11 რჩევა რომან აბრამოვიჩისგან

11 რჩევა რომან აბრამოვიჩისგან

1. ბევრი პრობლემის მიზეზი აზროვნებაა
პრობლემები არ არის რაიმე მოვლენის, წარუმატებლობის, ან სხვა ადამიანების ქმედების შედეგი. ისინი წარმოიშობა ჩვენი ცუდი მენტალური თვისებებიდან. გათავისუფლდით ცუდი მენტალური თვისებებისგან და მათგან გამომდინარე ყველა პრობლემა მოიხსნება.

2. ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს
ამ თვისებას შეუძლია ცხოვრება გაართულოს ორმაგად. პირველ რიგში ჩვენ ვთვლით, რომ ვიცით რაც მოხდება, ამიტომ ყურადღებას ვადუნებთ და ვიწყებთ ამ მოსაზრების შესაბამისად მოქმედებას. მსგავი ცნობიერებით ადამიანი არასწორ დასკვნებს აკეთებს და შესაბამისად არასწორად მოქმედებს კიდეც. ამ ჩვევის მეორე მხარე არის ის, რომ ადამიანი თვლის, თითქოს განჭვრეტს სხვები რას ფიქრობენ ან რას აკეთებენ. ესეც არასწორია უკვე საწყისშივე. სწორედ ეს სისულელე ანგრევს ურთიერთობებს.

3. ნუ მოახდენთ დრამატიზირებას
ზოგიერთი ადამიანი წვრილმანი მარცხისგან ქმნის კატასტროფას და შესაბამისად რეაგირებენ. ბუზის სპილოდ ქცევის ჩვევა ბადებს განგაშს, რომელიც ან არ არსებობს, ან იმდენად პატარაა, რომ ნერვიულობადაც კი არ ღირს. რატომ იქცევიან ისინი ასე? ვინ იცის? შესაძლოა იმიტომ, რომ საკუთარი თავი უფრო საჭირო ადამიანად იგრძნონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი იმდენად სულელურია, რამდენადაც დამღუპველი.

4. ნუ მოიგონებთ წესებს
ყველა არსებული «უნდა» და «საჭიროა» მიდგომების უმრავლესობა, რომლებსაც თქვენ ყურადღებას აქცევთ, დიდი ალბათობით შეუძლებელია და მხოლოდ და მხოლოდ ნევროზულობას და დანაშაულის გრძნობას გიღვივებთ. რატომ? იმიტომ, რომ როცა ამ წესებს მისდევთ, თქვენ ტვინს ივსებთ უსარგებლო წინაღობებით და უაზრო წესებით. როცა თქვენ ცდილობთ ამ წესების სხვებზე გავრცელებას, წარმოჩინდებით, როგორც მომაბეზრებელი და საკუთარ თავში დარწმუნებული ფანატიკოსი ადამიანი.

5. თავი აარიდეთ სტერეოტიპებს და იარლიყებს
სიტყვებმა, რომლებსაც თქვენ იყენებთ, შესაძლოა გიღალატონ. ნეგატივის და კრიტიკის ენა ასეთივე აზროვნებას ბადებს. საკითხების გარკვეულ კატეგორიებში გადატანით თქვენ ახდენთ საკუთარი აზროვნების აბსოლიტურ უსარგებლობამდე დაყვანას. ნუ გამოიყენებთ იარლიყებს და სტერეოტიპებს. მიეცით საკუთარ თავს თავისუფლად აზროვნების საშუალება.

6. ნუ იქნებით პერფექციონისტი
ცხოვრება არ არის მხოლოდ «თეთრი და შავი» ან «ყველაფერი და არაფერი». ხშირ შემთხვევაში «საკმარისი» აღნიშნავს საკმარისს. თუ დაიწყებთ იდეალური სამსახურის ძებნას, დიდი ალბათობით მას ვერასოდეს ვერ იპოვით. თუ იდეალური ურთიერთობის ძიებას დაიწყებთ, მთელი ცხოვრება მარტოობაში გაატარებთ. პერფექციონიზმი – ეს არის მენტალური დაავადება, რომელიც სიამოვნების მიღებაში ხელს გვიშლის და მუდმივად გვაიძულებს ვეძებოთ ის, რაც არ არსებობს.

