11 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ყიდის თქვენი საიტი

11 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ყიდის თქვენი საიტი

კარგი დიზაინის მქონე საიტი ნამდვილად ეხმარება თქვენს კომპანიას გაზრდაში და აძლიერებს მის ბრენდინგს. Nielsen Norman Group-ის კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლები საიტზე ჩერდებიან დაახლოებით 10-დან 20 წამამდე. თუმცა შესაძლებელია უფრო ხანგრძლივად დარჩნენ, თუ საიტის გვერდების დათვალიერების პროცესში აღმოაჩენენ ისეთ რამეს, რაც მათ ყურადღებას იმსახურებს. ბიზნესისთვის ყოველი წამი ითვლება.

საიტს ფასეულობა შეიძლება დააკარგვინოს რამოდენიმე ფაქტორმა. ამ სტატიაში შევჩერდეთ 11 პრობლემაზე, რომლებიც გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორი აღიქვამენ თქვენ საიტს მომხმარებლები. მათი გაცნობის შემდეგ თქვენ შეძლებთ იპოვოთ და გამოასწოროთ შეცდომები, რითაც მოახერხებთ უფრო მეტი მნახველის შეძენას.

1. დაბალი ხარისხის ვიზუალური კონტენტი
კომუნიკაციის სფეროში გამოსახულების ხარისხზე ბევრს წერენ. 1986 წლის გამოკვლევამ, რომელიც ჩატარდა მინესოტოს უნივერსიტეტის მკვლევარების და კომპანია 3M-ის წარმომადგენლების მიერ, აჩვენა, რომ პრეზენტაციები, სადაც გამოყენებულია გამოსახულებები, 43%-ით ეფექტური და დამაჯერებელია. საიტის პოტენციალი შესაძლოა ძალიან დაეცეს, თუ თქვენ დაბალი ხარისხის გამოსახულებას იყენებთ.

მარკეტინგის სფეროს ექსპერტები რეკომენდაციას გვიწევენ, რომ გამოვიყენოთ მხოლოდ მაღალი ხარისხის გამოსახულება. მათი დახმარებით უფრო მარტივია მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა, საიტის ციტირების გაზრდა და მისი ოპტიმიზაცია SEO-ს კუთხით მაშინ, თუკი გამოსახულებას ახლავს სწორად შერჩეული თეგები.

2. რეკომენდაციებისა და გამოხმაურებების არასაკმარისი რაოდენობა
თუ საიტზე არ არის რეკომენდაციები, თქვენი ბიზნესი კარგავს ეფექტურ მარკეტინგულ ინსტრუმენტს. კლიენტები ძალიან შერჩევითი გახდნენ და ამიტომ, თქვენი პროდუქტის ან მომსახურების მხოლოდ ძლიერი მხარეების აღწერა უკვე საკმარისი აღარ არის. რეკომენდაციები დაგეხმარებათ გააჩინოთ ნდობა კომპანიის შეთავაზებების მიმართ და კლიენტს შენაძენის გაკეთებისკენ უბიძგოთ.

3. ცუდი ფერები
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც გავლენას ახდენს კომპანიის საიტით გაყიდვებზე — ეს არის ფერების შერჩევა. ვიზუალურ კონტენტზე ბევრი კვლევა ჩატარდა. მეწარმეების უმრავლესობას უკვე კარგად ესმის ბრენდინგის მნიშვნელობა. ძლიერი ბრენდი გამოარჩევს კომპანიას მისი კონკურენტებისგან და მომხმარებლებისთვის ბიზნესს ცნობადს ხდის. თუმცა, ბრენდმა შეიძლება ნდობა დაკარგოს თუ საიტის ფერთა გადაწყვეტა შთამბეჭდავი არ არის.

განსაზღვრეთ რა ინფორმაცია უნდა მიიტანოს კლიენტამდე თქვენმა ბრენდმა და დარწმუნდით იმაში, რომ საიტის ფერთა შერჩევის გადაწყვეტილება ამ იდეასთან შესაბამისობაშია.

4. მოძველებული ინფორმაცია
აიტის ბოლოში გადაამოწმეთ ის ადგილი, სადაც მითითებულია საავტორო უფლებების დაყენების შესახებ ინფორმაცია და თარიღი. ის ახალია? Small Business Trends-ი გვარწმუნებს, რომ საიტები, რომლებიც მოძველებულად გამოიყურება, აშინებენ პოტენციურ კლიენტებს.

