრო ფულის დაბანდებისა და ეკონომიისთვის არის ახლა.

მითი №10: თუ დატვირთულად ვიმუშავებ, გავმდიდრდები.
რეალობა: მსოფლიოში უამრავი გაჭირვებული ადამიანია, ვინც მძიმე სამუშაოს ასრულებს. მდიდრები ასე არ იქცევიან. ისინი გონივრულად მუშაობენ.

მითი №11: ფული რომ გამოიმუშაო, საჭიროა უფრო მეტი ფული.
რეალობა: ფული საჭიროა მხოლოდ იმისათვის, რომ ჩაეჭიდოთ შესაძლებლობას.

მითი №12: კარგ სამსახურს გამდიდრებისკენ მივყავართ.
რეალობა: საქმე – შემოსავლის დროებითი წყაროა. მუდმივი საქმე კი ფულს თქვენზე ამუშავებს. ამიტომ, რითაც არ უნდა იყოთ დაკავებული, გონივრულად განაგეთ საკუთარი ფული და არ დაგავიწყდეთ მათი საქმეში ჩადება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like