12 ცხოვრებისეული კანონი ნატალია გრეისისგან 
1983 Views

12 ცხოვრებისეული კანონი ნატალია გრეისისგან 

ნატალია გრეისი — ფსიქოლოგი და ცნობილი წიგნის «გრეისის კანონები»-ს ავტორია, რომელიც თავის წიგნში შეეცადა გარკვეული ცხოვრებისეული დაკვირვებების ფორმირება გაეკეთებინა. დასკვნები, რომელთა გაკეთების საშუალებაც მიეცა ავტორს, დაგვეხმარება უფრო ბრძენი გავხდეთ და დავზოგოთ საკუთარი ძალები.

1. წვრილმანების მაჩვენებლობის კანონი
როგორადაც ავლენს საკუთარ თავს ადამიანი წვრილმანებში — სწორედ ისეთი არის! ის შეიძლება მეფურად გულუხვი იყოს, მაგრამ წელიწადში ერთხელ, ხოლო მეწვრილმანის ნატურა ვლინდება ყოველდღიურ წვლიმანებში, ამიტომ, წვრილმანები უფრო მეტის მაჩვენებელია ადამიანზე.

2. დანაკარგის გარდაუვლობის კანონი
ყველაფერში, რასაც ადამიანი აკეთებს, მას აქვს ჩავარდნები. დანაკარგი გარდაუვალია! როცა ეს იცით, ძალიან არ უნდა დაგწყდეთ გული. ბევრ რამეზე, მაგრამ არა ყველაფერზე, ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ. არსებობს სამყაროს შექმნის საერთო კანონები. ჩვენ ვერ ვიქნებით იდეალურები და ვერც ჩვენი ქმედებები. შეეგუეთ დანაკარგის გარდაუვლობას. სავარაუდოდ ის მხოლოდ აქ არის საჭირო.

3. სჯობს „მანამ“, ვიდრე „სანამ“
ეს ეხება ყველაფერს. მაგალითად, თუ თქვენ წარმოთქვამთ სიტყვას, დაასრულეთ ის მანამ, სანამ ადამიანები დაიღლებიან. გოეთე ამბობდა: «მოსაწყენის საიდულო მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი ითქვას». თუ პაემანზე მიდიხართ — ცოტა ადრე დაემშვიდობეთ, სანამ ამის გაკეთებას პარტნიორი დაგასწრებთ. სტუმრად თუ ხართ დატოვეთ სუფრა მანამ, სანამ სტუმრები მარტოობისგან მოწყენას დაიწყებენ. გახსოვდეთ: სჯობს „მანამ“, ვიდრე „სანამ“…

4. საერთო უღელის კანონი
ერთ უღელში შებმულ ორ ცხენს შეუძლია გაწიოს 15 ტონა ტვირთი. ცალ-ცალკე კი მხოლოდ 3 ტონა. საქმეს მოეჭიდეთ არანაკლებ ორნი და იქნებით ეფექტურები. «სამმაგად გადახვეული ძაფი დიდხანს არ გაწყდება».

5. ვადის კანონი
ნებისმიერი საქმის შესრულებისთვის ვადის დანიშვნა ზრდის მისი შესრულების ალბათობას. კონკრეტული დროის დათქმა საქმის შესრულებისას, გაცილებით ეფექტური მუშაობის საშუალებას იძლევა.

6. განულების კანონი
ტვინს სჭირდება განულება. თუ თქვენ სახლში დაბრუნდით და ფეხზე ძლივს დგახართ, ხოლო დაგეგმილი 28 საკითხიდან მხოლოდ 14 გააკეთეთ, უაზროდ ზიხართ ერთ ადგილას და სიცარიელეში იყურებით, დროა საკუთარი თავი არაეფექტურობაში დაადანაშაულოთ! ტვინს არ შეუძლია განუწყვეტილივ შეასრულოს თქვენი ბრძანებები. ნიადაგიც კი უნაყოფო ხდება, როცა ერთი წლით დასვენების საშუალებასაც კი არ აძლევენ. გაუმარჯოს განუელბას!

7. იდეალური პირობების სიცრუის კანონი
არასოდეს არ იქნება იდეალური პირობები. სისულელეა იმის უარყოფა, რომ კარგი მოვლენები საერთოდ არ ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ იშვიათად. ამის მიზეზი კი ის არის, რომ შესაძლებლობები იმალება პირადი პრობლემების უკან, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაჭრათ.

8. კომპენსაციის კანონი
ყველაფერი ერთდროულად არ მოდის! თუ ერთ რამეში ადამიანი წარმატებას აღწევს, სხვა რამეში აუცილებლად პრობლემები და ჩავარდნები ჩნდება. ნებისმიერი სიტუაციაში მთავარია ღირსების შენარჩუნება, რადგან სწორედ ღირსეული თვისებებით ფასდება ადამიანი.

9. გავლენის კანონი
გარემოცვა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი იქნება ადამიანი. მაშინაც კი, როცა ადამიანი „ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვიტავს“ გარკვეულწილად მას მაინც აქვს თავისი გავლენის მომენტები. როცა ეს მომენტი არსებობს ადამიანი განვითარებულიც არის, სხვა შემთხვევაში პრიმიტივად რჩება. გარემოცვა გავლენას ახდენს ბევრ რამეზე, თუ ყველაფერზე არა. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს და ადამიანებს, რომლებიც თქვენს გარშემოა. ჩვენ ვემსგავსებით მათ, ვინც გარშემო გვყავს და გაცილებით ნაკლებად ვახერხებთ, რომ ისინი დავიმსგავსოთ.

10. ნიჭზე პოლარული რეაქციის კანონი
ნიჭიერი ადამიანები ყოველთვის იწვევენ პოლარულ რეაქციებს: აღფრთოვანებას ან სიძულვილს. მათი მიღება გულგრილად შეუძლებელია. მათი შეუმჩნევლობა წარმოუდგენელია. მათ ვერ აიგნორებენ. მათ ვერ ივიწყებენ. ისინი ახსოვთ, უყვართ, სძულთ, მათზე ფიქრობენ, მათი შურთ. ამიტომ, თუ თქვენ ნიჭიერი ხართ, ნუ ელით საყოველთაო დადებით განწყობას თქვენს მიმართ. მტრები მხოლოდ იმიტომ გაგიჩნდებათ, რომ ყველა ნიჭი მათ არ ერგოთ.

11. საერთო მეხსიერების კანონი
ადამიანებს ყველაზე მეტად აკავშირებს საერთო მეხსიერება გარკვეული მოვლენების შესახებ. საერთო მეხსიერებას ემყარება ურთიერთდამოკიდებულება და განგრძობითი სიყვარულის მშვიდი სტადიაც. ამრიგად, მეხსიერებაში მოხვედრა აკავშირებს ადამიანებს. თუ გინდათ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება – მოხვდით მეხსიერებაში სიკეთით.

12. «უცხო ადმიანების» კანონი
ადამიანები, რომლებიც არ არიან „შენი“, ადრე თუ გვიან მაინც წავლენ შენგან.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like