12 ჭეშმარიტება, რაც ადრე თუ გვიან უნდა გავაცნობიეროთ

12 ჭეშმარიტება, რაც ადრე თუ გვიან უნდა გავაცნობიეროთ

1. გზა დანიშნულების ადგილამდე არასოდეს იქნება სწორი
დროგამოშვებით ვასრულებთ არაერთგვაროვან ქმედებებს და შედეგად ვხვდებით, რომ გზა აგვებნა. თუმცა ყოველთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გზას ვირჩევთ. სინამდვილეში მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მაინც ვაკეთებთ არჩევანს. ნებისმიერ სიტუაციაში ცხოვრების გზა ზოგჯერ რთულდება, გამოჩნდება მოულოდნელი წინაღობები და ცვლილებები, თუმცა ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. ზოგჯერ საჭიროა წარუმატებლობის გადატანა და სისუსტის შეგრძნება, რათა გააცნობიეროთ, თუ რამდენად ძლიერი ხართ რეალურად.

2. ნამდვილ მეგობრებს არასოდეს ექნებათ სურვილი შეგცვალონ
„თქვენს“ ადამიანებს უყვართ ნივთები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენთან, რაც „სხვებს“ აშინებთ. არ ღირს შეცვლა იმისთვის, რომ უბრალოდ მოსწონდეთ გარშემომყოფებს. მთავარია გქონდეთ საკმარისი მოთმინება და დარჩეთ ისეთი, როგორიც ხართ, მაშინ ძალიან მალე „თქვენი“ ადამიანები უსათუოდ გიპოვნიან.

3. მოტყუება – ეს არჩევანია, მაგრამ არა გამართლება
თუ გადაწყვიტეთ, რომ მოატყუოთ ვინმე და ეს გამოგივიდათ, არ ღირს თქვენ მიერ მოტყუებული ადამიანი სულელად ჩათვალოთ. გახსოვდეთ, ის უბრალოდ იმაზე ძლიერად გენდობათ, ვიდრე თქვენ ამად ღირხართ. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერ ტყუილს ადრე თუ გვიან ნათელი მოეფინება, ხოლო გარშემომყოფთა აზრის შეცვლა თქვენზე, რთული იქნება.

4. წარსული იმდენად დაგაზარალებთ, რამდენადაც თქვენ ამას დაუშვებთ
ისწავლეთ პატიება და იმოძრავენ წინ. პატიება დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ მომავალზე ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოთ წარსულს. წყენისგან გათავისუფლების გარეშე თქვენ ვერასოდეს მოიშუშებთ იარებს და ვერ გადაადგილდებით წინ. ის რაც მოხდა წარსულში, ეს თქვენი ცხოვრების მხოლოდ ერთი ნაწილია. არ არის საჭირო დახუროთ მთელი წიგნი, უბრალოდ გადაფურცლეთ. ზოგჯერ ცოტა წამოტირება უფრო მარტივია. დაე თქვენმა ცრემლებმა მორწყას თქვენი პიროვნული ზრდისა და ბედნიერების ნიადაგი.

5. უბედურება ადრე თუ გვიან ყველას ეწვევა
როგორ შეეჯახებით წარუმატებლობას, რა გაკვეთილს მიიღებთ მისგან და რამდენად მისცემთ მას თქვენზე ზემოქმედების უფლებას, დამოკიდებულია თქვენს ხედვაზე ცხოვრების ირგვლივ და პირად არჩევანზე. მოკლედ, თქვენ არ შეგიძლიათ იმ ბანქოს შეცვლა, რომლითაც თამაშობთ, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელია შეცვალოთ თამაშის სტრატეგია.

6. ზოგჯერ რაღაც იშლება იმისთვის, რათა მოგვიანებით ეს რაღაც უკეთ შეერთდეს
როცა რაღაც იშლება, განიხილეთ იმის ალბათობა, რომ ცხოვრებამ ეს გარკვეული მიზნით დაუშვა. არა იმიტომ რომ შეეშინებინეთ ან დაესაჯეთ, არამედ იმიტომ რომ ეკარნახა თუ როგორ ააწყოთ ის, რაც უფრო შეგეფერებათ.

