11 რჩევა კონცენტრაციის მხარდასაჭერად ყველგან და ყოველთვის!

11 რჩევა კონცენტრაციის მხარდასაჭერად ყველგან და ყოველთვის!

1. სამუშაო დრო ზუსტად განსაზღვრეთ
დააყენეთ წამზომი ნახევარსაათიან ინტერვალზე და დარწმუნდით, რომ ეს დრო სრულად მოახმარეთ საქმეს. არავითარი ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, Facebook-ი – მხოლოდ საქმე. ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ კონცენტრირება მოახდინოთ საქმეზე ოფისში და მის გარეთ.

2. სცადეთ Pomodoro-ს ტექნოლოგია
ეს ტექნოლოგია ძალიან მარტივია და ამავდროულად ეფექტური. ის მოიგონა ფრანჩესკო ჩირილომ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს. ტექნოლოგიის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ საკმარისია ინტენსიურად მუშაობა 25 წუთის მანძილზე, შემდეგ აუცილებლად უნდა დაისვენოთ 5 წუთი. მუშაობისა და დასვენების ასეთი თანმიმდევრობა დაგეხმარებათ დავალების შესრულებაზე უკეთ მოახდინოთ ფოკუსირება და ძალიან არ დაიღალოთ.

3. მიეცით საკუთარ თავს საშუალება შეუთავსოთ ერთმანეთს სასარგებლო და სასიამოვნო
სამუშაო გრაფიკის სტრუქტურირება მოახდინეთ ისე, რომ პერიოდულად შეგეძლოთ რაიმეს წაკითხვა ან ინტერნეტში ყურება. ეს ინფორმაცია შეიძლება კავშირში არ იყოს სამუშაო პროცესთან, მაგრამ ასეთი შესვენებები იწვევენ დადებით ემოციებს, რაც ამაღლებს შრომის ხარისხს.

4. შეიძინეთ კომპაქტური, უკაბელო როუტერი (MiFi)
მოცემული ხელსაწყო საშუალებას მოგცემთ მუდმივად მიერთებული იყოთ ინტერნეტზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. ეს დამატებითი უპირატესობაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი სამსახური პირდაპირ დაკავშირებულია ინტერნეტთან ან თქვენ გჭირდებათ მუდმივად კავშირზე ყოფნა.

5. კომპიუტერში იქონიეთ დავალებები, რომელთა შესრულება შესაძლებელია ინტერნეტთან მიერთების გარეშე.
მოგზაურობის დროს ყოველთვის არის ინტერნეტ კავშირის პრობლემა. ასეთი შემთხვევებისთვის უნდა გქონდეთ დავალებები, რომელთა შესრულებაც შესაძლებელი იქნება ქსელში ჩართვის გარეშე.

6. დაიცავით ამოცანების დასმის თანმიმდევრობა
შესასრულებლად საკუთარ თავს დაავალეთ სამი ამოცანა, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ეს იქნება თქვენი პრიორიტეტული სია. როგორც კი დავალებებს შეასრულებთ, შეგიძლიათ გახსნათ ელ-ფოსტა, ჩატი და ა.შ. მხოლოდ საქმის დასრულების შემდეგ!

7. იქონიეთ კარგი ორგანაიზერი
მაგალითად ისეთი, როგორიცაა პროდუქტი სახელწოდებით Grid-It! Cocoon-გან. ეს არის პორტატული ორგანაიზერი, რომელსაც შეუძლია საშუალება მოგცეთ მუდმივად თან იქონიოთ საჭირო დოკუმენტაცია, ფოლდერები, საკანცელარიო საქონელი, მყარი დისკები და ა.შ. ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ არ მოწყდეთ საქმეს და მუდმივად გქონდეთ საშუალება მოაგვაროთ პრობლემა.

8. არ დაგავიწყდეთ to-do ჩამონათვალი
შეგიძლიათ გამოიყენოთ ის პროგრამები, რომლებიც ყველაზე მეტად დაგეხმარებათ პირადი დროის უკეთ ორგანიზებაში. მაგალითად, შეგიძლიათ ისარგებლოთ პროგრამით „RememberTheMilk“, რომელიც ყვოელთვის შეგახსენებთ პრიორიტეტულ საკითხებს.

9. კიდევ ერთი დამხმარე – Wunderlist-ი
ეს პროგრამა დაგეხმარებათ ლეპტოპის, ტელფონის და პლანშეტის სინქრონიზაციაში to-do ჩამონათვალთან მუშაობისას. ასევე ამ პროგრამაში მთავარი მომენტია პრიორიტეტული დავალებების ვიზუალიზაცია, რაც მათთან მუშაობის პროცესს ამარტვიებს.

10. ისარგებლეთ ყურსასმენებით
საზოგადოებრივ ადგილებში გამოიყენეთ ყურსასმენები, სჯობს ვაკუუმური. ეს დაგეხმარებათ არამარტო ყურადღების კონცენტრაციის შენარჩუნებაში, არამედ სხვებს დაანახვებს, რომ თქვენ რაღაცით დაკავებული ხართ, ხოლო დაკავებულ ადამიანებთან ნაკლებად მიდიან შეკითხვებით.

11. დაყავით დავალებები იმის მიხედვით, თუ სად შეიძლება მათი შესრულება
მოგზაურობის დროს ეს ძალიან დაგეხმარებათ საკუთარი საქმის ორგანიზებაში. დაყავით საქმე იმის მიხედვით თუ რომლის შესრულება შეიძლება აეროპორტში, მანქანაში, რგიში. ასევე მნიშვნელოვანია შესასრულებელი საქმის დაყოფა მათი შესრუელბის სირთულისა და პირობების მიხედვით. თუ დავალება რუტინულია და არ მოითხოვს დიდ კრეატივს, მაშინ მისი შესრულება შესაძლებელია საზოგადოებრივ ადგილებშიც, მაგალითად კაფეში, გზაში და ა.შ. დავალებები, რომლებიც მოითხოვს დიდ კრეატივს, მათი შესრულება უმჯობესია ადგილებში, სადაც ყურადღებას არაფერი გაგიფანტავთ და სიმშვიდეა.

გახსოვდეთ ისიც, რომ აუცილებელია შესვენება, მუსიკის მოსმენა ან რაიმეს წაკითხვა, რომ შემდეგ ახალი ძალებით დაუბრუნდეთ საქმეს. თუ თქვენ სწორად დაგეგმავთ თქვენს საქმეს ოფისის გარეთ, ეს შეგიმსუბუქებთ დავალებების შესრულების პროცესს ოფისში დაბრუნებისას.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