12 მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკი

12 მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკი

ქვემოთ მოცემული ფსიქოლოგიური ხრიკები დაგეხმარებათ გაიმარტივოთ ცხოვრება და დაეხმაროთ თქვენს თავს გადალახოს სტრესული სიტუციები. ნამდვილად ღირს მათი გაცნობა:

1. სიცილი ჯგუფში – როდესაც ბევრი ადამიანი ერთად იცინით ის ადამიანი, რომელსაც თქვენთან ახლო ურთიერთობა აქვს ( ან სურს რომ ჰქონდეს), ინსტიქტურად თქვენ გიყურებთ სიცილისას.
2. საღეჭი რეზინის ღეჭვა ან საჭმლის ჭამა – როდესაც ნერვიულობთ, ხშირად იკვებებით? იმისათვის რომ არ გასუქდეთ, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი. ის მოატყუებს თქვენს ტვინს და აფიქრებინებს, რომ თუ კი ღეჭავთ ანუ „ჭამთ“, ე.ი. საშიში არაფერია და ყველაფერი ნორმალურად არის.
3. როცა სხვა ბრაზდება თქვენზე – შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ის ალბათ უფრო მეტად გაბრაზდება, მაგრამ მოგვიანებით მას შერცხვება თავისი საქციელის.
4. როცა კითხვას სვამ და ცალყბად გპასუხობენ – შეინარჩუნეთ თვალით კონტაქტი და სიჩუმე. მოპასუხე მიხვდება, რომ არ დაგაკმაყოფილათ პასუხმა და გააგრძელებს საუბარს.
5. ემოციის გამოხატვა იწვევს ემოციის შეგრძნებას – თუ გინდათ, რომ შეიგრძნოთ ბედნიერება, გაიღიმეთ რამდენადაც შეგიძლიათ ფართოდ.
6. ნაცნობის შემთხვევითი შეხვედრისას – გამოხატეთ გახარება და აღფრთოვანება. სხვა დროს, როცა ის შეგხვდებათ ორმაგად გამოხატავს თქვენს მიმართ სიხარულს.
7. დიდიდან მცირდისკენ – ადამიანები ადვილად თანხმდებიან მცირედზე, თუ მანამდე უარს გეტყვიან დიდ თხოვნაზე.
8. თუ თქვენ მუშაობთ კლიენტთა მომსახურების სერვისში – დაიდგით სარკე თქვენს წინ. კლიენტებს მეტად მოეწონებით.
9. თუ ხართ ჯგუფურ შეკრებაზე და ვინმესგან ელოდებით „თავდასხმას“. დაჯექით მის გვერდით. ეს შეასუსტებს მის საბრძოლო განწობას და შერბილდება.
10. თუ პირველ პაემანზე ხართ – გაატარეთ ის სადმე აღმაფრთოვანებელ  ადგილას. ეს ემოცია გარკვეულწილად თქვენთან ასოცირებული გახდება.
11 .თუ გსურთ ღრმა ურთიერთობის დამყარება ადამიანთან – შეეცადეთ დააკვირდეთ მის თვალის ფერს. თვალებში ასეთი დაკვირვებული ჩახედვა აღრმავებს კონტაქტს. მხოლოდ ფრთხილად იყავით არ გააღიზიანოთ ადამიანი ზედმეტად.
12. თუ გსურთ დაითანხმოთ ადამიანი რამეზე – 2–3 ჯერ ათქმევინეთ რამე სხვა საკითხებზე „კი“ და შემდეგ კითხეთ სასურველი საკითხი. დიდი შანსია დაგეთანხმოთ.

მართალია მარტივი ხერხებია, მაგრამ ცოდნის მიუხედავად მეც იშვიათად ვიყენებ. გაგვიზიარეთ თუ გამოიყენებთ რომელიმე ხრიკს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი. ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი. საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, "დანტე ალიგიერის საზოგადოება" /ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/ კონტაქტი: 557 944 390

View all posts by this author →

You might also like