12 მეთოდი უფასო რეკლამისთვის
696 Views

12 მეთოდი უფასო რეკლამისთვის

1. თემატური ან პროფილური ჟურნალისთვის დაწერილი სტატია, თქვენთვის შესაძლოა გახდეს უფასო რეკლამა 
საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა სტატიის განთავსება შესაძლოა უფასოდ. თქვენი ამოცანაა, გამოცემას შესთავაზოთ საინტერესო სტატია. დღეისათვის ვერცერთი გამოცემა ვერ იტყვის, რომ ძალიან საინტერესოა მკითხველისთვის. ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ სათქვენოდ.

2. უფასო რეკლამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო განცხადებების გაზეთი 
თუმცა ამ მეთოდს თავისი ნაკლიც აქვს: თქვენ დაგჭირდებათ საკუთარი ტექსტის ჩვეულებრივი განცხადების ფორმით შეფუთვა. თან მსგავსი ტიპის ტექსტებს ასეთი გაზეთები კარგად ფილტრავენ და შეიძლება დაბლოკონ კიდეც.

3. თქვენი სარეკლამო შეთავაზება განათავსეთ თქვენი პროდუქციის შეფუთვაზე, ბლანკებზე, ჩეკებზე.
ამით საკმაოდ ბევრი კლიენტის მოზიდვას შეძლებთ. 

4. განცხადებების დაფები 
ასეთი დაფები სპეციალურად ამ მიზნებისთვის არის. განათავსეთ თქვენი უფასო რეკლამა იქ. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სადარბაზოების კედლები და ღობეები თქვენი განცხადებების გასაკრავად. 

5. დატოვეთ ხალხმრავალ ადგილებში და ჩაყარეთ საფოსტო ყუთებში თქვენი სარეკლამო შეთავაზების ტექსტები 
ამის შემდეგ დაინახავთ როგორ გამოიღებს ნაყოფს უფასო რეკლამა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ სარეკლამო შეთავაზებებს იმ ადგილებში დატოვებთ, სადაც ხშირად დადის იმ კატეგორიის ადამიანები, ვინც მზადაა გახდეს თქვენი კლიენტი. 

6. შექმენით შტამპი, რომელზეც იქნება მომსახურების ან საქონლის მოკლე აღწერა
განათავსეთ ის თქვენს კორესპონდენცაზე, დატოვეთ იქ, სადაც თვლით, რომ ეს საჭიროა. ასეთი შტამპები მუშაობს, როგორც უფასო რეკლამა.

7. გამოიყენეთ თქვენი სავიზიტე ბარათები, როგორც უფასო რეკლამა 
თქვენი კომერციული წინადადება მოკლე ტექსტით განათავსეთ სავიზიტო ბარათის მეორე მხარეს. იმის აუცილებლობა არ არის, რომ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია უცხო ენაზე იყოს (უცხოელებისთვის სხვა სავიზიტო ბარათები მოამზადეთ). ამ გზით სავიზიტო ბარათი იმუშავებს თქვენთვის უფრო ეფექტურად, ვიდრე აქამდე. 

8. ინტერნეტში ყოველდღიურად უფრო პოპულარული ხდება ონლაინ აუქციონები 
მათი უმეტესობა უფასოა. გამოიყენეთ ისინი საკუთარი პროდუქტის გასაყიდად და ახალი კლიენტების მოსაძიებლად. ასეთი უფასო რეკლამა, როგორიც ინტერნეტ-აქუციონია, დაგეხმარებათ განავითაროთ თქვენი საქონელი და მომსახურება. 

9. ელექტრონული ფოსტა ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც შეიძლება გახდეს უფასო რეკლამა თქვენი ბიზნესისთვის
ელექტრონული წერილები დაგეხმარებათ მომხმარებლამდე მიიტანოთ თქვენი შეთავაზება. უმჯობესია, რომ თქვენი წერილები იყოს დამისამართებული და ინდივიდუალური, რადგან ე.წ. სპამი ქსელში მიუღებელია. 

10. უფასო რეკლამის მიზნით შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა კონფერენციები და ფორუმები, რომლებიც იმართება ინტერნეტ სივრცეში
ასეთი ტიპის რეკლამის მეტი ეფექტურობისთვის აუცილებელია გახსოვდეთ, რომ თქვენი სარეკლამო შეთავაზება უნდა ჯდებოდეს ფორუმისა და კონფერენციის ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იმუშავებს. 

11. შექმენით თქვენი თემატური მესიჯი ინტერნეტში დასაგზავნად 
ამ ტექსტში შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე და უფასო რეკლამა გაუკეთოთ საკუთარ პროდუქტს და მომსახურებას. ამის ორგანიზება შეგიძლიათ საკუთარ საიტზე, ან გამოიყენოთ ინფორმაციის დაგზავნის სპეციალური სერვისი.

12. ერთობლივი მარკეტინგი 
დღეისათვის ეს არის ყველაზე პოპულარული «მეცნიერული სიტყვა» იაპონიაში, რომელშიც იგულისხმება რამოდენიმე ფირმის მიერ ურთიერთრეკლამირება მყიდველების მოზიდვის მიზნით. სარეკლამო ძალისხმევის გაერთიანებით, თითოეული კომპანია ავრცელებს როგორც საკუთარ, ისე ჯგუფის ყველა სხვა მონაწილე კომპანიის სარეკლამო ბროშურებს. ერთმანეთის სარეკლამო ბანერებსა და განცხადებებს ათავსებენ საკუთარ საიტებსა და გაყიდვების სივრცეებში. ამ გზით მცირდება სარეკლამო დანახარჯი, ხოლო გაყიდვები საგრძნობლად იზრდება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like