7. იმისთვის, რომ იყოთ მართალი, სულაც არ არის საჭირო ვიღაც სხვა ცდებოდეს
ნუ გააკეთებთ ნააჩქარევ დასკვნებს. როცა უარყოფთ იმას, რაც არ იცით, ეს უმეცრებაა. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი გზა აქვს და საკუთარი გრძნობები. როცა განსჯით გარშემომყოფებს, თქვენ არა მათ, არამედ საკუთარ თავს აფასებთ. ერთია როცა თვლით, რომ სწორ გზაზე დგახართ, მაგრამ სულ სხვაა როცა ფიქრობთ, რომ თქვენი გზა ერთადერთი გზაა.

8. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს
ცხოვრებაში ბევრი რამ გემართებათ. ზოგი რამ გსურთ არასოდეს გაგახსენდეთ, ან უმჯობესი იქნებოდა არც მომხდარიყო, სხვა კი გსურთ განგეცადათ ასობით ათასჯერ. ყველა ეს კარგი და ცუდი მოვლენა, გაკვეთილი იყო თქვენთვის და მათ თქვენგან შექმნეს ის, ვისაც დღეს წარმოადგენთ. რომ შეგეძლოთ წაგეშალათ ან შეგეცვალათ ესა თუ ის მოვლენა, თქვენ აბსოლუტურად სხვა ადამიანი იქნებოდით. ასე რომ უბრალოდ იცხოვრეთ, შეცდით, გაიხსენეთ და გარისკეთ. არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი იმაში, რომ სწორედ იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ.

9. სიწყნარე ეს ყველაზე ხმამაღალი ტირილია
გახსოვდეთ, ნებისმიერ ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი, ცოტა ცოდნა გამოთქმაში „არ ვიცი“, ემოციები იქ, სადაც ამბობენ „ჩემთვის სულ ერთია“ და ტკივილი სიტყვებში „ყველაფერი კარგადაა“. შეეცადეთ მიაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ გრძნობენ თავს ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, ვინც გიყვართ. გახსოვდეთ, რომ სიწყნარე ეს ყველაზე ხმამაღალი ტირილია. ზოგჯერ ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება ეს გამოწვდილი ხელი და გამგები გულია.

10. განსხვავებას თქვენს ამჟამინდელ ადგილსამყოფელსა და იმას შორის, თუ სად გსურთ ყოფნა განაპირობებს ის, რასაც აკეთებთ
ის, თუ რას აკეთებთ დღეს მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ მასზე თქვენი დღე დახარჯეთ. არასოდეს არაფერი იქნება იდეალური, ყოველთვის იქნება პრობლემები, წინაღობები და არასახარბიელო გარემოებები. მაგრამ ყოველი თქვენი ნაბიჯით თქვენ იქნებით მხოლოდ უფრო ძლიერი, გამოცდილი, დარწმუნებული და წარმატებული. ასე რომ დაიწყეთ იმის კეთება, რაც დღეს უნდა გააკეთოთ. ცხოვრება ეს ან მოგზაურობაა, რაც თქვენგან საკმარის მამაცობას მოითხოვს, ან საერთოდ არაფერი.

11. თქვენ გაბრკოლებთ არა ის, ვინც ხართ, არამეს ის, ვისაც თქვენი აზრით, არ წარმოადგენთ
საკუთარ თავთან იყოთ მართალი არ ნიშნავს, განსაჯოთ საკუთარი თავი. ნუ გაყიდით თქვენს თავს არაფრის გამო. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ დიდებული საქმეები. არასოდეს არავის მისცეთ უფლება მიზამიმართულად დაამდაბლოს თქვენი თვითშეფასება. თუკი გარშემომყოფები ვერ ხედავენ რამდენად მომხიბვლელი ხართ ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისინი არასაკმარისად კარგები არიან თქვენთვის. მათი გამართლება არ გჭირდებათ.

12. საუკეთესი დრო არის ახლა
როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვთ – გაიღიმეთ, მაშინაც კი, თუკი ეს ვერაფერს გიშველით. ღიმილი ეს პირველი ნაბიჯია პრობლემის გადაწყვეტისკენ. მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ დატკბეთ ცხოვრებით, იმის შეუმჩნევლად თუ რა არის სწორი ან არასწორი. არ ღირს ლოდინი, რომ ყველაფერი თავისთავად გადაწყდება, როცა დრო მოვა. საუკეთესო დრო არის ახლა. ახლა ეს მთელი ცხოვრებაა, ნუ გაუშვებთ მას ხელიდან.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