12 სულელური ჩვევა, რომლებიც იწვევს სიღარიბეს
1625 Views

12 სულელური ჩვევა, რომლებიც იწვევს სიღარიბეს

პიროვნული ზრდის პოპულარული მწვრთნელი ევგენი დეიენკო მოგვითხრობს იმის თაობაზე, თუ რა ხდება მაშინ, როცა ნიჭიერი ადამიანები იმეორებენ ღარიბების ჩვევებს და თავადაც ღარიბები ხდებიან. B2P.GE წარმოგიდგენთ მის პოსტს, რათა ჩვენმა მკითხველმა შეძლოს საკუთარი თავის გადამოწმება და იმაზე დაფიქრება, რომ ცხოვრებაში შესაძლოა ცვლილებების შეტანაა საჭირო.

ფსიქოლოგიური პრაქტიკის 12 წელი მას საშუალებას აძლევს გამოყოს ღარიბი ადამიანებისთვის დამახასიათებელი ჩვევები. საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ მიყვებიან ამ ჩვევებს ღარიბები, მაგრამ ყველაზე საინტერესო ხდება მაშინ, როცა ხედავ როგორ ბაძავენ ღარიბებს ნიჭიერი ადამიანები და თავადაც მათნაირი ხდებიან! – აცხადებს დეიენკო. როგორ უნდა აიცილოთ მსგავსი რამ თავიდან? მოდით ჩამოვთვალოთ ყველა «სიღარიბის ჩვევა».

  1. ღარიბები ყოველთვის ეძებენ დამნაშავეებს

ღარიბი ადამიანი არასოდეს არ იღებს საკთარ თავზე პასუხისმგებლობას. საკუთარ წარუმტებლობას ის ყოველთვის სხვებს აბრალებს – თანამშრომლებს, ხელმძღვანელს ან სისტემას, რითაც ფაქტიურად საკუთარ მარცხს აღიარებს. ღარიბი ასე აზროვნებს: «ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მე დიდი ხნის წინ გავხდებოდი წარმატებული», «ყველა მე მიშლის ხელს, არაფრის გაკეთების საშუალება არ მაქვს».

  1. ისინი დროს აჭიანურებენ

ბავშვობიდან ჩვენ თავს გვახვევენ ძველ ხალხურ «სიბრძნეს»: «შვიდჯერ გაზომე — ერთხელ გაჭერი». დრო გადის, თქვენ კი ისევ ფიქრობთ, ზომავთ და საბოლოოდ გამოჩნდება ის, ვინც უფრო თამამია გადაწყვეტილებებში და მოჭრის «თქვენ» წილს და წაიღებს. იმარჯვებს ის, ვისაც პირველი ნაბიჯის გადადგმის და გარისკვის არ ეშინია, ვინც იყენებს თავის იდეებს და არ ტენის მათ თავისი მეხსიერების კუნჭულში.

ღარიბის აზროვნების მქონე ადამიანი ყოველთვის წელავს დროს, საკუთარ უმოქმედობას კი ისევ და ისევ სხვებს აბრალებს.

  1. არავითარი რისკი

ღარიბები არ რისკავენ. ისინი ამჯობინებენ სტაბილურ, თუნდაც მცირედ შემოსავალს. შედეგად ასე ცხოვრობენ ხელფასზე დამოკიდებულნი თვიდან-თვემდე, სამაგიეროდ სტაბილურობის და დაცულობის შეგრძნება აქვთ.

  1. შესრულებულ სამუშაოში სხვებს ფულს არ უხდიან

ღარიბის ფსიქოლოგიის მქონე ადამიანს უყვარს სხვის ხარჯზე ცხოვრება. მისი ფილოსოფია არის მიიღოს ფასიანი მომსახურებები ან პროდუქტები – უფასოდ. ინტერნეტში ტორენტებს ეძებენ, რომ ფასიანი პროდუქტები უფასოდ ჩამოტვირთონ – ანუ, ფასიანი მოიპოვე უფასოდ=მოიპარე. სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა და ტყუილი ადამიანს მუდმივ სიღარიბეში ყოფნისთვის წირავს.

  1. საკუთარი თავის შეცოდება

ხშირად ადამიანები საკუთარი უბედურების საფუძველს მათ გარშემო არსებულ სიტუაციაში ხედავენ — ეს შეიძლება იყოს არასასურველი გეოგრაფიული მდებარეობა, სხეულის ნაკლი, ღარიბ ოჯახში დაბადება, არასაკმარისი განათლება, არასწორ ქვეყანაში ცხოვრება და ა.შ. ღარიბი ადამიანის არსენალში არის ათობით მიზეზი იმისათვის, რომ საკუთარი თავი შეიცოდონ – სიბრალულით კი კაპიტალს ნამდვილად ვერ გამოიმუშავებ.

