12 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს

12 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს

ყოველი ჩვენგანი უნიკალურია, მაგრამ ყურადღებიანი ფსიქოლოგები მაინც ნახულობენ ქცევის შაბლონებს, რომლებიც ბავშვობიდან იდება ჩვენში.

B2P.GE  გიზიარებთ რამოდენიმე ფსიქოლოგიურ ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ დაალაგოთ ურთიერთობა გარემოცვასთან და გაიმარტივოთ ცხოვრება.

  1. იმისათვის, რომ გაარკვიოთ ადამიანს მოსწონხართ თუ არა, შეარჩიეთ ერთი სიტყვა და ყოველ ჯერზე, როცა თანამოსაუბრე წარმოთქვამს მას ან სინონიმურ გამოთქმას, თავი დაუქნიეთ და გაუღიმეთ. თუ თქვენ ამ ადამიანს ესიმპატიურებით, მაშინ მალევე შეამჩნევთ, რომ ეს ადამიანი ამ სიტყვას ხშირად იყენებს.
  2. თუ გსურთ სერიოზულად მიგიღონ, თქვით, რომ ასე საუბრობდა მამათქვენი. ადამიანები გაუცნობიერებლად მიდრეკილნი არიან ირწმუნონ მშობლების რჩევები.
  3. თუ გსურთ, რომ თანამოსაუბრე დაგეთანხმოთ, არ დაგავიწყდეთ თავის დაქნევა, როცა შეკითხვას სვამთ. ეს მანერა აღიქმება იმის დასტურად, რომ რასაც თქვენ საუბრობთ, ყველაფერი სიმართლეა. გარდა ამისა, სოციალური ქცევის კანონების შესაბამისად, ადამიანები საპასუხოდაც თავს აქნევენ ასეთ დროს.
  4. ოდესმე გიოცნებიათ დილის 8-ზე უკაცრიელი მეტრო? დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრის ადგილებში იყურეთ თქვენი მოძრაობის მიმართულებით. თქვენ გაგაოცებთ ის ფაქტი, თუ რამდენად მარტივად იჭრება ადამიანების მასა თქვენს წინ. ამის საიდუმლო მარტივია: გადავსებულ ადგილებში ადამიანები თვალებში უყურებენ სხვა ფეხით მოსიარულეებს იმისათვის, რომ გაიგონ საით მიდიან ისინი და არ შეეჯახონ მათ.
  5. თუ თქვენ ამოიჩემეთ სიმღერა, რომელსაც დიდი სიამოვნებით დაივიწყებდით, გაიხსენეთ ამ სიმღერის დასასრული. ზეიგარნიკის ეფექტის თანახმად, თქვენი ტვინი უკეთ იმახსოვრებს დაუსრულებელ რაღაცეებს. ამიტომ, თუ თქვენ სიმღერის დასასრულზე იფიქრებთ, ის თავისით გაქრება.
  6. გინდათ, რომ თქვენმა შვილებმა ბროკოლი ჭამონ? იმის ნაცვლად, რომ მათ ჰკითხოთ უნდათ თუ არა ბროკოლის ჭამა, ჰკითხეთ რამდენი ცალი დაუდოთ თეფშზე: 5 თუ 2. ამგვარად, თქვენ უკვე აირჩიეთ ბროკოლი მათ ნაცვლად, მაგრამ ბავშვებს გაუჩნდებათ შეგრძნება, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღეს. ამ ხრიკის გამოყენება შეგიძლიათ სხვა სიტუაციებშიც.
  7. თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ გითვალთვალებენ, უბრალოდ მოტრიალდით და გმჭოლი მზერით თვალი მოავლეთ გარშემომყოფ ადამიანებს. რამდენადაც ასეთი მზერა ცოტა დამაბნეველია, თქვენ აუცილებლად მიხვდებით ვინ გითვალთვალებთ.
  8. ნაცნობი დაგეხმარებათ ნებისმიერი ნივთის ადგილამდე მიტანაში, მაგალითად რაიმე ყუთის, თუ მისი გადაცემის პროცესში თქვენ საუბარს გააგრძელებთ. ადამიანების უმრავლესობა ვერ შეამჩვევს თქვენს ხრიკს და აიღებს ყუთს. თუმცა საჭიროა სიფრთხილე და ადამიანების მიმართ ყურადღების გამოჩენა – ისინი შეიძლება შეცბუნდნენ თქვენი ასეთი საქციელით.
  9. თუ თქვენ წინ გელით ხელის ჩამორთვმევის პროცესი, დარწმუნდით, რომ ხელები თბილი გაქვთ. თბილი ხელები ასოცირდება კეთილგანწყობასა და გულახდილ მასპინძლობასთან, მაშინ, როცა ცივი ხელების შეხება იწვევს მიუღებლობას და უარყოფით განცდას.
  10. გაიმეორეთ, რაც თქვენმა თანამოსაუბრემ თქვა. თქვენი თანამოსაუბრე მიხვდება, რომ მას ნამდვილად უსმენენ და რაც მთავარია, ესმით მისი. გაითვალისწინეთ – ნუ გადაამლაშებთ.
  11. თუ გსურთ, რომ დაგეხმარონ, თხოვნა დაიწყეთ შემდეგი სიტყვებით «მე შენი დახმარება მჭირდება…». ადამიანებს არ მოსწონთ დანაშაულის გრძნობის განცდა, ამიტომ უარს ვერ გეტყვიან.
  12. თუ ვინმეს არ მოსწონხართ, სთხოვეთ მას ფანქარი. ერთის მხრივ, ადამიანები არ არიან მიდრეკილნი დაეხმარონ მათ, ვინც არ მოსწონთ, მაგრამ მეორეს მხრივ – ეს იმდენად უმნიშვნელო თხოვნაა, რომ ამაზე უარი უთხრან. ამგვარად, ადამიანი თავად დაარწმუნებს საკუთარ თავს იმაში, რომ არც ისე ძლიერ არ მოსწონხართ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1534 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სარეკლამო სტატიები

გაბედე, იფიქრე, იოცნებე და იმოქმედე მასშტაბურად…!

როცა კომფორტის ზონიდან გადიხარ და მოქმედებ, შენს თავსაც ეხმარები და სხვებსაც. საკუთარ თავს თავად უხსნი გზებს, რომელიც შენი ოცნებებისკენ მიდის. შენს თავს თავად ხდი იღბლიანს, ბედნიერს, რეალიზებულს, თავდაჯერებულს, სავსეს, თავისუფალს,

სიახლეები

გჯერათ, რომ სასწაულების მოხდენა შეგიძლიათ?

ეს სიმართლეა, თქვენ შეგიძლიათ სასწაულების მოხდენა! ფაქტიურად თქვენი დანიშნულებაც ეს არის. სასწაული არც მეტი არც ნაკლები აღქმის შეცვლაა. ზოგჯერ რაღაც აბსოლიტურად მიუღწეველი გვგონია. შემდეგ კი გონება გვეცვლება და შეუძლებელი სრულიად

Uncategorized @ka

ნუ დაუწერთ ნაცნობებს დაბალ ქულებს

ულამაზეს ხედს- ლურჯ ზღვაში მიმოფანტულ თოლიებს და გარშემო მთებს, კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და შთაგონებით სავსემ წერა გავაგრძელე. გემმა  გააპო კვლავ ტაატით ლურჯი ტალღები და ჰორიზონტისკენ ავიღეთ გეზი ახალი თავგადასავლების