მნახველებს სურთ დაინახონ, რომ კომპანია წარუდგენს მხოლოდ აქტუალურ ინფორმაციას. ამიტომ, თქვენთვის აუცილებელია მუდმივად ახალი კონტენტი დაამატოთ და განაახლოთ უკვე არსებული.

5. თქვენი საიტის ნახვა რთულია
მსოფლიოში საუკეთესო საიტიც კი უსარგებლოა, თუ მისი ნახვა არავის არ შეუძლია. მეწარმემ ბევრი რამ უნდა იცოდეს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაზე, რათა შექმნას ისეთი გვერდები, რომლებიც მარტივი მოსაძებნია როგორც მაძიებელთათვის, ისე პოტენციური კლიენტებისთვის. გვენ მორანი გვირჩევს ავირჩიოთ დომენის კარგი სახელი, მოვახდინოთ გვერდების სათაურების ოპტიმიზაცია, რომლებიც გამოხატავენ კონტენტის შინაარს და ასევე ეფექტურად გამოვიყენოთ ამოსავალი სიტყვები.

6. საიტის ან კონტენტის მობილური ვერსიის არარსებობა
საიტი შეიძლება ხელოვნების ნიმუშივით გამოიყურებოდეს როცა კლიენტი სამუშაო მაგიდასთან მჯდომი კომპიუტერით ხსნის მას, მაგრამ თუ ის არ მუშაობს ან ცუდად ფუნქციონირებს მობილურ დივაისებზე, კომპანია კარგავს ონლაინ-აუდიტორიის მზარდ სეგმენტს. ონლაინ გაყიდვების ლიდერმა Shopify-მ გადაამოწმა ასობით საიტის ინფორმაცია და გაარკვია, რომ მობილურ ვერსიებზე მოდის 50%.

7. რთულია საკონტაქტო ინფორმაციის ნახვა
გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა მაღაზიაში დახმარება დაგჭირვებიათ და ყველა გამყიდველ-კონსულტანტი სადღაც გამქრალა? საცალო გაყიდვებში ასეთი რამ დაუშვებელია, და დაუშვებელია მსგავსი რამ ონლაინ-გაყიდვებშიც. თუ კლიენტს შეკითხვა აქვს, თუ მას დახმარება სჭირდება, საჭიროა თქვენთან დაკავშირება, ამიტომ, საკონტაქტო ინფორმაცია საიტზე გამოსაჩენ ადგილას უნდა იყოს. გარდა ამისა, კლიენტების შეკითხვებზე მუდმივად პასუხის გაცემა შესაძლებელია ჩატით, რომელიც ბიზნესს დაეხმარება ახალი კლიენტების მოზიდვაში, ხარჯების შემცირებასა და გაყიდვების გაზრდაში.

8. არასწორი ფოკუსირება
თქვენს კლიენტებს სურთ, რომ საიტი მათ ეხმარებოდეს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ჩართოთ განყოფილებები, რომლებიც პასუხობენ ხშირად დასმულ შეკითხვებს (FAQ). Content Marketing Institute-ის სპეციალისტები გვირჩევენ გამოვყოთ შედარებით გავრცელებული შეკითხვები, დავურთოთ მათ აქტუალური პასუხები და გავაკეთოთ მომხმარებლისთვის მოსახერხებელი არქივი. თუ შესაძლებელია გაამარტივეთ მომხმარებლის ურთიერთობა თქვენს საიტთან, გააკეთეთ ისე, რომ პასუხები მომხმარებლისგან დაშორებული იყოს მხოლოდ ერთი კლიკით. კლიენტებს სურთ სასარგებლო ინფორმაციის სწრაფად მიღება.

9. სარეგისტრაციო ფორმა
არ ღირს თქვენი კლიენტების შეზღუდვა საიტზე წვდომის შესაძლებლობებში, რადგან ეს ქმნის ბარიერს კლიენტსა და პროდუქტს შორის. შესაბამისად, საიტზე წვდომა შეუფერხებლად უნდა ჰქონდეთ დაურეგისტრირებელ კლიენტებსაც. თან ხშირად კლიენტები თვლიან, რომ მიღებული ინფორმაცია არ ღირს პირადი ინფორმაციის გაცემის ფასად. გააკეთეთ ისე, რომ თქვენ საიტზე ყოველი კლიენტის ვიზიტი იყოს სარგებლობის მომტანი, ფასეული და ნუ აიძულებთ კლიენტებს აკეთონ ის, რაც არ უნდათ.