  1. წუწუნი

საიდუმლო არ არის, რომ ფულის უქონლობა — ნეგატიური ემოციების მიზეზია. ღარიბისგან განსხვავებით, მდიდრის ფსიქოლოგიის მქონე ადამიანი წარუმატებლობას იღებს როგორც ნაბიჯს სასურველი მიზნისკენ, ის არ არის მიჩვეული ცხოვრებაზე წუწუნს. მათაც სურთ ამოთქვან სათქმელი, მაგრამ იციან, რომ ამით არც რამე შეიცვლება და მითუმეტეს საფულეში ფული არ გაჩნდება.

  1. სხვების აზრისთვის ანგარიშის გაწევა

წარმატებული ადამიანი აფასებს საკუთარ ინდივიდუალურობას და არ არის სხვების აზრზე დამოკიდებული. ღარიბი პირიქით – მუდმივად სხვების აზრს აქცევს ყურადღებას. შესაბამისად ვერც მიზანს აღწევს და არაფერი მის სასარგებლოდ არ ხდება, რაც დამატებით წუწუნის საბაბი ხდება.

  1. ფულის ფუჭად ხარჯვა

ღარიბ ადამიანს არ აქვს ფინანსური სტრატეგია. მისი მიზანია – ფულის გამომუშავება და დახარჯვა. მდიდარი თავის მხრივ მუდმივად ცდილობს კაპიტალის დაგროვებაზე. ღარიბი ფიქრობს: «როგორ შემიძლია ინვესტირება, როცა ფული არ მაქვს?». ფული არ არის იმიტომ, რომ ადამიანი არ აფიქრობს მომავალზე. მდიდრება არა ის, ვინც ბევრს გამოიმუშავებს, არამედ ის, ვინც იცის თავისი შემოსავლების გონივრულად მართვა.

  1. წუთიერი სარგებლის ძიება

ღარიბები არ ცდილობენ სიახლის შესწავლას, არ მუშაობენ პერსპექტივის შექმნაზე, მათ ახლავე უნდათ ფულის გამომუშავება. ეს სამომხმარებლო ქცევის სისტემის გამოვლინების ნათელი მაგალითია. ადამიანს უნდა ყველაფერი ეხლავე მინიმალური ძალისხმევის ხარჯზე. ეს ისეთი გლეხის ქცევას ჰგავს, რომელიც ზამთარში მთლიანად ჭამს მოყვანილი კარტოფილის მოსავალს და არ ფიქრობს სათესლედ დაიტოვოს, რომ გაზაფხულზე ისევ დათესოს.

  1. იმის კეთება, რაც არ მოსწონთ

ღარიბი ყოველთვის მოძებნის 10 დამნაშავეს, 100 გასამართლებელ და 1000 სხვა მიზეზს იმისათვის, თუ რატომ უნდა აკეთოს საქმე, რომელიც არ უყვარს. ის მხოლოდ პარასკევზე ფიქრით ცხოვრობს, წყევლის ხელმძღვანელობას, თუმცა ყოველ ორშაბათს მაინც მიდის სამსახურში. თავისი საქმის საკეთებლად მას არასოდეს ჰყოფნის სითამამე. ასე, არაფრის შეცვლით ატარებს ადამიანი მთლ ცხოვრებას.

  1. დროის ფუჭად ხარჯვა

ღარიბის ფსიქოლოგიის მქონე ადამიანი სვამს შეკითხვას: როგორ «მოკლას» თავისი დრო? ეს უკიდურესად ნეგატიური მიდგომა უნდა ტრანსფორმირდეს სწორ შეკითხვაში: როგორ გამოვიყენო დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ? შედეგად ყველა იღებს იმას, რისკენაც მიისწრაფვის – ღარიბი «კლავს» დროს და თავის ცხოვრებას, ხოლო მდიდარი იყენებს თავის დროს და კიდევ უფრო მდიდრდება.

  1. სხვისი ცხოვრებით ცხოვრება

ღარიბებს ახასიათებთ მცდარი აზროვნება – სხვა ადამიანების ცხოვრების პროექცირება საკუთარზე. მრავარიცხოვანი სერიალები, მხატვრული წიგნები და ვარსკვლავების შესახებ ისტორიები ამაში ითრევენ მათ. სხვა ადამიანების თავგადასავლებით ტკბობისას, ღარიბები ცხოვრობენ საკუთარი კუმირების ჩრდილში და ილუზიებში. ისინი არ რისკავენ გადალახონ შიში და ეჭვები, რათა შეძლონ წარმატებული ცხოვრების მოწყობა.

შესაძლოა ამ ჩამონათვალში თქვენ საკუთარი თავი ამოიცანით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დამწუხრების საბაბი. გამოიყენეთ ეს ტექსტი როგორც მინიშნება იმისთვის, თუ რისი შეცვლაა აუცილებელი საკუთარ თავსა და ცხოვრებაში. გამოიყენეთ ეს ჩამონათვალი როგორც ქმედებისთვის მოტივაცია.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like