10 ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოველდღიურად გასახსენებელი საკითხი

10 ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოველდღიურად გასახსენებელი საკითხი

1. მობილიზდი მხოლოდ იმაზე, რასაც მართლა აქვს მნიშვნელობა. არის კი სამზარეულოს მივიწყებული ნიჟარა სამყაროს დასასრული? გემახსოვრებათ მთელი ცხოვრება, რომ კაფეში შეხვედრილმა უცნობმა არ გაგიღიმათ საპასუხოდ? როცა ცუდ ხასიათზე ვართ, მიდრეკილება გვაქვს ყურადღება გავამახვილოთ ნეგატიურ მოვლენებზე. შემდეგში, თუ თქვენ რაიმე მიზეზის გამო თმას იგლეჯთ, შეეკითხეთ საკუთარ თავს, ღირს კი ნამდვილად ამის გაკეთება?

2. საკუთარ თავთან განმარტოვებით ყოფნა აუცილებელი და ნორმალური მოვლენაა. ზოგჯერ ჩვენ გვჭირდება ერთ ნაბიჯის უკან გადადგმა და სიტუაციის, ურთიერთობების ან მთლიანობაში ცხოვრების გადახედვა. მძიმე კონფლიქტის ან დაშორების შემდეგ ადამიანისთვის აუცილებელია გარკვეული პერიოდის მარტოობაში გატარება, რომ საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი გახდეს. თუ თქვენ გჭირდებათ გარკვეული დრო მარტოობისთვის, აუცილებლად გამონახეთ ეს დრო. ასევე სიტუაციის გადააზრებისა და საკუთარი თავის შეცნობისთვის საუკეთესო საშუალება იქნება მედიტაცია.

3. ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია. თქვენ ვერ იწინასწარმეტყველებთ ცხოვრებისეულ მოვლენებს და ვერ დაგეგმავეთ დეტალურად საკითხებს, ზოგჯერ ეს არც არის საჭირო. გამოიყენეთ შესაძლებლობა უბრალოდ გაატაროთ სიტუაცია. სამყარო უფრო ბრძენია და ყოველთვის მოძებნის საჭირო პასუხს. თქვენ დაახლოებით შეგიძლიათ დაგეგმოთ სასურველი შედეგი, თუ გამოიყენებთ „ცნობიერების სარკის“ ტექნიკას.

4. სხვა ადამიანების აზრს მნიშვნელობა არ აქვს. ზოგჯერ ჩვენ ზედმეტად დამოკიდებული ვხდებით სხვის აზრზე. ეს დამოკიდებულება შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ ჩვენ ვცდილობთ ყველა გავითვალისწინოთ საკუარი თავის გარდა. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და გააკეთეთ ყველაფერი, რაც სწორად მიგაჩნიათ პირველ რიგში თქვენ, მიუხედავად იმისა, რა რეაქცია ექნებათ გარშემომყოფთ.

5. ჩადეთ ძალისხმევა სრულად. თუ თქვენ ხელს ჰკიდებთ ისეთ საქმეს, რომელიც თქვენთვის ბევრს ნიშნავს, არ დანებდეთ როცა ნეგატიურ პასუხს იღებთ 1,5-ჯერ ან თუნდაც 10-ჯერ. ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი საბოლოო მიზანი. თ. ედისონმა 10 000 მცდელობის შემდეგ შეძლო მსოფლიოში პირველი ნათურის გამოგონება.

6. თქვენ არ უნდა იცოდეთ ყველა კითხვაზე პასუხი. არც ერთ ჩვენგანს არ გააჩნია წინასწარ დახაზული ცხოვრების რუკა. ჩვენ მუდვმივად ვიტანჯებით და ვიზრდებით. ცხოვრება თავისთავად საიდუმლოა და დროდადრო განუსაზღვრელობის შეგრძნება ნორმალური მოვლენაა.

7. თქვენ თვითსაკმარისი ხართ. ზოგჯერ ყველა ჩვენგანს აწუხებს ფიქრი: „მე არასაკმარისად ჭკვიანი ვარ, ან არასაკმარისად ლამაზი, ძილიერი იმისათვის, რომ გავკეთო ….“ – მიეცით საკუთარ თავს ახალი თვისებების გამოვლენის საშუალება საკუთარი თავის რწმენის ფორმირებისთვის. შეიცვალეთ ნეგატიური აზრი პოზიტიურით. ყოველთვის გახსოვდეთ ყოველდღიური აფირმაციების ძალის შესახებ, რომლებიც გამყოფებენ მუდმივ ტონუსში და კარგ განწყობაზე.

8. იცხოვრეთ აწმყოში. შეეცადეთ არ იფიქროთ წარსულზე და არ ინერვიულოთ მომავალზე. დღეავნდელ დღეში ჩადეთ ცნობიერების მაქსიმუმი.

9. გრძნობები და დარდი არ მოგკლავთ. განშორების დარდი, მწუხარება, დეპრესია ან წყენა სრული უღონობის, უიმედობის და შიშის შეგრძნებას იწვევს. ყველაფერი რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ და დააპროგრამოთ მოვლენების იდეალური გამოსავალი. მადლობა მოიხადეთ ცხოვრების ამ გაკვეთილისთვის და გააგრძელეთ წინსვლა.

10. ყველა ჩვენ ადამიანები ვართ – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ყოველდღიურად უნდა გავიხსენოთ. ჩვენ ვუშვებდით, ვუშვებთ და დავუშვებთ შეცდომებს. ჩვენ შეიძლება სხვა ადამიანებს ვატკინოთ გული და სხვებიც შეიძლება იგივენაირად მოგვექცნენ. ჩვენ ყოველთვის ვერ ვიქნებით ბედნიერი და დადებით განწყობაზე. შემდეგში, როცა თავს ცუდად იგრძნობთ, უბრალოდ შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ წვიმის შემდეგ აუცილებლად გამოიდარებს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ბიზნეს რჩევები

6 შიში, რომლებიც გვაბრკოლებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებისგან

ისინი ამბობენ, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა, რომ ვიცხოვროთ სინანულით და ამას ყველა ეთანხმება. თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ ცოტა მათგანი ცხოვრობს ამ ფილოსოფიით. თუ იკითხავ რატომ, პასუხია შიში! ადამიანებს ეშინიათ მისდიონ საკუთარ

სიახლეები

რატომ არ უნდა ვუსაყვედუროთ ადამიანებს, თუ ჩვენ წარმატებას არ იზიარებენ

რა საინტერსო და საყვარლები ვართ ადამიანები. ჩვენ ყოველთვის სხვებისგან ვითხოვთ გვერდით დგომას, მხარდაჭერას, გულშემატკივრობას, აღფრთოვანებას, პოზიტივს და აპლოდისმენტებს და გული გვწყდება თუ ერთ დღესაც საკმარისად ვერ მივეღებთ ამ ყველაფერს მათგან.

რუბრიკები

სტატია ეძღვნება ჟანა ფრისკეს ხსოვნას

რუსი მომღერალი და მსახიობი ჟანა ფრისკე ონკოლოგიურ დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ავადმყოფობის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის დასაწყისში. მას თავის ტვინის არაოპერაბელური სიმსივნე დაუდგინდა. მომღერლის დასახმარებლად მაყურებლებმა შეაგროვეს