10. მუსიკისა და ვიდეოს ავტომატურად ჩართვა
თუკი რამემ შეიძლება გააღიზიანოს თქვენი კლიენტები, ეს სწორედ მუსიკისა და ვიდეოს ავტომატურად ჩართვაა. StreamingMedia-ს რედაქტორის თანაშემწე ტროი დრეიდერი თავის სტატიაში წერს: «საიტები, რომლებიც ხშირად იყენებენ აუდიო და ვიდეო ფაილების ავტომატური ჩართვის რეჟიმს, ცუდად მოქმედებენ მთელ ონლაინ-ვიდეოინდუსტრიაზე». სამწუხაროდ, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომა და ხმოვანი სარეკლამო ბანერები შემოსავლის მომტანი იქნება. იმისათვის, რომ საიტის მნახველების გაღიზიანება არ გამოიწვიოთ, შეზღუდეთ სარეკლამო ხმოვანი რგოლის საჩვენებელი დრო ხუთ წამამდე. თუ ხმოვანი რგოლი უფრო ხანგრძლივია, მაშინ დაუყენეთ პაუზის და გამორთვის ღილაკი.

11. ძალიან ხანგრძლივი ჩატვირთვა
ციფრული აუდიტორია არის მოუთმენელი. მაშინაც კი, თუ საიტი სავსეა წარმოუდგენლად საინტერესო და საჭირო ინფორმაციით, მისი რეიტინგი დაბალი იქნება თუ გვერდი ჩატვირთვას დიდი დრო სჭირდება. მნახველები ძალიან აფასებენ საკუთარ დროს, ამიტომ შექმენით სწრაფი საიტი, რომელიც შეძლებს დააკმაყოფილოს კლიენტების მოთხოვნები. შეამცირეთ ფაილები და მოახდინეთ საიტის მუშაობის ოპტიმიზაცია.

ავტორი: Firas Kittaneh, One Mall Group-ის გენერალური დირექტორი, SEO და ონლაინ-გაყიდვების სფეროს ექსპერტი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

8 თამაში, რომლებსაც ჩვენი გონება გვეთამაშება 

გადაამოწმეთ ეს ჩამონათვალი და ნახეთ რამდენად ხშირად რჩებით მოტყუებული საკუთარი გონების მიერ. 1. მე უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, ნაკლები შრომა რომ მიწევდეს  ჩვენი გონება ხშირად მიმართავს ამ არგუმენტს და გვიმტკიცებს, რომ

Print Friendly, PDF & Email

ეს საიტი საშუალებას იძლევა იშოვოთ სამსახური მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას!

დასავლეთში სწრაფად ვითარდება და პოპულარული ხდება სტარტაპი Jobbatical.com ის ადამიანებს საშუალებას აძლევს სამსახური იშოვონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ წლის მანძილზე. სტარტაპმა მსხვილი ინვესტორების ყურადღბა მიიქცია. Techcrunch-ი წერს: «Jobbatical-მა წარმატებით დახურა

Print Friendly, PDF & Email

9 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, თუ ვერ დებთ გარიგებებს

ოდესმე დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა, რატომ ვერ ახერხებთ გაყიდვებს? ალბათ კი. გაყიდვების სფეროს ექსპერტი მარკ ჰენტერი გვთავაზობს შეკითხვების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს იმისათივს, რომ გაიგოთ რატომ ვერ ახერხებთ

Print Friendly, PDF & Email

არასდროს დაკარგო საკუთარი თავის ფასი!

დღევანდელი სტატიის წაკითხვის შემდეგ, მინდა კიდევ ერთხელ შეგმატო საკუთარი თავის რწმენა და ერთხელ და სამუდამოდ დაიჯერო, რომ წარმატება მხოლოდ ძლიერი ადამიანების ხვედრია. ამ სტატიის დაწერა კი შუა ღამისას გადავწყვიტე, როდესაც

Print Friendly, PDF & Email

ჯიმ ქერის შთამაგონებელი გზავნილი კაცობრიობას

ჩვენ ჯიმ ქერის ვიცნობთ, როგორც ერთ-ერთ უდიდეს კომედიური ჟანრის მსახიობს და მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმები ყოველთვის ამაღლებს განწყობას. ჯიმ ქერის ამ მიმართვის წაკითხვის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით, რომ ის ძალიან ბრძენი ადამიანიც

Print Friendly, PDF & Email

ტურიზმის განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს თემაზე – „მოგზაურობა“

ტურიზმის განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს თემაზე – „მოგზაურობა“, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებული წერის ნიჭით დაჯილდოებული დამწყები თუ აქტიური ბლოგერების აღმოჩენას და მათ გამოვლენას. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული. ● პირველი

Print Friendly, PDF & Email