7. ნუ განაზოგადებთ
ერთი-ორი წარუმატებლობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ხოლო შემთხვევითი ტრიუმფი ვერ გაქცევთ გენიოსად. ერთჯერადი მოვლენა – კარგი იქნება ის თუ ცუდი, ან თუნდაც ორი-სამი ერთად, ყოველთვის არ არის ტენდენცია. როგორც წესი, მოვლენა არის ის, რაც არის და არაფერი მეტი.

8. ნუ მიიტანთ გულთან ახლოს
ადამიანების უმრავლესობა, თქვენი მეგობრები და კოლეგებიც კი, არ საუბრობენ, არ ფიქრობენ და არ ზრუნავენ თქვენზე თავისი დროის 99%-ით. თქვენს ორგანიზაციაში მომუშავე ან მეზობლად მცხოვრებ ადამიანებს არც არაფერი სმენიათ ალბათ თქვენზე. უფრო სწორად, არც აინტერესებთ. ცხოვრებისეული აღმასვლა და ვარდნა, სითბო და გულგრილობა სხვა ადამიანების მხრიდან, საერთოდ არავითარ კავშირშია თქვენთან. თუ ისინი თავს მოგაჩვენებენ, ეს კიდევ უფრო უბედურად გაგრძნობინებთ თავს, ვიდრე შეიძლება სინამდვილეში იყოთ.

9. ნუ დაუჯერებთ ემოციებს
ის, რასაც თქვენ გრძნობთ, ყოველთვის არ არის იმის ზუსტი მაჩვენებელი, რაც რეალურად ხდება. უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ ამას გრძნობთ, იცით, რომ ეს სიმართლე არ არის. ზოგჯერ ემოციის წყარო შეიძლება გახდეს დაღლილობა, შიმშილი, გაღიზიანება ან უბრალოდ სურდო. კარგად გრძნობთ თავს თუ ცუდად, მომავალი ამით არ შეიცლვება. გრძნობები შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, მაგრამ გახსოვდეთ, ისინი არ არის ჭეშმარიტება.

10. ნუ მიეცემით აპათიას
ივარჯიშეთ, რომ იყოთ ოპტიმისტი. თუ ცხოვრებაში ან სამსახურში ცუდი მოვლენების მოლოდინი გექნებათ, ისინი აუცილებლად მოხდება. ნეგატიური განწყობა – ეს იგივეა, რომ სამყარს ჭუჭყიანი სათვალით უყუროთ. თქვენ შეამჩნევთ მხოლოდ ნაკლოვანებებს, დანარჩენს ან ყურადღებას არ მიაქცევთ, ან უბრალოდ ვერ დაინახავთ. ეს უბრალოდ გასაოცარია, როგორ შეიძლება დაინახო ის, რაც არ არსებობს, ან მისი ძიება დაიწყო. თუ თქვენ დაიწყებთ პოზიტიური მოვლენების ძებნას ან პოზიტიურის მოლოდინი გექნებათ, თქვენ მათ აუცილებლად ნახავთ.

11. ნუ იცხოვრებთ წარსულით.
ეს რჩევა ყველაზე მნიშვნელოვანია: დაივიწყეთ და გააგრძელეთ ცხოვრება. ყველაზე მეტი ბრაზი, სიავე, იმედგაცრუება, უბედურება და სასოწარკვეთა ამ სამყაროში მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ ივიწყებენ წარსულ წყენას და პრობლემებს. რაც უფრო დიდხანს შეინახავთ გონებაში მათ, მით უფრო გადაულახავად მოგეჩვენებათ ისინი და უფრო ცუდად იგრძნობთ თავს. ნუ დაუწყებთ ბრძოლას უბედურებას. დაივიწყეთ ის და გააგრძელეთ ცხოვრება. გააკეთეთ ეს და ამით თქვენ შეძლებთ უბედურებას ხელი შეუშალოთ იმაში, რომ რამე ზიანი მოგაყენოთ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